ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა ინფორმაციის თავისუფლების
განვითარების ინსტიტუტის თანამშრობლობითა და ფრედერიხ ნაუმანის
ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ორგანიზება გაუწიეს საინფორმაციო
კამპანიას ,,სიტყვის თავისუფლება 2019“.
ერთობლივი პროექტი „სიტყვის თავისუფლების კამპანიის’’ ფარგლებში
საქართველოს 8 უნივერსიტეტში განხორციელდა შეხვედრები
სტუდენტებთან, რაც მოიცავდა საჯარო ლექციას და დისკუსიას მოწვეული
ექსპერტების მონაწილეობით. განხილულ იქნა სიტყვის თავისუფლების
მნიშნელოვნება, აქტუალობა და წარსულის გაკვეთილები.
22 აპრილს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ გაიმართა
კონფერენცია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. შეხვედრაზე საჯარო ლექციას გაუძღვება სამართლის ასოცირებული პროფესორი, დიმიტრი გეგენავა.
ლექციას მოდერატორობა გაუწია ევროპულ-ქართული ინსტიტუტის
პროექტების დირექტორმა ოთო ნადირაძემ.
კონფერენციის მონაწილე სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა განეხილათ
არამხოლლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული საკითხებიც სიტყვისა და
გამოხატვის თავისუფლებასთან და მის განვითარებასთან საქართველოში.
კანონისა და ქართული სასამართლოს როლი სიყვისა და გამოხატვის
თავისუფლების ფარგლებში საინტერესო თემატიკა აღმოჩნდა
სტუდენტებისათვის. ასევე განიხილეს თუ რამდენადაა თავისუფალი მედია
და სოციალური მედიის როლი იდეების ჩამოყალიბების პროცესში ქართულ
საზოგადოებაში.
კამპანიის ნაწილი იყო სპეციალური კედელი, რომლის დიზაინიც
კონფერენციისათვის შეიქმნა. კედელზე მონაწილეებს შეეძლოთ წარწერების
გაკეთების საშუალება ე.წ. წებოვანი აგურების მეშვეობით. კედელი
წარმოადგენდა თავისუფალ სივრცეს გამოხატვისათვის, სადაც თავისუფალი
სიტყვა, აზრი და იდეები იქნა გაჟღერებული.

კონფერენციას ქონდა ყავის შესვენებაც სადაც მონაწილეებს ასევე მიეცათ
საშუალება არაფორმალურ ვითარებაში პირადად განეხილათ მათთვის
მნიშვნელოვანი საკითხები მოწვეულ ლექტორთან.
ღონისძიებასდაესწრო 40 მეტი სტუდენტი შავი ზღვის საერთაშორისო
უნივერსიტეტიდან. ასევე ლოკალური არასამთავრობო ორგანიზაციის
წარმომადგენლები და ოფიციალური პირები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.