სიმართლე საქართველოს შესახებ. რა დაინახა და მოისმინა „იაბლოკოს“ დელეგაციამ, რომელიც თბილისში ჩამოვიდა

სტატიის ავტორია ალექსანდრე გნეზდილოვი. სტატიის ორიგინალი რუსულ ენაზე ხელმისაწვდომია პარტია „იაბლოკოს“ ოფიციალურ გვერდზე. ქართულ თარგმანსა და რუსულ ორიგინალს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში, ავტორისეული რუსული ორიგინალი უპირატესია.

დღეს ამოქმედდა პრეზიდენტ პუტინის მიერ შემოღებული აკრძალვა რუსეთი-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შესახებ. ამ გადაწყვეტილების საბაბი არის ვითომდა „საფრთხე“ რუსი ტურისტებისთვის, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან. შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს? რას ფიქრობენ სინამდვილეში საქართველოში რუსეთზე და რუსებზე, როგორი სცენარით შეიძლება განვითარდეს ორმხრივი ურთიერთობა? ამაში ერკვეოდნენ პოლიტიკური პარტია „იაბლოკოს“ წამომადგენლები, რომლებიც ამ აკრძალვების შემოღებამდე ესტუმრნენ საქართველოს.

გასული კვირის განმავლობაში თბილისში მუშაობდა პარტია „იაბლოკოს“ თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ გნეზდილოვი, ფედერალური ბიუროს წევრი და პარტიის ექსპერტულ-ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი და პოლიგლოტი ივან ბოლშაკოვი, „იაბლოკოს“ ანტიკორუპციული ცენტრის დირექტორი ალექსეი კარნაუხოვი. ვიზიტი ორგანიზებული იყო ევროპულ-ქართული ინსტიტუტი და სამხრეთ კავკასიაში ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ადგილობრივი წარმომადგნელობის მხარდაჭერით.

„იაბლოკოს“ დელეგაცია, საქართველოში შეხვდა სამი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს – რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები და ლიბერტარიანელები („გირჩი“). შეხვედრებში მონაწილეთა შორის იყო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი – 1989 წლიდან არსებული რესპუბლიკური – პარტიისდამფუძნებელი და საბჭოთა კავშირის ცნობილი დისიდენტი დავით ბერძენიშვილი და თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი თამარ კეკენაძე.

გარდა ამისა, გნეზდილოვი, ბოლშაკოვი და კარნუხოვი შეხვდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და think tank-ების წარმომადგენლებს. მაგალითად, შეხვდნენ ვახტანგ ლეჟავას, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართული ეკონომიკური რეფორმების მამის, კახა ბენდუქიძის, მოადგილე და უახლოესი თანამებრძოლი. ამჟამად ლეჟავა არის ბენდუქიძის მიერ შექმნილი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი, რომლებიც რეიტინგში ქართული უნივერსიტეტების რეიტინგში პირველ ადგილებს იკავებენ.

„იაბლოკოს“ წარმომადგენლებმა ბატონ ლეჟავასთან ერთად არამარტო უმაღლესი განათლების სისტემა და ეკონომიკური რეფორმები განიხილეს, არამედ შეძლეს საკუთარი თვალით ენახათ თუ როგორ მუშაობენ უნივერსიტეტები და რეფორმირებული სახელმწიფო სტრუქტურები საქართველოში. იაბლოკოს წარმომადგენლებმა მოინახულეს იუსტიციის სახლი(აქ მდებარეობს საზოგადოებრივი სერვისი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ უმოკლეს დროში მიიღონ საჭირო დოკუმენტები) შემოსავლების სამსახური და მედიათეკა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ პარკში მდებარეობს. თბილისში მედიათეკები შექმნილია საბიბლიოთეკო ქსელის საფუძველზე და ძალიან პოპულარულია ახალგაზრდებს შორის. ვიზიტის სამუშაო პროგრამაში ასევე შედიოდა შეხვედრები ტექნოპარკში, სტარტაპ ბიუროში და თბილისის კრეატიულ სივრცეებში.

„იაბლოკოს“ ანტიკორუფციული პარტიული ცენტრის დირექტორი ალექსეი კარნაუხოვი მიიჩნევს, რომ : „საქართველო კორუფციის შემცირებისა და ეფექტიანი სისტემის მშენებლობის კარგი მაგალითია. მოვაშოროთ ზედმეტი ბიუროკრატია, გავამარტივოთ საგადასახადო წნეხი, აღმოვფხრათ სახელმწიფოს წნეხი ადამიანების ცხოვრებაზე. მარტივი ფორმულაა – და ის მუშაობს.

