ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ თითოეული მოქალაქის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდათა ჩართულობა პოლიტიკურ პროცესში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. არჩევნებში მონაწილეობა პოლიტიკური აქტიურობის ყველაზე ნათელი მაჩვენებელია. სწორედ ამიტომ, ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა გადაწყვიტა გაეგრძელებინა 2016 წელს დანერგილი ტრადიცია და ამჯერად საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს ოფისთან და USAID-თან პარტნიორობით ჩაეტარებინა ფართომასშტაბიანი “Get out and Vote” კამპანია, სახელწოდებით „შენი ხმა-ჩვენი მომავალია 2020”. 2020 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნების წინ, მთელი თვის განმავლობაში ამ პროექტმა გააერთიანა 120 ახალგაზრდა მოხალისე მთელი საქართველოს მასშტაბით და დაეხმარა მათ ჩაეტარებინათ მათ მიერვე დაგეგმილი პროექტები, რომელთა მიზანიც იყო თანამოქალაქეების წახალისება არჩევნებში მონაწილეობისკენ.

ამ პროექტის განხორციელება და მასში ახალგაზრდების ჩართვა მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე მიზეზის გამო. უპირველესყოვლისა, საქართველოს გარდამავალ დემოკრატიულ სისტემაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობის ნიჰილისტური დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესებისა და ინსტიტუციებისადმი, ეს კი უარყოფითად აისახება არჩევნებში მონაწილეობაზე. ზოგჯერ, არჩევნებზე ამომრჩეველთა ნახევარიც კი არ მიდის. ახალგაზრდებზე, როგორც სამიზნე აუდიტორიასა და პროექტის მთავარ წარმართველ ძალაზე, კონცენტრირება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო, თუკი მხედველობაში მივიღებთ იმ სტატისტიკას, რომ ამომრჩეველთა ყველაზე ნაკლებად აქტიური ნაწილი ის მოქალაქეებია, რომელთა ასაკიც 24 წელზე ნაკლებია. აქედან გამომდინარე, პროექტის მთავარ მოხალისეებად 16-22 წლის ახალგაზრდების არჩევამ უაღრესად დიდი მნიშვნელობა შეიძინა, ვინაიდან პროექტმა არჩევნებში მონაწილეობის იდეა პირველ რიგში სწორედ მათ შორის წაახალისა, ვინც ისინი მოიფიქრა და განახორციელა. ამ აქტივობების საშუალებით კი არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობის შესახებ ხმა ათეულ ათასობით ადამიანს მიწვდა.

უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, პროექტმა რამდენიმე ეტაპი განვლო. პირველ რიგში, ღია კონკურენციის პირობებში, აპლიკაციებზე დაყრდნობით შეირჩა მოხალისე ჯგუფები მთელი საქართველოდან. მათ დაევალათ მოიფიქრებინათ კრეატიული, ფართო მასშტაბიანი, მოტივაციური პროექტები, რომელთა საშუალებითაც უნდა მოეწოდებინათ საქართველოს მოსახლეობისთვის არჩევნებში მონაწილეობისკენ. ამ პროექტთა სამიზნე აუდიტორია უნდა ყოფილიყო ადგილობრივი ჯგუფები(საზოგადოება).ასეთმა მიზნობრიობამ შესაძლებელი გახადა აგვერიდებინა ვირუსის გავრცელება, ვინაიდან პროექტები იქვე ჩატარდა, სადაც მონაწილეები ცხოვრობდნენ. ჩვენი მკაცრი მოთხოვნა იყო,რომ თითოეული პროექტი სრულ თანხვედრაში ყოფილიყო დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შემოღებულ რეგულაციებთან, ჩვენ კი დავამატეთ უსაფრთხოების კიდევ ერთი დონე – ყოველი პროექტისა და იდეის წინასწარი განხილვა ამ კუთხით.მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ბევრ რესურსს მოითხოვდა, შესაძლებელი გახადა აქტივობები წესებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარებულიყო.

31 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებამდე მთელი თვის განმავლობაში, ამ ჯგუფებმა საქართველოს ყველა რეგიონში ჩაატარეს აქტივობები. საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მათ გაავრცელეს მესიჯი, რომ თითოეული ხმა მნიშვნელოვანია.

ამ აქტივობების შესახებ ინფორმაცია ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდებოდა. მონაწილეებმა მიიქციეს რამდენიმე ადგილობრივი მედია საშუალების ყურადღება, რომელთაც მიიწვიეს ისინი მათ აქტივობებზე სასაუბროდ.

