სენსაციური ინფორმაცია და პოპულიზმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები ჩეხეთში

ოსტინ საპინგტონი

პროგრამა Kremlin Watch, ევროპული ღირებულებები Think-Tank

რას ეხება საპროტესტო აქციები?

ბოლო კვირების განმავლობაში ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში რეკორდული რაოდენობის საპროტესტო გამოსვლები შეინიშნება. მიმდინარე საპროტესტო აქციები ყველაზე მასშტაბურია, რაც კი ცენტრალური ევროპის ამ პატარა ერს უნახავს 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ და მათი მოთხოვნაა ჩეხეთის პრემიერ მინისტრ ანდრეი ბაბიჩის გადადგომა, რადგან მან ახლო მოკავშირე მარი ბენეჩოვი დაინიშნა იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე. ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩეხეთის პოლიციამ განცხადება გააკეთა ბაბიჩის წინააღმდეგ ბრალის წარდგენის თაობაზე ევროკავშირის სუბსიდიებთან – ორ მილიონ ევროსთან დაკავშირებულ თაღლითობაში, და გავრცელებულია ვარაუდი, რომ ბენეჩოვი შეეცდება შეასუსტოს მართლმსაჯულების სისტემა, რათა მხარი დაუჭიროს მის პოლიტიკურ უფროსს – პრემიერ მინისტრ ბაბიჩს.
ბაბიჩის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ხორციელდება მოძრაობის “მილიონი მომენტი დემოკრატიისთვის” მიერ, რომელიც დააარსა უნივერსიტეტის სტუდენტმა მიკულაშ მინარჟმა. მართალია მოძრაობის სამიზნე ჯგუფს საზოგადოების ფართო მასები წარმოადგენს, თუმცაღა აქცენტს ახალგაზრდა მოქალაქეებზე აკეთებენ. მოძრაობა ახლახანს დეზინფორმაციის დიდი ტალღის მსხვერპლი გახდა, რომელიც მიმდინარე მოვლენებს ნეგატიურად აშუქებდა.
ჩეხეთის მედიის სცენა მრავალფეროვან “დეზინფორმაციულ” საინფორმაციო გამოშვებებს აქვს დაკავებული, რომლებიც დეზინფორმაციის ცნობილი წყაროა და განსაკუთრებით ისეთ სოციალურ ჯგუფებს მიმართავენ, რომლებიც მხარს უჭერენ ბაბიჩს და ჩეხეთის პრეზიდენტს მილოშ ზემანს. ეს სააგენტოები დამახინჯებულ და სენსაციური ინფორმაცია ავრცელებენ საპროტესტო აქციების შესახებ და, შესაბამისად, ხელს უწყობენ ჩეხეთის საზოგადოების პოლარიზაციას.

ჩეხური პოპულიზმის ამჟამინდელი აღზევება

ანდრეი ბაბიჩის, მისი ორპარტიული ANO პარტიის და ჩეხეთის პრეზიდენტ მილოშ ზემანის მიერ წამოწყებულმა პოპულიზმმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეცვალა ჩეხეთის პოლიტიკური სცენა. პოპულისტმა პოლიტიკოსებმა, თავიანთ რადიკალ და მემარჯვენე მოკავშირეებთან ერთად, როგორიცაა SPD (თავისუფლების და პირდაპირი დემოკრატიის პარტია) და KSČM (ჩეხეთის კომუნისტური პარტია), მნიშვნელოვანი ძალაუფლება მოიპოვეს ჩეხეთის პოლიტიკურ სცენაზე სხვა ნაკლებად რადიკალური პარტიების ხარჯზე. ზემანის ფიგურა ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს მისი პრორუსული პოლიტიკური შეხედულებების გამო, ბაბიჩმა კი ჩეხეთის პოლიტიკური სისტემის კორუმპირებული ხასიათის გამო წარმოქმნილი ფართო უკმაყოფილება გამოიყენა ხელისუფლებაში მოსასვლელად. როგორც მილიარდერი, ბაბიჩი არ ერიდება აჩვენოს, რომ საზოგადოებაზე გავლენის მოსაპოვებლად თავისი საფულის გამოყენება არ აშინებს. ეს ჩეხეთის რამდენიმე მედიასაშუალების შეძენაში გამოიხატა რომლებიც ახლა მას მხოლოდ დადებითად აშუქებენ.

