2021 წლის 5 მარტს ევროპულ–ქართულმა ინსტიტუტმა და თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს. მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორგანიზაციათა აკადემიური რესურსებისა და გამოცდილების მობილიზებას, საქართველოში აკადემიური სივრცის გაუმჯობესებას, სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობასა და სტუდენტებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას.

მემორანდუმი მოიცავს მხარეთა მზაობასა და სურვლს, ითანამშრომლონ უკეთესი საგანმანათლებლო გარემოს შესაქმნელად. მომავალი აქტივობები მოიცავს როგორც კვლევით პროექტებსა და სტაჟირებებს, ასევე სხვადასხვა ექსტრა–კურიკულარულ აქტივობებში თანამშრომლობასა და აკადემიური მასალების შექმნა-გავრცელებას.

მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით ევროპულ–ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, გიორგი მელაშვილმა, აღნიშნა:

„ჩემთვის სასიხარულოა, რომ თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ კვლავ შემიძლია ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო მშობლიური უნივერსიტეტის განვითარების საქმეში. მჯერა, რომ ეს მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველოში აკადემიური სივრცის განვითარებასა და გაფართოებას. ჩვენთვის ყოველთვის სასიხარულოა საქართველოს საუკეთესო უნივერსიტეტსა და მის სტუდენტებთან თანამშრომლობა“.

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტია, რომლის დაარსება კახა ბენდუქიძის სახელს უკავშირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.