[გაცნობითი შეხვედრა ევროპულ-ქართული ინსტიტუტის (EGI) დამფუძნებელი და თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორ გიორგი მელაშვილთან]

16 აპრილს კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ბატონმა დაესუ ჩანგმა გაცნობითი შეხვდრა გამართა საქართველოში მოქმედი – დამოუკიდებელი ჰიბრიდული სამოქალაქო ორგანიზაციის – ევროპულ-ქართული ინსტიტუტის (EGI) დამფუძნებელ და თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორ გიორგი მელაშვილთან.

გიორგი ამჟამად მუშაობს წიგნზე რომელშიც ასახულია კორეის ისტორია და თანამედროვე მიღწევები ქვეყნის ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარებაში. ბატონმა ელჩმა წარმატებები უსურვა მას სამომავლო საქმიანობაში და ხაზი გაუსვა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მსგავსი წიგნის გამოცემა, რომელიც ქართველ ხალხს მიაწოდებს მეტ ინფორმაციას სამხრეთ კორეის რესპუბლიკის შესახებ.

დიდი მადლობა საქართველოში კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითმა რწმუნებულს, ბატონ დაესუ ჩანგსა და საელჩოს თითოეულ თანამშრომელს ასეთი კარგი და საინტერესო შეხვედრისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.