უილიამ თაუნსენდს გააჩნია საერთაშორისო ურთიერთობებისა და ლიბერალური პოლიტიკის მიმართულებით მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. 2013 წლამდე, სანამ იგი Liberal International-ის სამდივნოს შეუერთდებოდა, ის ჩართული იყო ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო არჩევნების მენეჯმენტში გაერთიანებული სამეფოს ლიბერალ-დემოკრატიული პარტიისთვის. იგი გეგმავდა მიზნობრივ კამპანიებს. მისი ხელმძღვანელობით პარტიამ მიაღწია საუკეთესო შედეგებს საკუთარ თანამედროვე ისტორიაში.
უილიამი ხელმძღვანელობდა პარტიათა შორის კამპანიას კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების გასამართად. ამ კამპანიის ფარგლებში შექმნილმა მისმა ნაშრომებმა მიიღო მაღალი შეფასება, რის შემდეგაც მან დაიკავა სამეფო აფრიკულ საზოგადოების რედაქტორის თანამდებობა. ამ თანამდებობაზე იგი წერდა აფრიკული პოლიტიკის შესახებ და თანამშრომლობდა საერთაშორისო ექსპერტებთან.
ბოლო სამი წლის განმავლობაში, როგორც Liberal International-ის კომუნიკაციებისა ხელმძღვანელმა, უილიამმა ყოფილ გენერალურ მდივანსა და ბიუროსთან ერთად წამყვანი როლი შეასრულა ორგანიზაციის საქმიანობის გარდაქმნისა და განახლების პროცესში.
უილიამის დამსახურებით Liberal International გადაიქცა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პოლიტიკურ გაერთიანებად. მან დაგეგმა და განახორციელა Liberal International-ის ყველაზე წარმატებული კამპანია და წამყვანი როლი ითამაშა მის განხორციელებაში. უილიამმა მნიშვნელოვნად გაზარდა LI-ის ციფრული და ბეჭდური პროდუქტის ხარისხი და რაოდენობა, ამასთანავე იმუშავა საერთაშორისო პარტნიორების ფართო სპექტრთან, რათა პოლიტიკური ღონისძიებები გამართულიყო ყველა იმ კონტინენტზე, სადაც Liberal International წარმომადგენილია.
დღეს იგი მუშაობს, რათა მხარი დაუჭიროს LI-ს წევრ პარტიებს და უძღვება სეკრეტარიატს გლობალური ლიბერალური პარალმენტარული ციფრული ბაზის ფორმირებასა და LI-FNF გლობალური საკომუნიკაციო კამპანიას, რომელიც წინ აღუდგება დეზინფორმაციას. უილიამი არის King’s College-ს (ლონდონი) მაგისტრი.