ახლა საქართველოში მცირე ბიზნესი იხდის შემოსავალის 1%, ხოლო მიკრობიზნესი თავისუფალია გადასახადებისგან. უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ გარიგებებს 4 სამუშაო დღის განმავლობაში არეგისტრირებენ, ხოლო ქორწინებას – 1 დღის განმავლობაში. თუ გჭირდება სახელმწიფო სერვისების დაჩქარებულად მიღება – შეგიძლია ოფიციალურად გადაიხადო [დაჩქარების] გადასახადი. ამასთან მომხმარებელს არ სჭირდება დოკუმენტაციის მოგროვება სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან, სახელწმიფო სტრუქტურებს თავად შეუძლიათ დოკუმენტების მიმოცვლა. ამასთან სახელმწიფო მოხელეებს არ აქვთ პირდაპირი ურთიერთობა მოქალაქეებთან და ამიტომაც პრაქტიკულად არ არსებობს ფულის გამოძალვის საშუალება.

ალექსეი კარნაუხოვი

ალექსეი კარნაუხოვი

ასეთი ზომები განაპირობებს კორუფციის შემცირებას: რა საჭიროა ქრთამის გადახდა, როდესაც სახელმწიფო არ ერევა შენს ცხოვრებაში, ხოლო მომსახურების მიღება კანონიერი გზით მარტივია? პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბევრი პრობლემების მიუხედავად, საქართველო მუშაობს თავისი კეთილდღეობისთვის და ეს უმნიშვნელოვანესი გამოცდილებაა რუსეთისთვის.“ – აფასებს კარნაუხოვი.

საინტერესო დისკუსია წარიმართა დიპლომატიური ელიტის წარმომადგენლებთან: რონდელის ფონდში – საქართველოს ყოფილ ელჩთან გაერთიანებულ სამეფოსა და თურქეთში, გიორგი ბადრიძესთან, ხოლო ნაუმანის ფონდში -კვიპროსსა და პორტუგალიაში ყოფილ დესპანთან, გია ჯაფარიძესთან. შეხვედრებში ასევე აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას პლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები სხვადასხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, მათ შორის: უკრაინა, ბელარუსია, სომხეთი და აზერბაიჯანი.

გიორგი ბადრიძე

გიორგი ბადრიძე

გარდა ამისა, დელეგაცია არაერთხელ შეხვდა ქართველ ახალგაზრდებს, მათ შორის 20 ივნისის მოვლენებში აქტიურად ჩართულ მოქალაქეებს. საკუთარი ინიციატივით ერთ-ერთ საღამოს „იაბლოკოს“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან, სადაც ყოველ საღამოს მიმდინარეობს საპროტესტო აქციები.

რუსული დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა ვიზიტმა საქართველოში გამოიწვია ადგილობრივი მედიის დიდი ინტერესი. ვიზიტის შედეგი გახდა წამყვანი ქართული მედია საშუალებების მიერ გამოქვეყნებული 20-ზე მეტი პუბლიკაცია და შეტყობინება, სადაც „იაბლოკოს“ თავმჯომარის მოადგილე – ალექსანდრე გნეზდილოვი საუბრობს საქართველოსა და რუსეთს შორის კეთილმეზობლურ და მშვიდობიან ურთიერთობებზე.

რა დაინახეს „იაბლოკოს“ წევრებმა საკუთარი თვალებით რუსებისთვის „საშიშ“ საქართველოში? ალექსანდრე გნეზდილოვი ყვება: „თბილისში რუსი ტურისტების დიდი რაოდენობაა. ძველ თბილისში პატარა რესტორნების ტერასებზე რუსული ენა თითქმის იმავე სიხშირით ისმის, როგორც – ქართული. ხალხი სეირნობს, ტკბება ქალაქით, აგემოვნებს ქართულ სამზარეულოს. მათ იღებენ გულღიად და დიდი სიყვარულით. აქედან რთული დასაჯერებელია, რომ რუსეთში ბევრი უჯერებს სახელმწიფო მედია საშუალებებს და ფიქრობენ, რომ საქართველოში ჩამოსვლა საშიშია. პუტინი და რუსული მთავრობა აქ ბევრს არ უყვარს – რაც მართალია, მართალია. მაგრამ „პუტინი“ არ უდრის „სრულიად რუსეთს“. თბილისში ეს ნამდვილად იციან.