საპროტესტო აქციები და ჩეხეთის მედიის „დეზინფორმაციული“ სცენა

ჩეხეთის მედია მოიცავს დაახლოებით ორმოც დეზინფორმაციულ და მანიპულაციური ონლაინ წყაროებს, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილია Parlamentní listy and Aeronet. აღნიშნული სააგენტოები თავს იმკვიდრებენ როგორც “ალტერნატიული” და “მიუკერძოებელი” საინფორმაციო წყაროები, როდესაც აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში მთავარი მედია ისედაც საკმაოდ ნეიტრალურია. ამ დეზინფორმაციული სააგენტოების საიტზე სტატიების 70% ეხება მინარჟისა და პროტესტის უარყოფითად ასახვას. Parlamentní listy-მა გამოაქვეყნა ჩეხი მსახიობის, ივან ვისკოცილის ”ვრცელი” კომენტარი, სადაც ის კრიტიკულად საუბრობდა საპროტესტო აქციებზე. კიდევ ერთ სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ზემანმა მინარჟს უნივერსიტეტის დამთავრება ურჩია და აგრეთვე: ”ნორმალური საქმის გაკეთება, რადგან დემონსტრაციების ორგანიზებით ვერ იარსებებს”. ჩეხეთის მაღალი რანგის მოღვაწეების აღნიშნული განცხადებები შემდგომში სხვა დეზინფორმაციულ ვებსაიტებმაც აიტაცეს და აგრეთვე ელექტრონული წერილები დაგზავნეს, უმეტესაც ჩეხეთის ხანდაზმული მოქალაქეებისთვის.
ბევრი სხვადასხვა დეზინფორმაციული საიტი ავრცელებდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მინარჟი საპროტესტო აქციის მონაწილეებს 200 ჩეხურ კრონას უხდიდა აქციებზე სიარულის მოტივაციისათვის. აღნიშნული მცდარი ინფორმაციის გავრცელება მიეწერება ერთ-ერთ ინდივიდს – ფრანცისკე კუდლაშეკს. ამ ინფორმაციის დაზუსტების თხოვნისას კუდლაშეკმა აღნიშნა, რომ ანონიმურმა პირმა ეს ყველაფერი მის ყოფილ მეუღლეს მიაწოდა ელექტრონული ფოსტით. კითხვაზე, თუ რატომ თვლიდა რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და გადამოწმება არ სჭირდება, კუდლაშეკმა თქვა, რომ მას უბრალოდ ასეთი გრძნობა აქვს. კუდლაშეკმა ელექტრონული წერილი გადაამისამართა და ერთ-ერთმა მიმღებმა ბრეტისლავ ოლშერმა (ერთ-ერთი დეზინფორმაციული ვებსაიტის რედაქტორი), რომელიც ენდო აღნიშნულ ინფორმაციას, ეს ყველაფერი Facebook- ზე გაავრცელა. ჩეხურმა კომუნისტურმა პარტიამ კი, რომელსაც კავშირი ჰქონდა ოლშერთან, ეს ყალბი ინფორმაცია საკუთარ Facebook გვერდზე გააზიარა.

