გორში კამპანია „კონსტიტუციის დღე 2017“-ის ფარგლებში გორელმა ახალგაზრდებმა კონსტიტუციის პოპულარიზაციის მიზნით პროექტი ჩაატარეს.
ჯგუფი შემოქმედებითად მიუდგა კონსტიტუციის გავრცელებას და გადაწყვიტეს გორში გაეკეთებინა თქუჩის მხატვრობა, რომელიც იქნებოდა კრეატიული და მიიქცევდა გამვლელის ყურადღებას.
ნახატებზე გამოსახული იყო შუა ან მეცხრამეტე საუკუნის ქართველი მოღვაწის ხედვის და საქართველოს კონსტიტუციის შინაარსობრივი თანხვედრა, მოაზროვნის კონკრეტული ფრაზის და კონსტიტუციის კონკრეტული მუხლის საშუალებით.
პარალელურად, მიმდინარეობდა გამოკითხვაც, რომლის ფარგლებშიც ისაუბრეს კონსტიტუციის შესახებ, გამოთქვეს საკუთარი აზრი.