მოგვიანებით, „პალიტრასთან“ ინტერვიუს დროს კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში ანტირუსული განწყობა, გნეზდილოვმა უპასუხა, რომ უშვებს ასეთი განწყობის არსებობას კონკრეტულ ადამიანებთან, თუმცა საზოგადოების განწყობა სრულიად განსხვავებულია. სააგენტო IPN-თან ინტერვიუს დროს ალექსანდრე გნეზდილოვმა პრეზიდენტ პუტინის ქმედებას უწოდა „ფარისევლობა“: საკმარისია გაგვახსენდეს, რომ 5 წლის განმავლობაში [რუსეთის] პრეზიდენტმა არ გამოავლინა ანალოგიური მზრუნველობა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან მიმართებაში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, იმის მიუხედავად, რომ იწ საუბარია ნამდვილ ომზე, რომელშიც 13 000 ადამიანი დაიღუპა. სატელევიზიო ინტერვიუში კითხვაზე, თუ რომელი ქვეყანა უნდა წავიდეს დათმობაზე პირველი, გნეზდილოვმა უპასუხა, რომ ის მხარს არ უჭერს ასეთ მიდგომას ორმხრივი ურთიერთობისადმი. „იაბლოკოს“ თავჯდომარის მოადგილის აზრით პრეზიდენტ პუტინის მიერ დაწესებული შეზღუდვების გაუქმება არის არც დათმობა და არც უკან დახევა რუსეთის მხრიდან, არამედ ორმხრივად სასარგებლო ნაბიჯია.

ის ამბობს, რომ :„ზოგიერთმა ადამიანმა რუსეთში უკვე გაიგო,რომ რუსული ავიაკომპანიები ფრენების შეწყვეტის შედეგად დაკარგავდნენ სამ მილიარდს, დანაკარგებს განიცდიან ის ტურისტები და ბიზნესმენებიც, რომლებსაც შვებულება და საქმნიანი ვიზიტები ქონდათ დაგეგმილი. მაგრამ საქმე მხოლოდ ფულში არ არის. საქმე ორი ქვეყნის ურთიერთობაშია. თუ უფროსი თაობა რუსულ ენაზე თავისუფლად საუბრობს, ახალგაზრდობამ ეს ენა არც ისე კარგად იცის. რუსი ტურისტებისა და ინვესტორების გარეშე ეს პროცესი დაჩქარდება და რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება შეუქცევადი გახდეს. ეს რამდენიმე წელიწადი არ უნდა დაიკარგოს. ახლა არის ყველანაირი შესაძლებლობა, რომ დალაგდეს ურთიერთობები ეკონომიკიდან დაწყებული კულტურით დამთავრებული.

დიახ, ერთის მხრივ, ბევრ ქართველს კარგად ახსოვს 2008 წლის ომი, ახსოვს შამილ ბასაევი, რომელიც ებრძოდა ქართველებს აფხაზეთში, ახსოვს 1945 წლის გამარჯვების ლეგენდარული მედროშის, მელიტონ ქანთარიას იძულებით გადასახლება აფხაზეთის მშობლიური მიწიდან და აგრეთვე ასობით ათასი სხვა ქართველის გამოძევება, სახლების დატოვება, ეთნიკური წმენდისგან გაქცევა. მათ ასევე ახსოვთ 1989 წლის აპრილში საბჭოთა ჯარების მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციის სასტიკი დარბევა, როდესაც ხალხის წინააღმდეგ გამოიყენეს სამხედრო ნიჩბები, 1920-იანი წლების დასაწყისში ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაცია, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან რამდენიმე წელიწადში, ასევე მე-18 საუკუნის ბოლოდან მე-19 საუკუნის დასაწყისამდე საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვა.

თუმცა მათ სხვაც ახსოვთ, არ სდებენ ბრალს რუს მოსახლეობას რუსეთის იმპერიის, სსრკ-ს და რუსეთის ფედერაციის მთავრობების დანაშაულებზე, აფასებენ რუს ტურისტებსა და ინვესტიციებს. ხალხის უმრავლესობამ იცის, რომ არც სააკაშვილის და არც გამსახურდიას ქმედებები არ იყო ყოველთვის სწორი კონფლიქტური სიტუაციების დროს. საქართველოში საერთოდ არ ხდება მთავრობათა ხელმძღვანელთა იდეალიზება – არც შევარდნაძის და არც ბიძინა ივანიშვილის. თუმცა დამსახურებებსაც არცერთს უკარგავენ. საქართველოში არის დემოკრატია, ამიტომ ადგილობრივი მედია, რუსეთისგან განსხვავებით, ახორციელებს სხვადასხვანაირ ინფორმაციულ პოლიტიკას და არ ემსახურება სახელმწიფო პროპაგანდას. ამიტომ როდესაც ჟურნალისტი გაბუნია შეურაცხმყოფელ და უცენზურო განცხადებებს აკეთებს – ეს არის კონკრეტული პირისა და კონკრეტული სატელევიზიო არხის განცხადება, და არა სახელმწიფო უზრდელობა.

