ჩემი მოკლე ბიოგრაფია

შაკო ლაშხია დაიბადა 2000 წლის 10 აგვისტოს მარტვილში. 2006 წლის სექტემბერში შევიდა ქალაქ ფოთის N5 საჯარო სკოლაში, ამჟამად არის ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე. შაკოს უყვარს აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრება, აქტიურად მუშობს ფოთის სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში. გარდა სკოლისა, აქტიურად არის ჩართული კლასგარეშე და მოხალისეობრივ პროექტებში, მონაწილეობა მიღებული აქვს სხვადასხვა კონკურსებში, ტრენინგებსა და ოლიმპიადებში. მნიშვნელოვანი მიღწევები – 2014 წელს მან გაიმარჯვა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ, ბიოლოგიის გუნდურ კონკურსში და იმყოფებოდა პოლონეთში, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში. 2015 წელს გაიმარჯვა კონკურსში – „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ტრადიციები საქართველოში“. 2015 წლიდან არის ევროპის ფონდის მიერ ორგანიზებული პროექტის – ახალგაზრდული იდეის წევრი, 2017 წლიდან კი მისი ფინანსური მენეჯერი. 2016 წლიდან არის ფონდი „ბილივი“-ს ახალგაზრდული ჯგუფის წევრი. 2017 წელს კი გახდა ინიციატივის კონკურსის “კონსტიტუცია ყველასია” გამარჯვებული და იმყოფებოდა იტალიაში (ვენეცია, მილანი).

ჩემთვის #ინიციატივა არის

ინიციატივა ჩემთვის განსაკუთრებული პროექტია, პროექტი რომელმაც ჩემში ბევრი რამ შეცვალა, ჩამომიყალიბა და განმივითარა სხვადასხვა უნარ-ჩვევები, გამხადა ტოლერანტი, კომუნიკაბელური, თავდაჯერებული, წარმატებული ლიდერი. მასწავლა ჯგუფური მუშობის პრინციპები, პროექტებთან მუშაობა და კიდევ ბევრი რამ, რომელთა ჩამოსათვლას ალბათ დილამდე ვერ მოვრჩები. სწორედ ამ პროექტმა დამანახა რომ მე ვარ ძალა, ძალა რომელსაც მის ირგვლივ ბევრი რამის შეცვალა შეუძლია. ინიციატივა მართლაც დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს იმისათვის, რომ ჩამოვყალიბდეთ აქტიურ მოქალაქეებად. ის ჩემთვის არის წარმატებისაკენ სვლის ახალი ეტაპი, რომელიც მეხმარება მივიღო საზოგადოებაში წარმატებულად ცხოვრების ცოდნა და გამოცდილება. ამ პროექტში მონაწილეობამ, საშუალება მომცა უკეთესად გამეაზრებინა ჩემი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობები. ასევე მივხვდი თუ რა მოვალეობები მაკისრია მე, როგორც ახალგაზრდას ჩემი თემის განვითარებასა და მისი პრობლემების მოგვარებაში. ასევე აღსანიშნავია რომ სულ რაღაც სამმა შეხვედრამ (ზამთრისა თუ ბაზალეთის სკოლამ) უკვე ბევრი ინფორმაცია მომაწოდა როგორც ზოგად საკითხებზე, ასევე სამოქალაქო აქტივიზმზე და ვცდილობ რომ მიღებული ცოდნა მაქსიმალურად გამოვიყენო და გავუზიარო ჩემს გარშემო მცხოვრებ ახალგაზრდებს. ეს ის პროექტია რომელზეც თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მან ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის

უპირველეს ყოვლისა ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია არაფორმალური განათლების პოპულარიზაციისა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობის სფეროში. ორგანიზაცია, რომელიც ჩვენ მოსწავლეებსა და სტუდენტებს გვაძლევს საშუალებას მივიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში, რომელებიც გვეხმარება ჩვენ ისეთი უნარჩვევების გამომუშავებაში, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, გადაწყვეტილების მიღებაში ჩართვა, საჯაროდ გამოსვილის უნარების ამაღლება და სხვა… მის მიერ განხორჩიელებული პროექტები, სკოლები და კონფერენციები ჩვენ საშუალებას გვაძლევს პიროვნული განვითარებასთან ერთად განვავითაროთ ჩვენი ქალაქი, სოფელი თუ დასახლება. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი ჩემთვის არის, ის ორგანიზაცია, რომელმაც გამაცნო ძალიან საინტერესო ადამიანთები, ადამიანები რომლებმაც ჩემს განვითარებაში არანაკლები როლი შეასრულეს, ეს ის ორგანიზაციაა რომელიც ასევე ჩვენ მოსწავლეებსა და სტუდენტებს გვეხმარება დაახლოებაში, რაც ჩემთვის, როგორც მოსწავლისთვის ძალიან საინტერსოა. ეს ის ორგანიზაციაა რომელმაც დამანახა თუ რატომ არის აუცილებელი სამოქალაქო აქტივიზმი და გამაცნო დასავლური ღირებულებები. ასევე სწორედ ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი პროექტმა „შენი ხმა, ჩვენი მომავალია“, დამანახა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი არჩევანი, ერთი ხმა, არჩევანი რომელსაც შეუძლია გადაწყვიტოს ჩვენი, ჩვენი მეგობრების, ოჯახის წევრების, ქალაქის ან საერთოდაც ქვეყნის ბედიც კი.