საპროტესტო აქციები და შეთქმულების თეორიები

მრავალი დეზინფორმაციული წყარო აღნიშნავს, რომ პროტესტი იმდენად მასშტაბურია, რომ მათი დაფინანსება რთული იქნება. ამრიგად, ასკვნიან, რომ პროტესტი უნგრელ-ამერიკელი ქველმოქმედის ჯორჯ სოროსის მიერ ფინანსდება, რადგან მას ზოგი ჩეხი აღიქვამს როგორც განტევების ვაცს იმ პრობლემებისთვის რის წინაშეცაა ჩეხეთის რესპუბლიკასა და ვიშეგრადის სხვა ქვეყნები, მიუხედავად იმისა, რომ სოროსს დიდი ინვესტიცია აქვს ამ რეგიონში. ამ შეთქმულების მიხედვით, სოროსი გლობალურად „აფინანსებს ძირგამომთხრელ ორგანიზაციებს“, ამიტომ ლოგიკურია, რომ ის ასევე აფინანსებს პროტესტს ჩეხეთში. Aeronet-მა, ყველაზე რადიკალურმა დეზინფორმაციულმა სააგენტომ ჩეხეთში, ისე შორს შეტოპა რომ დაიწყო იმის მტკიცება, თითქოს სოროსი აფინანსებს გადატრიალებას ბაბიშის დასამხობად, რადგან ჩეხეთის ეკონომიკური წარმატების განადგურება სურს.
კიდევ ერთი დეზინფორმაციის გამავრცელებელი სტატია ირწმუნებოდა, რომ საპროტესტო აქციებს აფინანსებენ სუდეტელი გერმანელების პოლიტიკური ჯგუფები. კონკრეტულად ეს ინდივიდები არიან გერმანელების შთამომავლები, რომლებიც ჩეხეთის რესპუბლიკაში ცხოვრობდნენ, მაგრამ ბენეშის დადგენილებებით განდევნეს. ითქვა, რომ საპროტესტო აქციები არ ეხება ბაბიჩს, არამედ სუდეტელ გერმანელებს რათა მათ შეძლონ უკან ჩეხეთში, თავიანთ სახლებში დაბუნება, სადაც ახლა ჩეხები სახლობენ მეორე მსოფლიო ომის შედეგად გერმანელების გაძევების შემდეგ. სტატიაში მოხსენიებულია გერმანელი პოლიტიკოსის, ბერნდ პოსელტის გამოსვლა, სადაც იგი აცხადებდა, რომ ჩეხეთის მფარველი წმინდანი (წმინდა იოანე ნეპომუკი) სინამდვილეში სუდეტელი გერმანელთა მფარველი წმინდანია. სტატიაში ხაზგასმულია, რომ პოსელტი ევროპარლამენტის წევრი იყო 20 წლის განმავლობაში, თუმცა იგი ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის ჩეხეთის გაწევრიანებას ბენეშის დადგენილებების გაუქმების გარეშე, რაც ცნობილი ფაქტია.

დეზინფორმაცია და საზოგადოების პოლარიზაცია

ასეთი მრავალფეროვანი დეზინფორმაციული განცხადებების შედეგები, რომელთაგან თითოეული ასახავს გარე გავლენების უნდობლობას – ჩეხეთის პოლიტიკური აზროვნებისთვის დამახასიათებელ თემას, საკმაოდ უარყოფითია. ის ფაქტი, რომ დეზინფორმაციული მედიის წყაროები, როგორიცაა Aeronet და Parlamentní listy, თითქმის სრულიად უარყოფით ფონზე აშუქებენ საპროტესტო აქციებს უზრუნველყოფს, რომ მათი აუდიტორია ავტომატურად მიკერძოებულია მომიტინგეების მიმართ. განცხადება, რომ სუდეტელი გერმანელები აფინანსებენ საპროტესტო აქციებს, მიუხედავად იმისა რომ უცნაურია, შეიცავს დამახინჯებულ ჭეშმარიტ ინფორმაციას, როგორიცაა პოსელტის ჩეხების საწინააღმდეგო ციტატა. ამ ყველაფერმა წარმატებით შეასრულა თავისი მისია – სტატიის სამიზნე აუდიტორიის აღშფოთება და იმ წარმოდგენის დანერგვა, რომლის მიხედვითაც საპროტესტო აქციები უარყოფითი მოვლენაა. მილოშ ზემანის დამცინავი განცხადება იმის შესახებ, რომ მინარჟიმ საპროტესტო აქციების ორგანიზების ნაცვლად უნივერსიტეტის დამთავრებას და ნორმალური სამსახურის ძებნას უნდა მიხედოს, პოპულიზმის მომხრეთა პროვოცირება გამოიწვია, რომლებიც ხშირად დაბალი ფენის გაუნათლებელი მუშები არიან, და სავარაუდოდ, თავს დაბალი ხელფასებისა და უკმაყოფილების წრის ხაფანგში მოქცეულად გრძნობენ.
დეზინფორმაციული წყაროები საპროტესტო აქციებს ჯორჯ სოროსსაც უკავშირებენ, რომელიც ერის ხანდაზმული და კონსერვატიული ინდივიდების მიერ განტევების ვაცად აღიქმება ჩეხეთის პრობლემების ასახსნელად, დღევანდელი უნგრეთის მსგავსად. ამ განცხადების კრიტიკულად გააზრების გარეშე იკარგება ცუდი ლოგიკა, რომელსაც ის ეფუძნება და მოსახლეობის დიდი ნაწილი უარყოფით დასკვნამდე მიდის. დამახინჯებული ინფორმაციის და მსგავსი შეთქმულების რწმენა ზრდის ჩეხეთის საზოგადოების პოლარიზაციას და აძლიერებს ბაბიჩისა და ზემანის მომხრეების პოზიციას. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ეწინააღმდეგება ბაბიჩის საეჭვო საქმიანობას და ზემანის პრორუსულ ტენდენციებს, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავაც მათ უჭერს მხარს.

