საავტორო და მომიჯნავე უფლებები ორიგინალ ტექსტზე ეკუთვნის ჩეთემ ჰაუსს. ქართული თარგმანი შესრულებულია აკადემიური მიზნებისთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტის მოხალისეების მიერ.


ჩეთემ ჰაუსმა გამოაქვეტნა ანგარიში მითები და ყალბი წარმოდგენები რუსეთზე დებატში (ინგლ. Myths and misconceptions in the debate on Russia). ეს დოკუმენტი ამსხვრევს დასავლურ აკადემიასა და გადაწყვეტილებების მიმღებ პირებში გავრცელებულ 16 მითს რუსეთის შესახებ. ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა და ჩვენმა მოხალისეებმა, ამ დოკუმენტის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მივიღეთ მისი თარგმნის გადაწყვეტილება.

საავტორო და მომიჯნავე უფლებები ორიგინალ ტექსტზე ეკუთვნის ჩეთემ ჰაუსს. ქართული თარგმანი შესრულებულია აკადემიური მიზნებისთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტის მოხალისეების მიერ.

ჩეთემ ჰაუსი (ინგლ. Chatham House), ცნობილია როგორც საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტი (ინგლ. Royal Institute of International Affairs) — არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ლონდონში დაარსდა და რომლის მიზანია გააანალიზოს და ხელი შეუწყოს ძირითადი საერთაშორისო საკითხებისა და მიმდინარე საქმეების გააზრებას.

ეს ანგარიში რუსეთის შესახებ დასავლურ აზროვნებაში არსებულ 16 ყველაზე გავრცელებულ მითისა და ყალბი წარმოდგენის დეკონსტრუქციას ახდენს. ის ხსნის მითების დეტერმინისტულ გავლენას საგარეო პოლიტიკის შემუშავებისა და აღსრულების დროს და თითოეულ შემთხვევაში მიმოიხილავს თუ როგორ უნდა მოხდეს დასავლური პოზიციების გადააზრება რუსეთის ქმედებებზე უფრო რაციონალური და ეფექტური პასუხის გასაცემად.

ანალიზის ქვაკუთხედი არის არგუმენტი, რომ ატლანტიკის ორივე მხარეს მრავალი პოლიტიკოსისა და ფოლისიმეიქერის საწადელი აზროვნების მიუხედავად, უახლოეს მომავალში დასავლეთისთვის რუსეთის ჩამოყალიბება უფრო კონსტრუქტიულ და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ პარტნიორად ნაკლებად მოსალოდნელია. კრემლთან ურთიერთობების „გაუმჯობესების“ კეთილგანზრახული მცდელობები დიდი ალბათობით წარუმატებელი იქნება რადგანაც რუსეთის სტრატეგიული ამოცანები, ფასეულობები და სახელმწოფოთაშორისი ურთიერთობების აღქმა სრულიად განსხვავდება დასავლურისგან.

სარჩევი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.