მოდი არჩევნებზე: შენი ხმა – ჩვენი მომავალია

თავისუფალ საზოგადოებაში არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას განაპირობებს.

საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არჩევნებზე არ დადის – მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ თითოეული ჩვენგანი მივიდეს არჩევნებზე და დააფიქიროს საკუთარი აზრი.

ამაში შენი დახმარება გვჭირდება – საერთაშორისო რესპულიკური ინსტიტუტის დემოკრატიის თაობის ქსელი და ევროპულ-ქართული ინსტიტუტი რეგიონული ჩართულობისა და „მოდი არჩევნებზე“ კამპანიას იწყებს!

შეკრიბე შენი ორი მეგობარი, მოიფიქრე და განახორციელე პატარა პროექტი, რომლის მთავარი აზრი იქნება არჩევნებში მონაწილეობის მოწოდება, და მიიღე შანსი გახდე დემოკრატიის თაობის ქსელის წევრი და მონაწილეობა მიიღო დემოკრატიის ბაკურიანის ზამთრის სკოლაში!

წესები

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სამი ადამიანისგან დაკომპლექტებულ გუნდებს, რომელთა ასაკი 16-22 წელია.
  • აუცილებელია, რომ გუნდში ორივე სქესის წარმომადგენელი იყოს.
  • გუნდმა უნდა გამოაგზავნოს საკუთარ თემში ლოკალურად განსახორციელებელი პროექტის იდეა.
  • იდეის გამოგზავნისა და კამპანიის მიზნებთან შესაბამისობის შეფასების შემდეგ, გუნდის ერთი წევრი მაინც უნდა დაესწროს სპეციალურად დაგეგმილ ონლაინ ტრენინგს.
  • გუნდმა უნდა განახორციელოს თავისი პროექტი და გამოაგზავნოს პროექტის განხორციელების დამადასტურებელი ფოტომასალა და აღწერა.
  • ჟიურის მიერ პროექტის შეფასების შემდეგ, გამარჯვებული გუნდები მიიღებენ დემოკრატიის თაობის ქსელში მონაწილეობის მოწვევას და გაემგზავრებიან ბაკურიანში დემოკრატიის ზამთრის სკოლაში!
  • პროექტი უნდა იყოს აპოლიტიკური. აკრძალულია პროექტის ფარგლებში რომელიმე პარტიისთვის ხმის მიცემისკენ მოწოდება.
  • საპროექტო იდეები მიიღება 2020 წლის 10 ოქტომბრის 23:59 ჩათვლით.

* [სკოლის ჩატარების ზუსტი თარიღი დაზუსტდება ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე]

შერჩევა

გუნდების შერჩევა ორ ეტაპად განხორციელდება – პირველი ეტაპი შეაფასებს, რამდენად შეესაბამება გუნდის მიერ შემოთავაზებული პროექტი კონკურსის ზოგად ამოცანასა და არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. მეორე ეტაპზე გუნდებმა უნდა განახორციელონ შემოთავაზებული იდეა. იდეის შესრულებას ჟიური შეაფასებს ხუთი კრიტერიუმის საფუძველზე:

  1. ადგილობრივობა – რამდენად კარგად არის დანახული პროექტის ფარგლებში ადგილობრივი თემის საჭიროებები (სკოლა, უნივერსიტეტი, სოფელი) და რამდენად ახერხებს პროექტი მოუწოდოს არჩევნებში მონაწილეობა ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით;
  2. კრეატიულობა;
  3. თემის ჩართულობა;
  4. აქტივობა სოციალურ ქსელებში და ადგილობრივი მედიის გაშუქება;
  5. უსაფრთხოებისა და კოვიდის რეგულაციების სათანადო შესრულება.

კრიტერიუმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მონაწილეებს ონლაინ ტრენინგზე მიეწოდებათ.

კავშირი

კითხვა მაინც მაქვს. დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ:

  • 577 925 246‬
  • m.ghibradze@egi.ge

ხშირად დასმული შეკითხვები

  • კითხვა: რამის გადახდა მომიწევს?
  • პასუხი: ზამთრის სკოლაში მონაწილეობის ყველა ხარჯი დაფარულია ორგანიზატორების მიერ
  • კითხვა: რამდენი გამარჯვებული იქნება?
  • პასუხი: სულ, საქართველოს მასშტაბით, შეირჩევა 30 გამარჯვებული გუნდი.
აპლიკაციის შევსება

3 thoughts on “შენი ხმა, ჩვენი მომავალია – 2020

  1. მე როგორც მასწავლებელი არ შეიძლება ორ მოსწავლესთან ერთად განვახორციელო პროექტი და შემდეგ მეც მოვხვდე ზამთრის ბანაკში?

    1. გამარჯობა! ამჯერად პროექტი მხოლოდ ახალგაზრდებისთვის არის შექმნილი – პედაგოგებისთვის EGI ასევე გეგმავს რამდენიმე დიდ პროექტს მომავალ წელს, რომელთა შესახებაც შეგატყობინებთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.