ინფორმაციის გამჭვირვალობის ნაკლებობა

ის ფაქტი, რომ ჩეხეთის კომუნისტურმა პარტიამ Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მინარჟი აქციის მონაწილეებს ფულს უხდიდა, საკმაოდ საგანგაშოა, რადგან ეს ცნობა ეფუძნება ელექტრონულ ფოსტას რომელიც მარტივად შეიძლება შეიცავდეს დამახინჯებულ ინფორმაციას. ეს ვითარება აჩვენებს ინფორმაციის გამჭირვალობის ნაკლებობას ჩეხეთის საზოგადოებაში, და რიგი პოლიტიკური პარტიების მიერ წყაროების შემოწმების ნების არქონას.
დეზინფორმაციული ინფორმაციის შემცველი ელექტრონული ფოსტა არის ფენომენი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩეხეთში. ხშირ შემთხვევაში ანონიმური წყაროები წარმოშობს პრობლემას, რადგან ჩეხური საზოგადოების გარკვეულ ნაწილს – ძირითადად ხანდაზმული ასაკის პირებს, სწამთ ელ. ფოსტის შინაარსის, მიუხედავად იმისა, რომ მათი ინფორმაციის წარმომავლობა უცნობია. მკვლევარების აზრით, ჩეხეთის პენსიონრების 90%-მა საპროტესტო აქციების მიზნების შესახებ დეზინფორმაციული ელექტრონული წერილი მიიღო. ეს ცხადყოფს, რომ დეზინფორმაციის ავტორები მზად არიან ისარგებლონ უფროსი ასაკის პირთა შეზღუდული ტექნოლოგიური ექსპერტიზით, რათა გააკონტროლონ მათი აღქმები გლობალურ და საშინაო საკითხებზე.

პოლიტიკის რეკომენდაციები

დეზინფორმაციული სააგენტოების მიერ წარმოდგენილი დამახინჯებული ინფორმაცია ზემოქმედებს ჩეხეთის საზოგადოების გარკვეულ სეგმენტზე რაც ზოგად პოლიტიკური ხედვას აზიანებს. საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დეზინფორმაციის მთავარ ტენდენციას წარმოადგენდა ინფორმაციის დამახინჯება სამიზნე აუდიტორიის ყურადღების გადატანის მიზნით იქედან, თუ რატომ ხდება საპროტესტო აქციები სინამდვილეში რასაც თან სდევდა აქციების შემოქმედი ინდივიდებისა თუ ჯგუფების დადანაშაულება. ეს ცხადყოფს, რომ საჭიროა ფაქტების შემოწმება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში მეტი ინვესტიცია, რათა შემცირდეს დეზინფორმაციის წყაროების, ვებსაიტების და მათ უკან მყოფი პირების გავლენა. ფართოდ გავრცელებული მედია საშუალებები წარმოადგენენ ამის ერთ-ერთ საშუალებას, რადგანაც მაც აქვთ საშუალება ფარდა ახადონ დეზინფორმაციული წყაროების განცხადებებს და იმ გამოიძიონ ის ავტორები, რომლებიც ცნობილი არიან დეზინფორმაციის გავრცელებით. განსაკუთრებით, გამოძიების საგანი უნდა იყოს ანონიმური წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია.
გარდა ამისა, ახალი ამბების სააგენტოებმა საჯარო უნდა გახადონ დაფინანსების წყაროები. ზეწოლის განხორციელება აუცილებელია ისეთი ვებსაიტების მფლობელებზე როგორიცაა Parlamentní listy – ს, რათა ფაქტების შემმოწმებელ ორგანიზაციებს მიაწოდონ მოთხოვნილი ინფორმაცია, რაც გააბათილებს მათ წინააღმდეგ გამოთქმულ ეჭვებს დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ. დაბოლოს, მხარდამჭერებმა პოლიტიკურ პარტიებს პასუხისმგებლობა უნდა დააკისრონ ინფორმაციის გავრცელებისას, რადგან ისინი ხშირად აქვეყნებენ ყალბ ინფორმაციას ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

სტატია მომზადებულია პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვიშეგრადის ქვეყნები დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ ფარგლებში ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და პარტნიორი ორგანიზაციების ხედვებს.

პროექტი ხორციელდება ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და სამოქალაქო განვითარებისა და კვლევის ინსტიტუტის თანამშრომლობით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.