გურჯაანში კამპანია „კონსტიტუციის დღე 2017“-ის ფარგლებში ჩატარდა პროექტი „სოკრატე“. პროექტი 27-28 ივლისს ორ ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპის ფარგლებში სხვადასხვა მოსახხლეობისათვის საინტერესო თემებზე შერჩეულ ლოკაციებში ჩატარდა ქუჩის ლექციები.

პროექტის მეორე ეტაპი 28 ივლისს გურჯაანის კულტურის სახლის დარბაზში განხორციელდა, სადაც „Open space technology“-ის გამოყენებით “world cafe”-ს ღონისძიებაში მონაწილეობდნენ 14-18 წლის ახალგაზრდები ქალაქ გურჯაანისა და მიმდებარე სოფლების სკოლებიდან. ღონისძიება „Ted talk“-ის ფორმატით გაგრძელდა. შეკრებილ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს მიწვეულმა სპიკერებმა.

პროექტის მედია პარტნიორები იყვნენ გურჯაანის ტელევიზია, გაზეთი „გურჯაანი“ და ელექტრონული გამოცემა „სპექტრი“, ასევე გამოყენებული იქნა სოციალური მედია საშუალებები.

„სოკრატემ“ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია კონსტიუციის არსის, მასში დაცული უმნიშვნელოვანესი უფლება-მოვალეობებსა და საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ.

გალერა

გაშუქება



  • http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/26718-qsokrateq-momavlis-lidertha-asociaciis-morigi-proeqti

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.