პროექტების დასრულების შემდგომ მონაწილეებმა გამოგზავნეს მოხსენებები, რომელთა საფუძვლეზეც შეირჩა 30 ჯგუფი. ისინი, როგორც პროექტის ფინალისტები მონაწილეობას მიიღებენ დემოკრატიის სკოლაში. ზამთრის სკოლა თავდაპირველად 2020 წლის დეკემბერში იყო დაგეგმილი, თუმცა ის გადაიდო 2021 წლის ზაფხულისთვის, ვინაიდან ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას მიმდინარე პანდემიის ფონზე.

ჯამში 31-მა ჯგუფმა და 93-მა მონაწილემ, 18 მუნიციპალიტეტიდან და 9 რეგიონიდან დაგეგმეს და ჩაატარეს სრულიად განსხვავებული აქტივობები არჩევნებში მონაწილეობის ზრდის ხელშეწყობის საერთო მიზნით. პროექტთა ნაწილი ჩატარდა ელექტრონულად. ისინი მოიცავდნენ სხვადასხვა აქტივობებს – ანიმირებული ამბები, პოსტერები, ვებინარები, ტკბილეულის გაზიარება საარჩევნო პროცესის შესახებ ციტატასთან ერთად, ტრენინგები და ადგილობრივ ხალხთან შეხვედრა, ვიდეო გამოსვლები და „პოლიტიკური პაემანიც“ კი.

მაგალითად, ჯგუფმა ქალაქ თბილისიდან, რომლის წევრებიც იყვნენ ანი თუთისანი, ნინო ჯავახიშვილი და გიორგი ეკალაძე, გადაწყვიტა ჩაეტარებინა საინტერესო „სოციალური ექსპერიმენტი“. მათ დადგეს მაგიდა ქუჩაში, შექმნეს რომანტიული გარემო და, მარტივად რომ ითქვას, მოაწყვეს პოლიტიკური პაემანი შემხვედრ მოქალაქეებთან. ისინი მოუწოდებდნენ მათ მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში და პაემნის ბოლოს ჩუქნიდნენ პინებს წარწერით „წამოხვალ ჩემთან ერთად არჩევნებზე? “

მოხალისეთა მეორე ჯგუფის წევრებმა – ნინო ომაძემ, რობა ოსაძემ და სოფო მთიულიშვილმა გორის მუნიციპალიტეტიდან გადაწყვიტეს დაეარათ ქუჩები და პოლიტიკასა და არჩევნებში მოქალაქეთა როლი ხალხთან ერთად განეხილათ. ხალხის უფრო მეტად წახალისებისთვის ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს მათთვის დაერიგებინათ ტკბილეულობა, მათ მოყვებოდა ციტატები, როგორებიცაა „შენი ხმა ჩვენი მომავალია“ და „მოდი, წავიდეთ არჩევნებზე“.

ჯგუფმა ქედას მუნიციპალიტეტიდან, რომლის წევრებიც არიან მარიკა ბროლაძე, ქეთი თურმანიძე და თორნიკე მაისურაძე, სხვა აქტივობებთან ერთად გადაწყვიტა გადაეკეთებინა ცნობილი ქართლი ზღაპარი „რწყილი და ჭიანჭველა“, დაეხატათ ნახატები და აღეწერათ ისტორია – როგორ გამოიყენა რწყილმა ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა ჭიანჭველას გადასარჩენად. ეს მასალა გამოქვეყნდა ფეისბუქზე.

მხოლოდ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულმა პოსტებმა დააგრობა 166 755 ნახვა, ყოველგვარი ფასიანი დარეკლამების გარეშე. ამის გარდა, აქტივობების შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა ადგილობრივი მედია საშუალებების, როგორიცაა „იმერვიზია“, ასევე მთელი ქვეყნის მომცველი გამოცემების მიერ, როგორებიცაა „ბათუმებელი“ და On.Ge.

ამ ყველაფრის შედეგად მესიჯმა „შენი ხმა – ჩვენი მომავალია“ მიაღწია ასეულ ათასობით მოქალაქემდე მთელი საქართველოს გარშემო და ჩვენ გვწამს, რომ ისევე როგორც 2016ში, ჩვენ თავი არ დავზოგეთ რათა შეგვეტანა ჩვენი წვლილი პოლიტიკასა და კონკრეტულად საარჩევნო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ იდეების გავრცელების კუთხით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.