გორში კამპანია „კონსტიტუციის დღე 2017“-ის ფარგლებში გორელმა ახალგაზრდებმა კონსტიტუციის პოპულარიზაციის მიზნით პროექტი ჩაატარეს.
ახალგაზრდებმა პროექტი ჩატარდა ორ ეტაპად გორში. პირველი ნაწილი მოიცავდა შეხვედრებს გორელ ახალგაზრდებთან. პირველი შეხვერდა იყო არაფორმალური და მოიცავდა საუბრებსა და დისკუსიებს, რომლის თემაც იყო საქართველოს კონსტიტუცია, მისი ისტორია და ძველი და ახალი კონსტიტუციების შედარება.
მეორე ნაწილი მიმდინარეობდა გორის უნივერსიტეტში, რომლის ფარგლებშიც მოწვეულმა იურისტმა ისაუბრა სამ თემაზე:
- რა არის კონსტიტუცია, რაში მდგომარეობს მისი არსი
- რას ნიშნავს იყო საქართველოს მოქალაქე,
- რელიგიისა და სიტყვის თავისუფლება. ლექციას დაესწრო 65 ახალგაზრდა.
გორის გარდა ახალგაზრდებმა ხაშურშიც გადაინაცვლეს, სადაც მოაწყვეს ფილმის “განდის” ჩვენება და განხილვა. ჩვენება-დისკუსიის მიზანი იყო გაეაზრებინათ მონაწილეებს თუ როგორ შეიძლება მოქალაქეთა მშვიდობიანმა ჩართულობამ მთლიანად შეცვალოს დღის წესრიგი და მათ შორის ქვეყნის უზენაეს კანონთა კრებული კონსტიტუციაც.
მეორე ეტაპის ფარგლებში ოგრანიზატორები ხვდებოდნენ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს.
შემდეგი შეხვედრა გაიმართა ქარელის ახალგაზრდებთან, შეხვედრის მთავარი თემა იყო „კონსტიტუციის მნიშვნელობა სახელმწიფოსთვის“.
შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდებმა გადაინაცვლეს ეთნიკურ უმცირესობასთან თედოწმინდაში აზერბაიჯანელ მოქალაქეებთან და გორის სინაგოგაში, მათი საუბრის მთავარი თემა იყო თუ რას ნიშნავს იყო საქართველოს მოქალაქე და რა დატვირთვა აქვს საქართველოს კონსტიტუციას მათთვის.
პროექტი მოიცავდა სოციალურ კამპანიასაც, რომლიც მიმდინარეობდა აქტივობების პარალელურად, რომლის ფარგლებშიც მსურველები იღებდნენ სურათს ჰეშთეგით #კონსტიტუციაყველასია.