ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის ჰიბრიდული სამოქალაქო ორგანიზაცია საქართველოში. ორგანიზაცია 2015 წელს დაარსეს თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა გიორგი მელაშვილმა, შალვა ჩხეიძემ და რევაზ თოფურიამ.
ჩვენი მისია არის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და თავისუფალი ბაზრის პრინციპების მხარდაჭერა და ლიდერთა ახალი თაობის გაძლიერება, რაც აუცილებელია საქართველოს წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად და კავკასიის საერთო მომავლის უზრუნველსაყოფად. ინსტიტუტის პრიორიტეტი არის ადამიანის უფლებები, მშვიდობის მშენებლობა, კარგი მმართველობის ხელშეწყობა და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა.
საქართველოსა და კავკასიაში, პარტნიორებსა და დონორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ პოლიტიკური კულტურის გასაუმჯობესებლად, პოლიტიკის დოკუმენტების განსახილველი პლატფორმების შესაქმნელად და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის ერთადერთი ორგანიზაცია საქართველოში, რომელმაც წარმატებით განახორციელა კამპანია „შენი ხმა, ჩვენი მომავალია“, რომელიც მიზნად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის აქტივობის ზრდას.
ინსტიტუტის საქმიანობის მნიშვნელოვანი სფერო არის თანამშრომლობა ახალგაზრდებთან. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი აღიარებს ახალგაზრდობის განსაკუთრებულ როლს საზოგადოებაში და იმ სპეციფიკურ გამოწვევებს, რომლებიც ახალგაზრდების წინაშე არსებობს. ინსტიტუტი აქტიურად მუშაობს ახალგაზრდებთან და მხარს უჭერს თანასწორ და არადისკრიმინაციურ დამოკიდებულებას ახალგაზრდბეისადმი, ასევე აქტიურად უჭერს მხარს სამოქალაქო ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობასა და იმ კანონმდებლობისა და პოლიტიკის დოკუმენტებში ჩართულობას, რომელიც ეხება ახალგაზრდებს. ინსტიტუტი თანამშრომლობს საქართველოს ყველა ძირითად უნივერსიტეტთან და ნერგავს ახალგაზრდებთან მუშაობის არაფორმალურ მეთოდებს.
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი აანალიზებს საქართველოსა და საერთაშორისო პოლიტიკას, ქმნის პოლიტიკის დოკუმენტებსა და ავითარებს დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების მხარდასაჭერ პროექტებს. ორგანიზაციის საქმიანობის მნიშვნელოვანი სფერო არის ინტეგრაცია ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში.ინსტიტუტი ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს საქართველოს სხვადასხვა თემში პოლიტიკური ცნობიერების ასამაღლებლად და ქმნის ახალ მეთოდებს სამოქალაქო ჩართულოობის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა და ზეპარტიულობა. ჩვენი გადაწყვეტილებები და პროექტები არასდროს არის პოლიტიკური, ეკონომიკური, ან რელიგიური ფაქტორების გავლენის ქვეშ. ინსტიტუტის საქმიანობის პრინციპები და მუშაობის წესები გაწერილია ორგანიზაციის წესდებაში.
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის ევროპული დონის პოლიტიკური ფონდის, ევროპის ლიბერალური ფორუმის, აფილირებული წევრი.