ნარჩუნდება რუსეთთან კულტურული კავშირიც, მაგალითად მუშაობს (კრემლის მხარდაჭერის გარეშე) გრიბოედოვის სახელობის რუსული აკადემიური თეატრი, რომელიც მდებარეობს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციებიდან ორი ფეხის ნაბიჯზე.

ამავდროულად გნეზდილოვი გვაფრთხილებს : „მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი შეზღუდვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსთვის მგრძნობიარეა, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ის ეხება ტურიზმს, ღვინოსა ან მინერალურ წყალს – 2006 და 2008 წლის კონფლიქტების შემდეგ საქართველო ყოველთვის განიხილავს კრემლის ასეთ ქმედებებს. ბევრი რუსეთში, მათ შორის რუსული პოლიტიკური ელიტა, გადაჭარბებულად აფასებს რუსეთის ეკონომიკურ მნიშვნელობას საქართველოსთვის. იმ ინტელექტუალებიდან ერთ-ერთი, ვისაც ჩვენ თბილისში შევხვდით, იყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ,საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორმა, ნიკა ჩიტაძემ, ცოტა ხნის წინ გამოაქვყნა სტატია ერთ-ერთი ევროპულ გამომცემლობაში, სადაც ციფრებით აჩვენა,რომ საქართველომ უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში არაერთხელ იპოვა შესაძლებლობა იმისა, რომ შეენახა თავი რუსეთის წვლილის გარეშე. და ახლაც, მუხედავად იმისა რომ ბევრი ქართველი დაზარალდება, ქვეყანას მაინც შეძლებს თავის გატანას.

ნარატივი: „ისინი ვერსად წაგვივლენ, უკან მოხოხდებიან“, რაც რუსეთში გავრცელებულია განსაკუთრებით პოლიტიკურ ელიტაში, არამხოლოდ უპატივცემულოა, არამედ არ არის ფაქტებზე დაფუძვნებული. ჩვენ საკუთარი თვალებით ვნახეთ, რომ თბილისში ჩამოდის უამრავი ტურისტი, მაგალითად, ახლო და შუა აღმოსავლეთიდან – თურქეთიდან, ირანიდან, აზერბაიჯანიდან, არაბული ქვეყნებიდან. ისინი ჩამოდიან მწვანე, მთიან საქართველოში ოჯახებთან ერთად, რათა თავიანთი ცხელი ზაფხული გადაიტანონ, სხვები – მარტო ჩამოდიან, იმისათვის რომ ითამაშონ კაზინოებში და დალიონ ალკოჰოლი. არიან ტურისტები ევროპული ქვეყნებიდან, რომლებიც აფასებენ ქართული კურორტების საკმაოდ კარგი ხარისხსა და სიიაფეს. მრავლად არიან ასევე ყველგან არსებული ჩინელებიც. ჩვენ დღეს ძალიან მნიშვნელოვანები ვართ საქართველოს ეკონომიკისთვის. ქართულმა საზოგადოებამ ეს კარგად იცის და აფასებს. თუმცა კიდევ რამდენიმე წელი, ახლო ურთიერთობის განშორება და სოციუმი კიდევ უფრო მეტად დარწმუნდება, რომ „არის რუსეთი – ხო კარგი, თუ არ არის – არც ესაა პრობლემა“. პასუხისმგებლობის მქონე რუსი პოლიტიკოსები უნდა ერიდებოდნენ ამ სცენარს, მათდამი მიმართული წყენა და შეურაცხყოფა არ უნდა გაასაღონ რუსი ხალხის შეურაცხყოფად.

ბრძნული იქნებოდა უკანასკნელი წლების ორმხრივი ეკონომიკური მიღწევები პოლიტიკური ნაბიჯებით გაგვემყარებინა. არ უნდა ვებრძოლოთ ქართული საზოგადოების ევროპულ არჩევანს – რუსეთმაც უნდა აირჩიოს იგივე გზა. დასავლეთთან თანამშრომლობის საქართველოს არჩევანი უნდა იყოს არა „რუსეთვის ნაცვლად“, არამედ „რუსეთთან ერთად“. უნდა გადაიხედოს მარიონეტული სახელმწიფოების „დამოუკიდებლობის“ აღიარების გადაწყვეტილება, რომლებიც არსებობენ მილიარდობით რუბლის ხარჯზე, რომელსაც პუტინი ყოველწლიურად ხარჯავს რუსეთის მოსახლეობის ჯიბიდან.

