სამოქალაქო ქმედების სკოლა ევროპულ-ქართული ინსტიტუტის წამყვანი საგანმანათლებლო პროგრამაა, რომლის მიზანია ახალგაზრდებმა გაიღრმაონ ცოდნა, გამოიმუშაონ კრიტიკურლი აზროვნების უნარები და ჩაერთონ აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში.

სამოქალაქო ქმედების სკოლა გააერთიანებს 60 ახალგაზრდას, რომელიც მოტივირებულია შეცვალოს საქართველო უკეთესობისკენ. პროგრამა დაყოფილია ორ ნაწილად: საერთო მოდული, რომელსაც ყველა შერჩეული მონაწილე გაივლის და 4 თემატური ჯგუფი, რომელსაც მონაწილეები აპლიკაციის შევსებისას აირჩევენ.

საერთო მოდულის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან 4 ძირითად თემას: (1) საქართველოს ევროპული მომავალი, (2) სამართალი და ადამიანის უფლებები, (3) უსაფრთხოება და საერთაშორისო ურთიერთობები, (4) თანამედროვე საქართველოს ფორმირება.

საბაზო მოდულის გავლასთან ერთად, მონაწილეები მენტორთან და მოწვეულ ექსპერტებთან ერთად გადანაწილდებიან 4 ჯგუფად და მუშაობას ჯგუფებში გააგრძელებენ:  (1) საქართველოს ევროპული მომავალი, (2) სამართალი და ადამიანის უფლებები, (3) უსაფრთხოება და საერთაშორისო ურთიერთობები, (4) თანამედროვე საქართველოს ფორმირება.

შეხვედრები და ერთობლივი მუშაობა 8 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ყველა თემატური ჯგუფი ასევე შექმნის მოსაზრების დოკუმენტი (“Opinion Paper”), რომელსაც ევროპულ-ქართული ინსტიტუტი გამოაქვეყნებს.

❓ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
📍 18-25 წლამდე საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს.

პროექტში მონაწილეობის ხარჯები დაფარულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ.

რეგისტრაცია

სამოქალაქო ქმედების სკოლა: საქართველოს ევროპული მომავალი

ევროკავშირი ფართოდ აღიქმება საერთაშორისო პოლიტიკის მნიშვნელოვან, თუმცა უჩვეულო აქტორად. იგი არც ტრადიციული სახელმწიფოა, მთავრობითა და ეროვნული ინტერესებით და არც რიგითი საერთაშორისო ფორუმი. ევროკავშირი 27 წევრ სახელმწიფოს შორის კომპრომისსა და შეთანხმებაზე დაფუძნებული რთული ინსტიტუციურ წარმონაქმნია, რომლის სიღრმისეული შესწავლაც საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისთვის, უმნიშვნელოვანესია.

კურსი „საქართველოს ევროპული მომავალი“ ფარგლებში შევისწავლით ევროკავშირის ისტორიას და მის ტრანსფორმაციას თანამედროვე, პოლიტიკურ აქტორად; ევროკავშირის ინსტიტუტებსა და მათი ურთიერთობის ფორმატს; ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცესს; ევროკავშირის ეკონომიკის თავისებურებებსა და მახასიათებლებს, ერთიანი ბაზრის 4 თავისუფლებას; ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირებასა და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებს; ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას, წარსულის გამოცდილებასა და მიმდინარე პროცესებს. ამასთანავე, კურსის ფარგლებში განვიხილავთ რამდენიმე ნიშვნელოვან კრიზისს, რომლებმაც გავლენა იქონიეს ევროკავშირის პოლიტიკაზე, როგორიცაა, მაგალითად რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ. კურსში ასევე განხილული იქნება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის ისტორია, მიღწეული პროგრესი და სამომავლო პერსპექტივები.

კურსის გავლის შედეგად მონაწილეები შეძლებენ, იმსჯელონ ევროკავშირის პოლიტიკურ მოწყობაზე, მის როლზე საერთაშორისო პოლიტიკაში, ასევე ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე. ისინი სიღრმისეული ანალიზის გზით მიმოიხილავენ ევროკავშირის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი შესაძლო გადაჭრის გზებს. მონაწილეებს ასევე ექნებათ სრულფასოვანი ცოდნა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე და შეეძლებათ შეიმუშაონ რეკომენდაციები ამ კუთხით საჭირო შემდგომი ნაბიჯების შესახებ. სასემინარო აქტივობებისა და სხვადასხვა დავალებების გზით მონაწილეები გაიუმჯობესებენ ანალიტიკურ და აკადემიური წერის, ასევე პრეზენტირებისა და რეპორტინგის უნარ-ჩვევებს.

