ჩემი მოკლე ბიოგრაფია

მე ,ქრისტინე გიორგის ასული კოხია, დავიბადე 1999 წლის 21 ივნისს , ქ. ფოთში. 2005 წელს დავიწყე სწავლა ფოთის ივ. ჯავახიშვილის სახელობის #3 საჯარო სკოლაში. 2017 წელს სწავლის დასრულების შემდეგ, წარმატებით ჩავაბარე ეროვნული გამოცდები და ჩავირიცხე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერებთა და ხელოვნების ფაკულტეტზე.ფოთში ცხოვრების მანძილძე აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა პროექტსა და ღონისძიებაში. მიმიღია მონანწილეობა უამრავ საგანმანათლებლო თუ სოციალურ პროექტში. 2015 წლიდან გავწევრიანდი საქველმოქმედო -ფონდ ბილივში , ერთი წლის შემდეგ ამირჩიეს ფონდის კომუნიკაციის მენეჯერად.. ფონდი დღემდე უამრავ სასიკეთო საქმეს აკეთებს ჩვენს ქალქში. , ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მაძლევს საშუალებას ჩემი იდეების ,სტუდენტებისთვის სასარგებლოდ განხორციელებაში. ვარ უნივერისტეტის კულტურის დეპარტამენტის თვითმართველობაში. ამჟამად ვცხოვრობ ქ. თბილისში.

ჩემთვის #ინიციატივა / #ქმედება არის

ჩემთვის წარმატების გზაზე, როგორც ინიციატივა და ასევე ქმედების სკოლა თანაბარმნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მათი დახმარებით მე მომეცა საშუალება , გადამედგა ქმედითი ნაბიჯები, ჩემი მიზნები და იდეები რეალობად მექცია , რითაც ჩემს ქალაქს პოზიტიური ცვლილებებიი მოვუტანე. მე მათთან ურთიერთობამ ბევრი რამ მასწავლა, გავიღრმავე ცოდნა სხვადასხვა საკითხში, შევიძინე ლიდერული თვისებები , მივიღე პრაქტიკები და რაც მთავარია, პიროვნულად განვვითარდი. ბაზალეთი არის ადგილი, სადაც ინიციატივის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ( კონსტიტუცია გვაერთიანებს ) ჩავერთე. ბანაკში მართლაც შესანიშნავი დრო გავატერე , მაგრამ კიდევ უფრო ბედნიერი დღეები მაშინ დამიდგა , როდესაც ინიციატივამ ჩემი და ჩემი ჯგუფის მონდომება , შრომისმოყვარეობა დააფასა , კონსკურსის პირობებში კი საჩუქრად იტალიაში მოგზაურობა დაგვიფინანსდა .ეს ყოველივე იყო საწინდარი იმისა, რომ პირადად მე , როგორც ინდივიდი , ღირებული ვარ , რომ მე შემიძლია…. თითოელი ჩემი შემდგომი იდეა ,ინიციატივა, ქმედება, გახდა კიდევ უფრო მტკიცე , შედეგის მომტანი და ღირებული. ეს კი საკუთარი თავის რწმენამ განაპირობა , რაც ინიციატივამ შემძინა. აქ გაცნობილი ადამიანები მისაბაძები აღმოჩნდნენ ჩემთვის. ისინი იღვწვიან რეალურ მოტივებზე . მათი მიზნები და ქმედებები საკმაოდ მრავლისმეტყველია.ინიციატივის შემდეგ , ჩემი სტუდენტური ხანა კიდევ უფრო მრვალაფეროვანი გახადა სამოქალაქო ქმედების სკოლამ, ადგილი სადაც კვირაში ორჯერ ვიკრიბებოდით, მომავალი პოლიტიკოსები, ეკონომისტები , განმანათლებელები და უბრალოდ ის ადამიანები ( ახალგაზრდები ) , რომლებიც აუცილებლად შეცვლიან ჩვენი ქვეყნის ისტორიას.

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის

ევროპულ ქართული ინსტიტუტი და მისი პროექტები ჩემთვის არის შესანიშნავი წყარო გამოცდილებისა და განვითარებისთვის. განვითარებაში ვგულისხმობ არა მარტო პირად, არამედ თემის განვითარებას. ის საშუალებას მაძლევს გავიცნო როგორც ჩემი თემის ახალგაზრდები, ასევე ზოგადად ქართველი ახალგაზრდები, გავუზიარო მათ და მათ გამიზიარონ საკუთარი მსოფლმხედველობა მე , შევძელი დამენახა ესა თუ ის საკითხი სხვადასხვა რაკურსიდან .
მან დამანახა რომ მე ვარ ძალა, ძალა რომელსაც მის ირგვლივ ბევრი რამის შეცვალა შეუძლია. ჩემში სხვადასხვა უნარ-ჩვევები განავითარა, გამხადა ტოლერანტი, კომუნიკაბელური, თავდაჯერებული, წარმატებული ლიდერი. მასწავლა ჯგუფური მუშობის პრინციპები, პროექტებთან მუშაობა და კიდევ ბევრი რამ, რომელთა ჩამოთვლას ალბათ დილამდე ვერ მოვრჩები. ევროპულ ქართული ინსტიტუტი ჩემთვის ერთგვარი დიდი ოჯახია, რომლის წევები საქართველოში გამორჩული და წარმატებული ახალგაზრდები არიან, რომლებიც განსხვავებულად აზროვნებენ. მათთან ურთიერთობამ და მეგობრობამ ბევრი რამ მასწავლა და შემძინა.

