გაიცანით – ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების ჩართულობის პროგრამის სტიპენდიატი – შალვა ჩალაგაშვილი. შალვა 1 თვის განმავლობაში სტაჟირებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გაივლის.

„მჯერა რომ ყველა ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობს სამყარო უკეთესობისაკენ შეცვალოს. „შეცვალო სამყარო უკეთესობისკენ“, როგორც წესი უშუალოდ შენი გარემომცველი საზოგადოების, სისტემების, გარემოს შეცვლის მცდელობით იწყება. სხვაობა ადამიანების წარმოდგენაშია, თუ როგორ ხედავენ ამ გარემოს და რა წარმოუდგენიათ – უკეთესად. სწორედ „სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის“ კონცეპტმა განაპირობა ჩემი ინტერესი პოლიტიკური და ფილოსოფიური მოძღვრებებისადმი. ეს ინტერესი აღმოჩნდა მთავარი ფაქტორი ჩემთვის პროფესიის არჩევისას და გარდა არაფორმალურად მიღებული ცოდნისა, აღნიშნულ საკითხებში, მომეცა საშუალება მიმეღო საუნივერსიტეტო განათლება. ამ პროგრამაში მონაწილეობა და მიღებული სტიპენდია კი დამეხმარება ეს ცოდნა კიდევ უფრო მეტად გავაღრმაო. ეს პროექტი ჩემთვის არის შესაძლებლობა, ინფორმაცია მივიღო არამხოლოდ თეორიულ ჭრილში აღნიშნულ საკითხებზე, არამედ უშუალოდ გავეცნო ჩემს „გვერდით მცხოვრები“ ადამიანების შეხედულებებს, გავიგო რისი გაკეთება უნდათ დღეს ხვალინდელი „უკეთესობისთვის“ და როგორ შემიძლია ჩემი ცოდნითა და შესაძლებლობებით ამ უკეთესობისაკენ მიმავალ გზაზე მეც შევიტანო ჩემი წვლილი.“

შალვა ჩალაგაშვილი  დაბადებული 1997 წლის 24 ივნისს ქალაქ რუსთავში. 2010 წელს დაამთავრა მცხეთის დავით გამრეკელის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი, ხოლო 2015 წელს დაამთავრა მცხეთის სოფ. მისაქციელის საჯარო სკოლა. ამავე წელს სრული დაფინანსებით ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. 2016 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის „სხვენი“ მსახიობი. 2017 წლიდან მუშაობს ბავშვბთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში, საზაფხულო ბანაკებში, ლიდერის პოზიციაზე.

ჩვენ გვჯერა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და ადგილზე არსებული პრობლემების მოგვარებისთვის – ამიტომ, წარმატებები შალვას!

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.