ევროპის პარლამენტის პირველი პირდაპირი არჩევნების წინა საღამოს, 1976 წლის მარტში, ცხრა ევროპული ლიბერალური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ბელგიიდან, დანიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ლუქსემბურგიდან, ნიდერლანდის სამეფოსა და გაერთიანებული სამეფოდან შეიკრიბნენ გერმანულ ქალაქ შტუტგარტში და ხელი მოაწერეს შტუტგარტის დეკლარაციას. შტუტგარტის დეკლარაციის ხელმოწერამ შექმნა პირველი ევროპული პოლიტიკური პარტია და პროგრამა.

შტუტგარტის დეკლარაცია

მიღებულია 1976 წლის 26 მარტს

ევროპულ-ქართული ინსტიტუტის თარგმანი

დემოკრატიული პარტიები ევროპული საზოგადოებაში, რომლებიც ეფუძებიან ლიბერალურ პრინციპებს

  • მიზნად ისახავენ ინდივიდის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასა და ხელშეწყობას,
  • ესწრაფვიან ევროპის თითოეული მოქალაქისთვის შეიქმნას თავისუფალ საზოგადოებაში ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობები,
  • იზიარებენ რწმენას, რომ მშვიდობა, თავისუფლება და კეთილდღეობა ევროპაში შეიძლება მიიღწეს მხოლოდ მაშინ, თუ ევროპული საზოგადოება განვითარდება და გახდება ევროპის კავშირი
  • მიესალმებიან 1978 წელს ევროპის პარლამენტში პირველი პირდაპირი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილებას, აქედან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებას, დაარსონ ევროპის საზოგადოების ლიბერალური პარტიების ფედერაცია, რომელიც ეფუძნება შემდეგ პლატფორმას:

1. ევროპის კავშირის უზენაესი ამოცანა უნდა იყოს ადამიანის, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების უზრუნველყოფა ევროპულ დონეზე. აქედან გამოდმინარე, ჩვენ მოვუწოდებთ:

  • ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა ბილი, რომელიც შეეხება სრულიად ევროპულ საზოგადოებას, შეიქმნას პირველი პირდაპირ არჩეული ევროპული პარლამენტის მიერ;
  • თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს უფლება, მიმართოს ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს, თუ მისი სამოქალაქო უფლებები უარესდება საზოგადოების ინსტიტუტების მიერ;
  • ევროპის საზოგადოების შიგნით არსებული ადმინისტრაციული შეზღუდვების გაუქმება, რომელიც დაწესებულია ადამიანების, ტვირთების, სერვისებისა და კაპიტალის მოძრაობაზე.

2. ევროპის კავშირს სჭირდება თავისუფალი, დემოკრატიული კონსტიტუცია, როემლიც ეფუძნება ძალაუფლების დანაწილების პრინციპს, უმრავლესობის ხმის მიცემასა და უმცირესობების დაცვას. აქედან გამოდმინარე, ჩვენ მოვუწოდებთ:

  • გაიზარდოს ევროპის პარლამენტის ძალაუფლება და საკანონმდებლო ვალდებულები, ყველა იმ საკითხთან მიმართებაში, რომელიც წარმოადგენს ევროპის საზოგადოების კომპეტენციას, მათ შორის პოლიტიკურ თანამშრომლობას
    ევროპის პარლამენტის არჩევას პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპით,
  • ევროპის კომისია იყოს ევროპის პარლამენტისა და მინისტრთა საბჭოს ანგარიშვალდებული ;
  • საბჭოს მონდომებულობას, გაიზარდოს გადაწყვეტილებების მიღება უმრავლესობის ხმის მიცემის პრინციპით.
  • წევრი ქვეყნების რეგიონებისა და მათში მცხოვრები უმცირესობების მართლზომიერი ინტერესების დაცვა იმ გზით, რათა შნარჩუნდეს ევროპის მრავალფეროვნება,
  • ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის, ასევე უმუშევრობის მუდმივი კომიტეტის ყოველგვარი ხელშეწყობისკენ, განსაკუთრებული ყირადღების გამახვილებით იმაზე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მუშების მონაწილეობა საწარმოების მენეჯმენტში, კონტროლსა და შემოსავლის მიღებაში.