პროტესტი პარლამენტთან. ალექსანდრე გნეზდილოვის ფოტო.

ვიზიტის ფარგლებში „იაბლოკოს“ წევრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს რუსთაველის პროსპექტზე, საქართველოს პარლამენტთან, გამართული პროტესტის საკითხიც. რუსეთის ფედერაციის მედია საშუალებები ამ აქციას უწოდებენ ანტირუსულს. ამასთანავე, უკვე ორი კვირის განმავლობაში აქციის წევრების მოთხოვნა უმეტესად ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. როდესაც პოლიციამ სასტიკად დაარბია აქცია, რომელიც აპროტესტებდა გავრილოვის ვიზიტს საქართველოში, დეპუტატის, რომელმაც დუმაში მხარი დაუჭირა რუსული ჯარის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსიას, – ორმა ახალგაზრდამ დაკარგეს თვალი რეზინის ტყვიების გამოყენების გამო. მას შემდეგ პროტესტის მონაწილეებმა რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენეს. პირველი – პარლამენტის სპიკერის კობახიძის გადადგომა, რომელიც დაგვიანებით შესრულდა. ახლა კი მოითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრის გახარიას გადადგომას, პროტესტის შედეგადდაკავებული წევრების სამართლებრივი დევნის შეწყვეტას და რეფორმებს საარჩევნო სისტემაში.

მთავრობასა და „ქართული ოცნებას“, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გააჩნია კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში, არჩევნების ერთმანდატიანი რაიონებისა და ოლქების ხარჯზე. ისევე, როგორც „ედინაია რასიას“ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროში. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ყველა პოლიტიკური ძალის სამართლიან გადანაწილებას, რაც მიიღწევა 5%-იანი ბარიერის გაუქმებთ და სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლით. ანალოგიური რეფორმა რუსეთის ფედერაციაში ასევე განაპირობებდა უფრო სამართლიან პოლიტიკურ წარმომადგენლობას. მილიონობით ადამიანი, და მათ შორის „იაბლოკოს“ ამომრჩეველი, მიიღებდა საკუთარ ხმას დუმაში.

ივან ბოლშაკოვი

პოლიგლოტი, „იაბლოკოს“ ექსპერტულ-ანალიტიკური სამმართველოს უფროსი ივან ბოლშაკოვი ამბობს: „პროპორციული სისტემისთვის ბრძოლა – არის ბრძოლა დემოკრატიისთვის. ერთმანდატიანი ოლქების სისტემა უპირატესობას აძლევს ერთ-ორ დიდ პარტიას, ხოლო თუ არსებობს პრობლემები დემოკრატიაში – პარლამენტის გარეთ ტოვებს ოპოზიციას, რაც უზრუნველყოფს პარტიის ან მმართველი ოლიგარქის არალეგიტიმურ კონსტიტუციურ უმრავლესობას. ქართული საზოგადოება მიიწევს სამართლიანი წარმომადგენლობითი სისტემისკენ, მოლაპარაკებებისა და კომპრომისებისკენ, მმართველი ხელისა და ოლიგარქების გარეშე, და ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია.“

აქსანდრ გნეზდილოვი ხაზს უსვამს: „ჩვენი ვიზიტის, რომელიც მოიცავდა დილიდან საღამომდე შეხვედრებს, დისკუსიებს და მოლაპარაკებებს, მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ დაგვენახა და შემდეგ მოგვეყოლა რუსეთში თუ როგორ და რითი ცხოვრეობს დღეს საქართველო. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზანი კი, ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად, საკუთარ მაგალითზე, ქართულ საზოგადოებაში, (განსაკუთრებით ახალგაზრდებში) გავაქარწყლოთ განწყობები რომელიც იქმნება კრემლის არასწორი პოლიტიკის გამო საქართველოში. ახლა საქართველოს ბევრმა მოქალაქემ, ათეულობით ადამიანმა პირადად, ხოლო ათობით ათასმა მედია საშუალებების დახმარებით, იციან რომ რუსეთში არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც გამოხატავს საქართველოსთან მშვიდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების მილიონობით მხარდამჭერთა შეხედულებებსა და ფასუელობებს.

ორიგინალი განცხადება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.