ჩემი მოკლე ბიოგრაფია

სოფიკო როსტიაშვილი დაიბადა საგარეჯოში და გაიზარდა სოფელ პატარა ჩაილურში, იქვე დაამთავრა საჯარო სკოლაც. ის სკოლის ასკიდანვე აქტიური მოსწავლე იყო. მუდმივად მონაწილოებდა სხვადასხვა ახალგაზრდულ პროექტებში. რამდენიმე წლის განმავლობაში იყო სამოქალაქო განათლების სასკოლო კლუბის აქტიური წევრი.
სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაულტეტზე, 100% სასწავლო გრანტით. დღეისათვის, სარგებლობს აქტიური სტუდენტის სტატუსით და არის უნივერსიტეტის სოციოლოგთა კლუბის წევრი.
სტუდენტობის პერიოდში მან აქტიურად განაგრძლო მოხალისეობა: არის საქართველოს წითელი ჯვრის საგარეჯოს ფილიალის მოხალისე. 2016 წელს იყო პროექტ “საქართველოს მოხალისეს” მონაწილე, მოხალისეთა კოორდინატორი საგარეჯოს რაიონში, პროექტის დასრულების შემდეგ გახდა საქართველოს საუკეთესო მოხალისე კახეთის რეგიონში. მას შემდეგ. პერიოდულად მართავს სხვადასხვა ღონისძებებსა და ტრენინგებს საგარეჯოს რაიონში.
სოფიკოს აქვს მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება, უმუშავია, თითქმის, ყველგან, სადაც შეეძლო ერთმანეთთან შეეთავსებინა სწავლა და მუშაობა.
ამჟამად, არის მესამე კურსის სტუდენტი და აგრძელებს, როგორც მუშაობას, ასევე მოხალისეობას.

ჩემთვის #ინიციატივა არის

რა არის ჩემთვის ინიციატივა? პირველ რიგში, ძალიან მაგარი ადამიანების გაერთიანება. ყველა პროექტი, უმთავრესად , თქვენს პროფესიონალიზმზე დგას და შემდეგ თითოეულ მონაწილეზე. ასევე ინიციატივა ჩემთვის იყო კარგი გაკვეთილების ერთობლიობა, ბევრი მიმართულებით. ზუსტად ვიცი, რომ ამ პროექტში ჩემი შესაძლებლობები სრულად არ გამომიჟღავნებია, ესეც გაკვეთილი იყო. ხო კიდევ, ინიციატივა არის პლატფორმა, რომელმაც მასწავლა, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებ რაღაც დეტალით მაინც უნდა იყოს გამორჩეული და კრეატიული.

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის

ევროპულ- ქართული ინსტიტუტი არის ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრების გაერთიანება. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც სჯერათ თავიანთი თავისა და მომავალი თაობის სიძლიერის. მთავარი კი ისაა, რომ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის წევრებს გაქვთ რეალური შესაძლებლობა განახორციელოთ ცვლილებები, დაეხმაროთ ახალგაზრდებს.

მე ასეთი საქართველო მინდა…

საქართველოს მომავალზე საუბარი და პროგნოზების გაკეთება ცოტა რთულია. სამომავლო პერსპექტივები შეიძლება იყოს, როგორც უკეთესი, ისე გაცილებით უარესი. მთავარი ამ შემთხვევაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების მიერ გადადგმული ნაბიჯებია. იმისათვის, რომ საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესდეს აუცილებელია სახელმწიფომ გადადგას სწორი და ეფექტური ნაბიჯები. ამისათვის, კი მოსაქალაქეები უნდა იყვნენ აქტიურები, მოუწოდონ მოქმედებისკენ. სანამ სახელმწიფო არ იგრძნობს მოქალაქეების აქტიურობას, მანამ არ გამოვა კომფორტის ზონიდან. ამ შემთხვევაში, არა აქვს მნიშნელობა ვინ იქნებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, მდგომარეობა იგივე იქნება, ამაზე მეტყველებს ჩვენი გამოცდილება. მე კი უფრო უარესის მოლოდინი მაქვს, ვიდრე უკეთესის.
თუმცა ერთია როგორ ვუყურებ საქართველოს მომავალს, მეორეა როგორი მინდა იყოს. მინდა, რომ, უპირველესყოვლისა, განათლების სისტემა განვითარდეს მაღალ დონეზე და სხვა ყველა პრობლემაც დროთა განმავლობაში აუცილებლად მოგვრდება. თუ განათლების სისტემა იქნება გამართული, სხვა გზა აღარ დაგვრჩება გარდა განვითარებისა. მინდა, რომ ვიყოთ ერთსულოვნები ქვეყნის უკეთეს მომავალთან დაკავშრებით, შემძლოთ და დავძლიოთ რუსეთის გავლენა ჩვენს ქვეყანაში. ბოლოს, შევძლოთ და გავაერთიანოთ საქართველო.

მომავალში მე მინდა გამოვიდე

სოციოლოგი. მიყვარს ჩემი სპეციალობა და მინდა ჩემი საქმის პროფესიონალი ვიყო. მინდა, რომ ვიკვლიო საზოგადოების აქტუალური საკკითხები. რა თქმა უნდა, მინდა ვიყო კარგი მოქალაქე, აც გულოსხმობს ვზრუნავდე ჩემი ქვეყნის განვითარებაზე.

ქართველობა ჩემთვის არის…

ქართველობის აღქმა ჩვენი საზოგადოების მიერ, საკმაოდ რთული ფენომენია. თუმცა ჩემთვის არის საკუთარი თავის პროფესიონალიზება, საქმის პირნათლად შესრულება, თავდაუზოგავი შრომა. ქართველობა, ასევე აუცილებლად არის ბუნებაზე ზრუნვა, არჩევნებზე სიარული და გააზრებული, სწორი არჩევანის გაკეთება, ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე შეუვალი სიმტკიცე.
ჩემთვის ქართველობა არ არის: კორკოტა, ვასაძე, თოფაძე, ენძელა, ინაშვილი და სხვანი მისთანნი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.