შეხვედრები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ. სავარაუდო დრო და დღეები: სამშაბათი 19:00; შაბათი 15:00.

რეგისტრაცია

სამოქალაქო ქმედების სკოლა: სამართალი და ადამიანის უფლებები

სამართლის კურსი შეეხება სასამართლო ხელისუფლების ორგანიზებას, მის მნიშვნელობას სხვა სახელისუფლებლო შტოების კონტროლსა თუ თითოეული ადამიანის უფლების დაცვაში. მოსამართლის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულობის გარანტიებს, ამ პროცესში საერთაშორისო პრაქტიკასა და საქართველოში არსებულ რეალობას.

კურსის მონაწილეები გაიგებენ არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, ხოლო მისი გაუმჯობესების მიზნით ჩატარდება ინტერაქციული ტრენინგები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სასამართლო რეფორმის მნიშვნელობაზე ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით.

კურსის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგი კვლევით საქმიანობაში, სამართლებრივ წერასა და მათთვის საჭირო იმ უნარ-ჩვევების გაძლიერებაში, რაც დაეხმარებათ მათ სამომავლოდ პროფესიულ კარიერაში. კურსის განმავლობაში იქნება სასწავლო ვიზიტები სხვადასხვა სასამართლო ხელისუფლების თუ სხვა სახელმწიფო ორგანოში
შერჩეული მონაწილეების იდეები სასამართლოს რეფორმირებასთან დაკავშირებით. კურსის ბოლოს გამოქვეყნდება ევროპულ-ქართული ინსტიტუტის მიერ და წარედგინება საზოგადოებას მათი ადვოკატირების მიზნით.

შეხვედრები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ. სავარაუდო დრო და დღეები: ორშაბათს 19:00; პარასკევს 19:00;

რეგისტრაცია

სამოქალაქო ქმედების სკოლა: უსაფრთხოება და საერთაშორისო ურთიერთობები

უსაფრთხოება და საერთაშორისო ურთიერთობები ურთიერთდაკავშირებულია.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ეს კიდევ უფრო აშკარა გახდა.

კურსი განკუთვნილია უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების (როგორც ქვეყნის შიდა, ისე საგარეო) საკითხით დაინტერესებული სტუნდეტებისთვის. კურსის ფარგლებშიც მონაწილეები უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს მიმართულებით მიიღებენ საბაზისო ცოდნას. კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებია, მისი განმაპირობებელი ფაქტორები და ინსტიტუციები, ამ უკანასკნელის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოებში, საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა და გამოწვევები, და ა.შ.

შეხვედრები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ. სავარაუდო დრო და დღეები: შაბათი 15:00; კვირა 18:00.

რეგისტრაცია

სამოქალაქო ქმედების სკოლა: თანამედროვე საქართველოს ფორმირება

საქართველო.

სიტყვა, რომელიც მოიცავს ყველაფერს – მაგრამ ამავდროულად, მაინც, მოითხოვს ღრმა და ყოვლისმომცველ გააზრებას. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან და (ეცდებიან) გაიაზრონ თანამედროვე საქართველოს (1801-2003) ფორმირების ძირითადი ფაქტორები, მოვლენები და სიუჟეტები ლოკალური და გლობალური პერსპექტივიდან.

შეხვედრები მოიცავს დისკუსიებს შემდეგ თემებზე: გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს საზოგადოება, რუსულ იმპერიალიზი, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკა, საბჭოთა საქართველო, 1990-იანი წლები, ეთნოკონფლიქტები, პოსტ-საჭოთა უსაფრთხოებისა და ეკონომიკის კრიზისი და დასავლური ინტეგრაციის ისტორია.

კურსის ფარგლებში, ჩვენი შეხვედრებისა და დარგის ექსპერტებთან შეხვედრების გარდა, მოვინახულებთ კოჯორი-ტაბახმელას მიდამოებს (1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საომარი ხაზი) და გავეცნობით თბილისის გვიან იმპერიულ და ადრეულ საბჭოთა პერიოდის ისტორიას (სოლოლაკი-მთაწმინდა).

შეხვედრები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ. სავარაუდო დრო და დღეები: ორშაბათი 17:00; პარასკევი 17:00.

რეგისტრაცია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.