მე ასეთი საქართველო მინდა…

საქართველო , რომელსაც მე უახლეს თუ არა შორეულ მომავალში ვხედავ, ოკუპაციის ხაზის გარეშეა.მე მინდა რომ მომავალი თაობა გახდეს რევოლუციური თაობა . მინდა რომ ხალხმა მენტალური აზროვნება ამოიგდოს თავიდან, საბოლოოდ გადაშენდეს ლუარსაბ თათქარიძის მსგავსი ადამიანები ( არსებები), მსურს განათლებული ერი, რომლებიც სასიკეთოდ შეცვლიან უკვე დემოკრატიულ საქართველოს და მას მსოფლიო ქვეყნების რეიტინგის 20-ეულში შეიყვანენ. და როგორ შეძლო ეს ერთმა პატარა სახელმწიფომ?
ერთსულოვნებით, პატივისცემით, გონიერებით და ქმედებით. მე არ მინდა , მაშინ როცა პარლამენტში პრემიების დანაწილებაზე მიდიოდეს დავა და ამ დრო უპატრონო ბავშვები ქუჩაში დგომით , მათხოვრობით ირჩენდნენ თავს, ჩემი აზრით ამ ბავშვებს უნდა მიეცეთ საშუალება რომ მიიღონ განათლება.მინდა რომ კეთილმა ადამიანებმა მთელი ძალებით იმუშავონ ამ თემაზე , რომ შეცვალონ მათი მომავალი. თბილისის მაშტაბით , დაახლოებით 200 დაუცველი , უსახლკარო ბავშვის შენახვა ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებად მიმაჩნია.

მომავალში მე მინდა გამოვიდე

დავა საკუთარ თავთან , საკუთარ მომავალზე დაუსრულებელი პროცესია, ჯერ კიდევ 10 წლის წინ მსურდა ექიმი გამოვსულიყავი, საკმაოდ საინტერესო იქნებოდა, მაგრამ 8 წლის შემდეგ ჩემი ტვინი სხვანაირად გადაეწყო, ვფიქრობ რომ ჩემთვის სასიკეთოთ. შემიძლია მთელი რიგი არგუმენტები და გეგმა ჩამოვწერო თუ რა მინდა განვახორციელო ცხოვრებაში, ძალიან შორს რომ არ წავიდეთ მოგიყვებით იმის შესახებ თუ სად წარმომიდგენია ჩემი თავი მომავალში. პირველ რიგში , მინდა გავხდე ლექტორი ( უნივერსიტეტს დიდი მნიშვნელობა არ ააქვს ჩემთვის) ასევე მსურს გავხდე მწერალი, იმის გათვალისწინებით , რომ საწყისს ფაზაზე ვარ, ჩემს შემოქმედებას მალე გაგაცნობთ)) . და ბოლოს მსურს, რომ პოლიტიკაშიც შევიჭრა. კონკრეტულად მინდა გავხდე ფოთის მერი, რათა ერთხელ და სამუდამოდ ფოთი ვაქციო მოწინავე ქალაქად , დავუბრუნო ღირსება , რომელიც მას მრავალი წლის მანძილზე გააჩნდა. ვფიქრობ , რომ ეს ქალაქი ტურუსტული თვასაზრით, უმნიშვნელოვასენ როლს შეასრულებს საქართველოს აღმავლობის გზაზე

ქართველობა ჩემთვის არის…

რაც არ უნდა ბანალური იყოს , ქართველობა ჩემთვის საამაყო ისტორიაა, ადგილი, რომელიც ჩვენი წინაპრების ძვლებს ინახავს , ყველა ის სახელოვანი ადამიანი,რომლებმაც მნიშვნელოვანი ძვრები განახორციელეს , სიტყვით საქმით თუ თავიანთი სიცოცხლის ფასად.მე ვეთაყვანები: ილიას, შოთას , თამარ მეფეს, მე ვეთაყვანები მათ მიერ შექმნილ ეპოაქას და სავალდებულოდ მივჩნევ ამ ეპოქის გაგრძელებას. მაგრამ ისმის კითხვა ვინ გააგრძელებს ეპოქას?
ადამიანები რომლებიც მუდმივად იმას გაიძახიან რომ ქართველობას გვართმევენ, ებრძვიან იმ უცხოელებს , რომელსაც უპატრონოდ მიგდებული მიწები თვითონვე მიყიდეს, დადიან მიტინგებზე – “ქართველობას გვართმევენ”. იქნებ თვითონვე ართმევენ საკუთარ თავს და სხვა მოქალაქეებს ქართველობას, ადვილია საუბარია, საუბარი რომელიც ნახევარი ერისთვის ჩვეული მოვლენა. დრო დადგა ნამდილ საფრხეები უფრო გულისყურით შევაფასოთ და შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ.ჩემთვის ყველა ქვეყნის კულტურა და ისტორია მისაღები და მოსაწონია, მაგრამ ჩემი ქვეყანა ჩემი საგანძურია , რომელიც თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.