ევროპულ-ქართული ინსტიტუტის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელის სახელით, მასპინძლობს საქართველოსა და სომხეთში შვედეთის ელჩს, ულრიკ თიდესტრომს. საუბარი შეეხება საქართველო-შვედეთის ურთიერთობებს, შვედეთის საქმიანობას საქართველოში და კორონავირუსის პანდემიასთან შვედეთის ბრძოლის გამოცდილებას.
შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სომხეთში, მისი აღმატებულება ულრიკ თიდესტრომი საკუთარ უფლებამოსილებას 2018 წლიდან ასრულებს. კავკასიაში დანიშვნამდე იგი მსახურობდა შვედეთის საელჩოებში პოლონეთსა (2013 – 2018) და ფინეთში (2009 – 2013). ადრეულ ეტაპზე იგი ასევე მსახურობდა შვედეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მოსკოვში, კიევსა და პეტერბურგში. ულრიკ თიდესტრომი ასევე იყო McKinsey&Co-ს კონსულტანტი და უფსალას უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ლექტორი.