3. ევროპის კავშირმა უნდა უზრუნველყოს მდგრადი და დაბალანსებული ეკონომიკური ზრდა, შექმნას ცხოვრების უკუღმართობებისგან მისი მოქალაქეებისთვის ეფექტიანი სოციალური დაცვის პირობები. ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელი გახდა ეროვნულ დონეზე.
აქედან გამოდმინარე, ჩვენ მოვუწოდებთ:

  • ევროის საზოგადეობის წევრმა სახელმწიფოებმა და ინსტიტუტებმა მიაღწიონ პრაქტიკულ პროგრესს ეკონომიკური და მონეტარული ერთობის მისაღწევად, მაგალითად, საკუთარი ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის, ასევე საკუთარი ვალუტების, კიდევ უფრო ჰარმონიზაციისკენ, მათ შორის ერთობლივი ცენტრალური ბანკის შქმნითა და საკუთარი რესურსების ერთობლივი შენახვის გაზრდით;
  • თავისუფალი საბაზრო სისტემის პირობებში თავისუფალი შეჯიბრებითობის ხელშეწყობა და მისი დაცვა მონოპოლიებისა და კარტელებისგან, ასევე საზოგადოების საკუთრებაში არსებული საწარმოებისგან, რაც მიიღწევა კერძო ფირმებისთვის საკმარისი სივრცის შექმნით, რათა ისინი, კოორდინირებული ეკონომიკის პირობებში, ჩამოყალიბდნენ დემოკრატიისა და პროგრესის ჭეშმარიტ ინსტრუმენტებად და უზრუნველყონ ოპტიმალური ეკონომიკური ზრდა და სოციალური არახელსაყრელი მდგომარეობის დაძლევისთვის ეფექტიანი დახმარების გაწევა.
  • მიმდიდრის გადანაწილებისკენ სოციალური ფუნდის მეშვეობით, რათა შემცირდეს უთანაბრობა ინდივიდებს შორის და რეგიონალური განვითარების ფონდის მეშვოებით, რათა შემცირდებს უთანაბრობის რეგიონებს შორის.
  • შეიქმნას ერთობლივი აგრარული პოლიტიკა, რომელიც მომხმარებლებს სარგებელს მოუტანს და ეფექტიან ფერმერობას ხელს შეუწყებს;
  • პროგრესისკენ საერთო ბუნების დაცვისა და ენერგეტიკის პოლიტიკის შექმნაში.

4. ევროპის კავშირს სჭირდება საერთო საგარეო პოლიტიკა, რომელიც მოიცავს ევროპის საზოგადოებისა და ევროპის პოლიტიკურ თანამშრომლობის საგარეო ურთიერთობებს და ევროპაში თავისუფლებისა და უსაფრთხოების, და მსოფლიოში – მშვიდობის დამყარებას ემსახურება, ატლანტიკურ ალიანსსა და გაერთიანებულ იერების ორგანიზაციაში ჩვენი პარტნიორების, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატებთან ერთად.
აქედან გამოდმინარე, ჩვენ მოვუწოდებთ:

  • დასავლეთ ევროპის იმ ქვეყნებთან რაც შეიძლება ახლო პოლიტიკური ურთიერთობების დამყარებას, რომლებიც არ არიან ევროპის საზოგადეობის წევრები;
  • ევროპის საზოგადოებასა და მესამე სამყაროს ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება მსოფლიო ეკონომიკის დაბალანსებული განვითარების მიზნით ლომეს კონვენციით განსაზღვრულ ჩარჩოებში
  • ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში აქტიური მონაწილეობა
  • ევროპის საზოგადოებას ისაუბროს ერთხმად, განსაკუთრებით – აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და საბჭოთა კავშირს

5. ევროპის კავშირი უნდა დაეფუძნოს ერთობლივ რწმენაზე, რომ ინდივიდის თავისუფლება, თანაბარი შესაძლებლობები ყველასთვის და იდეებისა და პარტიების თავისუფალი შეჯიბრი არის დემოკრატიული საზოგადოების უცვლელი ელემენტები.
აქედან გამომდინარე, ჩვენ:

  • მივესალმებით ევროპის საზოგადოებაში და მომავალში ევროპის კავშირში ყველა იმ ევროპული სახელმწიფოს შესვლასა და გაერთიანებას, რომლის კონსტიტუცია და პოლიტიკა შეესაბამება აღნიშნულ პრინციპებს
  • გვსურს ვითანამშრომლოთ ევროპის საზოგადოებაში არსებულ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, რომლებიც მზად არიან მიიღონ და დაიცვან ლიბერალური დემოკრატიის ფუნდამენტური ფასეულობები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.