4 აპრილს ევროპულ-ქართული ინსტიტუტი ეწვია გორის უნივერსიტეტს ,სადაც ჩაატარა პირველი ლექცია -”სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობა დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებაში” ,ამრიგად კამპანია “სიტყვის თავისუფლება 2019” დაიწყო,რომელსაც ევროპულ-ქართული ინსტიტუი და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ერთობლივად ატარებენ ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით.
სტუდენტებს ლექცია ჩაუტარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი სწავლების ცენტრის მკვლევარმა და ასევე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოწვეულმა სპეციალისტმა გიორგი ჩიფჩიურმა.
ეს პირველი შეხვედრა იყო კამპანიის ფარგლებში, უახლოეს მომავალში პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიც ჩაერთვებიან და ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდები აიმაღლებენ ცნობიერებას და გაიგებენ მათი ფუნდამენტალური უფლების შესახებ უფრო მეტს.