ჩემი მოკლე ბიოგრაფია
ქეთი აბულაძე, დაიბადა 2003 წლის 20 მაისს რაიონ ხულოში. ამჟამად სწავლობს ხულოს საჯარო სკოლის მე-9 კლასში. ის არის კლუბ “ინიციატივის” წევრი და სამოქალაქო განათლების კლუბის “ნათელი მომავლის” ლიდერი.
ჩემთვის #ინიციატივაარის
ჩემთვის #ინიციატივა არის ის რაც განვითარებაში და წინსვლაში მეხმარება ის არის ჩემთვის ახალგაზრდების წარმატებული მომავალი და მათი რესურსების გამოყენება განვითარებისთვის. #ინიციატივა არის ფერები რომლებიიცც ჩემს ცხოვრებას მრავალსფეროვანს ხდის.
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის
ამ ინსტიტუტზე საკმაოდ კარგი წარმოდგენა მაქვს, ის ჩემთვის ასოცირდება მაღალი დონის განათლებასთან და ახალგაზრდების უზრუნველყოფილ მომავალთან.
მე ასეთი საქართველო მინდა…
მე ისეთი საქართველო მინდა სადაც მოზარდების გარკვეულ ნაწილს არუტყდება სამოქალაქო აქტივიზმში აქტიურად მონაწილეობის მიღება, თუმცა ვფიქრობ რომ ასეთი მოზარდების რაოდენობა საკმაოდ შემცირდა და დროთა განმავლობაში ასეთი დამოკიდებულება აქტიურობის მიმართ შეიცვლება, ხოლო ისეთი ახალგაზრდებით რომლებიც საქართველოს აქტიური მოქალაქები არიან, ჩვენი ქვეყანა განვითარდება და უკეთესობისკენ შეიცვლება.
მომავალში მე მინდა გამოვიდე
მომავალში მე მინდა გამოვიდე ექიმი, რომელიც მის რესურსებს მაქსიმალურად გამოიყენებს მისი ქვეყნისათვის. მე მინდა ვიყო ექიმი, მაგრამ არ მინდა რომ ჩემმა პროფესიამ ხელი შემიშალოს აქტიურ მოქალაქეობაში.
ქართველობა ჩემთვის არის…
ქართველობა ჩემთვის არის საქართველოს მომავალზე და წინსვლაზე ზრუნვა, მისი განვითარება და გააქტიურება. ჩემთვის ქართველობა დაკავშირებულია სამოქალაქო აქტიურობასთან.