ჩემი მოკლე ბიოგრაფია
ქეთა დაიბადა 2002 წლის 3 აგვისტოს, ქ. თბილისში. ზოდიაქო- ლომი სტიქია- ცეცხლი. თავიდან სწავლობდა 55-ე და 57-ე სკოლებში შემდეგ კი 5 წელი გაატარა სკოლა “ოლიმპში”. მეცხრე კლასიდან მან სწავლა განაგრძო 31-ე სკოლაში სადაც გახდა სამოქალაქო კლუბის ლიდერი და განახორციელა ბევრი საინტერესო პროექტი. 2017 წელს ის გახდა ონლაინ რადიო ლოსის ჟურნალისტი. ამავე წელს ის გახდა ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში წლის საუკეთესო ესეს ფინალისტი. ქეთა ბავშვობიდან წერს პროზას და პოეზიას. ამჟამად მუშაობს რომანზე ( ამჟამადში იგულისხმება 2 წელიწადი მაგრამ რომანი რატომღაც დაუსრულებადია ). მისი შთაგონების წყარო იყო არის და იქნება ფილმები და სერიალები ( და არა მისი ან სხვისი გულისამაჩუყებელი love story-ები). ის ასევე ბავშვობიდან იყო დაინტერესებული და სწავლობდა ადამიანის ფსიქოლოგიას. ამასთანავე აინტერსებდა თუ რატომ არსებობენ ადამიანები მოლეკულურად, რატომ არიან ემოციები აბსტრაქტული , რატომ აქვთ მათ გვერდით ეფექტები , რა შესაძლებლობები აქვთ ნეირონებს, არსებობს თუ არა ბედისწერა, რა არის რელიგია, შემთხვევითობის პრინციპზეა თუ არა აგებული პეპლის ეფექტის თეორია და ასე შემდეგ…ამიტომ მან დაიწყო ფილოსოფიის შესწავლაც რაც მას ძვირად დაუჯდა. ქეთა მიიჩნევს რომ კარგ სერიალს ყველა სახის დეპრესიის განკურნება შეუძლია.
ჩემთვის #ინიციატივა არის
ინიციატივა არის საშვალება იმ იდეების გახორციელებისა რომლებსაც შეუძლიათ რაიმე უკეთესობისკენ შეცვალონ , განავითარონ უკვე არსებული ან შექმნან რიმე ახალი და ღირებული. საშვალებასთან ერთად ის არის შანსი განივითარო რაიმის შექმნის უნარი და აღიქვა შენი თავი როგორც რაღაც ძალიან მნივნელოვანის ნაწილი…ინიციატივის მეშვეობით შეგიძლია გაიგო რას ნიშნავს იყო გუნდის წევრი, გადალახო დაპრკოლებები შენს გუნდთან, ძენს მეგობრებთან ერთად და მიაღწიო მიზანს!
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის
არაფორმალური განათლება და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა საქართველოს სრული მაშტაბით – ეს არის ის რაც დღეს ნამდვილად გვჭირდება, ევროპულ-ქართული ინსტიტუტი კი სწორედ ამისთვის შეიქმნა, თუმცა ჩემთვის ის იმაზე ბევრად მეტი ვიდრე ეს. ღონისძიებები, რომლებიც საშვალებას გაძლევენ ბევრი რამ უფრო კარგად დაინახო და განსაზღვრო. პროექტები, რომლებშიც შეიძენ უამრავ მეგობარს და მათთან ერთად დაუვიწყარ დროს გაატარებ. გუნდი, რომელიც თავს შეგაყვარებს და გაგიჩენს სურვილს შენი წვრილი შეიტანო, რაიმე ღირებულის შენებაში და გახდე სამოქალაქო აქტივისტი.
მე ასეთი საქართველო მინდა…
სამწუხაროდ განსახვავდება ის თუ როგორ ვხედავ საქართველოს მომავალს და როგორი მინდა იყოს. ვფიქრობ საზოგადოების უმრავლესობა მიხვდება რომ ისინი არ ცხოვრებენ ცალკე გამოყოფილ “კუნძულზე” და არიან მოქალაქეები, შესაბამისად სახელმწიფოს ნაწილნი…ვფიქრობ ადამიანისთვის ძალიან ძნელია არ იყოს ნიჰილისტი იმ სახელმწიფოში სადაც ყველაფერი არც ისე კარგადაა, მაგრამ ქართველებს გვაქვთ ერთი საოცარი რამ – ერთობა. მართალია ნაკლებად ვართ აქტივისტები, თუმცა როცა რაიმე ცუდი ხდება ყველანი ვერთიანდებთ. ამის ბევრი მაგალითიც გვაქვს, მაგალითად 13 ივნისი. სწორედ ამ თვისების გამო მიმაჩნია, რომ შესაძლებელია ჩვენს სახელმწიფოში, მაშინიაც კი როცა ყველაფერი ნორმაში იქნება, გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ყველაფერი კიდევ უფრო უკეთესად იყოს! საქართველო მომავალში წარმომიდგენია როგორც დამოუკიდებელი, ჰუმანისტური, ბევრად უფრო განვითარებული ქვეყანა.
მომავალში მე მინდა გამოვიდე
რა მინდა მომავალში…ძალიან იღბლიანი ვიქნებოდი ამ კითხვაზე პასუხი რომ მქონდეს. მომავალ პროფესიაზე ბევრი მიფიქრია მაგრამ როდესაც ფსიქოლოგია, პროდიუსინგი, რეჟისურა, ჟურნალისტიკა, ფილოსოფია და კიდევ რამდენიმე სხვა ერთდროულად გაინტერესებს არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია. პეპლის ეფექტის გათვალისწინებთ ჩემი ცხოვრების კურსი დამოკიდებულია იმაზე თუ რას ავირჩევ ახლა, ამიტომაც გადავწყვიტე რომ ამხელა პასუხისმგებლობა არ დავაკისრო ჩემს თავს და არჩევანი არ გავაკეთო. დაე თვითონ ამირჩიოს პროფესიამ.
ქართველობა ჩემთვის არის…
ქართველობა ჩემთვის რაიმე განსაკუთრებული არ არის, არა იმიტომ რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის მენტალობა არ მომწონს, იმიტომ რომ ჩემთვის ჰუმანისტური ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია. არ მივიჩნევ რომ ჩემი სამშობლო სხვის სამშობლოზე წინ უნდა იყოს ჩემთვის. ყველა ქვეყანას თავისი კულტურა აქვს რაც ოდნავ განგვანსხვავებს ერთმანეთისგან . ჩემთვის დედამიწელობა არის იგივე რაც ქართველობა. ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩემი ქვეყნის განვითარება და აღორძინება არ მსურს…უბრალოდ ვიყო ქართველი ნიშნავს ვიყო საქართველოს მოქალაქე ოფიციალურად, მაგრამ სახელმწიფოები ხომ თვით ადამიანებმა შექმნეს, რეალურად კი ყველა დედამიწელები ვართ <3