ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან (NED) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების საქმიანობის გაშუქების მიზნით.
პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ ახალგაზრდა აქტივისტისა და კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის შოთა ქობალიას პასუხებს ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე:
რა არის და როგორ უნდა გადაიჭრას თქვენს საქმინაობა/პროფესიასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევა?
სამწუხაროდ, საკუთარი უფლებებისა და სახელმწიფოს მოწყობის შესახებ ინფორმაციის კუთხით, საზოგადოების ცნობიერების დონე საკმაოდ დაბალია. საჭირო არის სხვადასხვა წყაროებიდან ინტელექტუალური, ფინანსური და სხვა ტიპის რესურსების მობილიზება, აგრეთვე სწორი კომუნიკაციის სტრატეგიის განსაზღვა, რომ საზოგადოება ცნობიერების სხვა დონეზე ავიყვანოთ.
დაასახალეთ ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელსაც თქვენს სფეროში სამაგალითოდ მიიჩნევთ
მაჰათმა განდი იყო ადამიანი, რომელმაც მოახერხა ინდოეთის მოსახლეობის ჰუმანისტური იდეალების გარშემო გაერთიანება. მან ეს სწორი ემოციური მესიჯებითა და კომუნიკაციით მოახერხა.
მიღწევა, რომლითაც ამაყობთ
ვცდილობ სკოლის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან ვიმუშაო სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კუთხით. ამ საქმეში ვფიქრობ,, ჩემი მცირე წვლილი მაქვს.
რაზე მუშაობთ ამჟამად?
ახალ პროექტზე არასამთავრობო სექტორში, რომელმაც ადამიანის უფლებებისა და სასამართლო სისტემის კუთხით, მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს ჩვენს საზოგადოებაში.
რატომ მიიჩნევთ თქვენს საქმიანობას მნიშვნელოვნად?
თანამედროვე ტენდენციებთან, აგრეთვე ცხოვრების ტემპთან ადაპტირებული ფორმაა და მიზნად ისახავს, ადამიანები დააფიქროს.
ისაუბრეთ ქართული საზოგადოების მთავარ გამოწვევაზე/გამოწვევებზე
მთავარი გამოწვევა თანამედროვე საქართველოში არის ღირებულებითი კრიზისი. ახალ თაობას პოსტმოდერნული ნიჰილიზმი აქვს გააქტიურებული, ხოლო ძველ თაობას ღირებულებები განსჯის გარეშე აქვს მიღებული. მნიშვნელოვანი არის ორივეს მოდიფიკაცია.
ისაუბრეთ დადებით ტენდენციაზე ქართულ საზოგადოებაში
ფსევდო, ურა-პატრიოტიზმი თანდათან მიუღებელი და საქილიკო საგანი გახდა.
ისაუბრეთ 3 ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში (სიმბოლოების ლიმიტი: 750)
1.ვარდების რევოლუცია
2.ოლიგარქიის დამყარება
3. მარტის აქციებში ახალგაზრდების მონაწილეობა