მე ასეთი საქართველო მინდა…

უპირველეს ყოვლისა მე მინდა ერთიანი საქართველო, აფხაზეთით და ოსეთით. საქართველო, რომელსიც ადა მარშანიას და მისნარებს პოლიტიკოს ვერ უწოდებ და სადაც ასეთები ვერასდროს ვერ იქნებიან სახელმწიფო მოხელეები. ქვეყანა, სადაც მოქალაქე იმაზე კი არ იფიქრებს რა ჭამოს და სად დაიძინოს, არამდე როგორ შეძლოს პიროვნული განვითარება და როგორ შეცვალოს მისი ყოფა უკეთესობისკენ. ქვეყანა, რომელშიც ცხოვრობენ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები. ადამიანები, რომლებიც უკვე როგორღაც მიხვდნენ რომ დამთავრდა უსაქმურობის,ძველი ბიჭობის, ქუჩში გარჩევების სხვის ხარჯზე ცხოვრების დრო, დროა თითოეულმა მათგანმა დაიწყოს საკუთარი და შესაბამისად ქვეყნის მომავალზე ზრუნვა. მინდა ქვეყანა სადაც უნივერსიტეტში მხოლოდ იმიტომ კი არ აბარებდნენ რომ „ცვეტშია“, არამედ იმიტომ რომ ისწავლონ. მინდა პროფესიული სასწავლებლებიც იყოს პოპულარული, რომ უფრო მეტი კვალიფიკაციური მუშა ხელი არსებობდეს და გავაცნობიეროთ ის რომ ყველა „სკამზე“ ვერ დაჯდება. მინდა ქვეყანა უკეთესი განათლების სისტემით, სადაც მოსწავლეებს არ მოუწევთ უაზრო რაღაცების დაზუთხვა და იქნება მეტი პრაქტიკა. მინდა საქართველო ლამაზი, რომლის ბუნებასაც გაუფრთხილდება თითოეული მოქალაქე, მინდა რომ საქართველოდან მოქალაქეები არ გარბოდნენ, კიდევ ბევრი რამ მინდა, რომელთა ჩამოთვლასაც ალბათ დილამდე ვერ მოვღცები….
პ.ს იმედია ოდესღაც მართლაც ვიხილავთ ასეთ საქართველოს, ამისთვის კი ბრძოლა და მუდმივი შრომაა საჭირო, მე ყველაფერს ვეცდები რომ საქართველო ერთ დღს მართლაც ვიხილო ისეთი როგორიც მე მინდა….

მომავალში მე მინდა გამოვიდე

სიმართლე გითხრათ ამაზე ცალსახა პასუხი ჯერ არ მაქვს, ჯერ კიდევ ვერ გავრკვიე სააბოლოოდ რა მინდა გამოვიდე. იყო დრო როდესაც პოლიტიკოსობა მინდოდა, შემდეგ სამართალმა გამიტაცა , მერე ბიზნესმა, ახლა მართვა და სოციოლოგიაზე შევაჩერე არჩევანი. არ ვიცი რა გამოვალ, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად ვიცი, რაც არ უნდა გამოვიდე ყოველთვის ვეცდები რომ ჩემი ქალაქის და ჩემი ქვენის განვითარებაზე ვიზრუნო. ვეცადო ისეთი გავხადო ისინი როგორიც მე მსურს, მომავალში ასევე ვფიქრობ, თუ ამის შესაძლებლობა მექნება ფონდის, ორგანიზაციის გახსნას რომელიც ჩემს ქალაქში მცხოვრებ ახალგაზრდებს დაეხმარება რთული, მოსაწყენი და ამავდორულად დაძაბული სასწავლო პერიოდის განმავლობაში უფრო მეტად გამხიარულდნენ, გაერთონ, შეიმეცნონ უფრო მარტივად და ხალისიანად, მოხალისეობის დახმარებით განავითარონ საკუთარი თემი და ამავდროულად მათი დახმარებით განვავთარო ჩემი ქალაქი.

ქართველობა ჩემთვის არის…

ხშირად მიფიქრია იმაზე თუ რა არის ჩემთვის ქართველობა და როგორ შეუძლიათ ის წამართვან , ქართველობა ჩემთვის არის დიდი სიმდიდრე და პასუხისმგებლობა ჩვენი დიდი წინაპრების წინაშე, რომლებაც შეძლეს და ჩვენი ვეყანა აქამდე მოიყვანეს. ქართველობა ჩემთვის განძია, რომელსაც შენარჩუნება და გაფრთხილება ჭირდება, ის არა რომელიმე ერისგან უნდა დავიცვათ და გვეშინოდეს, რომ ვინმემ არ წაგვართვას, არამედ უნდა დავფიქრდეთ ჩვენ თავად ხომ არ ვანადგურებთ ქართველობას?!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.