.

ევროპის ლიბერალური ფორუმი (ELF)
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი ევროპის ლიბერალური ფორუმის აფილირებული წევრია. ევროპის ლიბერალური ფორუმი არის ევროპის ლიბერალური პარტიის, ალდეს (ALDE) ოფიციალური პოლიტიკური ფონდი.  46 წევრ ორგანიზაციასთან ერთად ევროპის ლიბერალური ფორუმი მუშაობს მთელს ევროპაში, რათა შექმნას ახალი ველი დისკუსებისათვის, შეიტანოს მასში ახალი იდეები პოლიტიკური დებატებისათვის და გააძლიეროს მოქალაქეთა ხმა პოლიტიკაში. ევროპის ლიბერალური ფორუმი შეიქმნა 2007 წელს, დემოკრატიული და ლიბერალური ფასეულობების გაძლიერებისა და გავრცელების მიზნით. ფონდის მუშაობა  ეფუძნება ისეთ იდეებს როგორებიცაა თავისუფლება და მომავალზე ორიენტირებული ევროპა, რომელიც აძლევს შესაძლებლობებს ყველა მოქალაქეს. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი  ფონდის აფილირებული წევრი გახდა 2019 წელს, გენერალურ ანსამბლეაზე, პრაღაში.

.

კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის
კოალიციის სამუშაო მიმართულებებია: დეზინფორმაციის იდენტიფიცირება, მონიტორინგი და კვლევა.

კოალიციის ძირითადი სამუშაო მიმართულებებია: დეზინფორმაციის წყაროების იდენტიფიცირება, მონიტორინგი და კვლევა. კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები არიან: მედიის განვითარების ფონდი, iFact, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი, სამართლიანი არჩევნები, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), ჟურნალისტის ეთიკის ქარტია, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, ევროპულ-ქართული ინსტიტუტი.
კოალიციის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის ფინანსებით და USAID-ის ტექნიკური დახმარებით. ამ გვერდზე გათქმული მოსაზრებები ეკუთვნის კოალიციას და შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის და აშშ-ს მთავრობის მოსაზრებებს.

მეტი კოალიციის შესახებ

.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა
„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა არის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ყველაზე დიდი გაერთიანება.“
2009 წლის 7 მაისს ევროკავშირმა აღმოსავლეთ ევროპის ექვს ქვეყანას – აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, ბელორუსი, მოლდოვა, უკრაინა – თანამშრომლობის ახალი ფორმა, აღმოსავლეთის პარტნიორობა შესთავაზა. მალევე ევროპის კომისიის ინიციატივით შეიქმნა აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი. ფორუმის შემადგენლობაში შედიან სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, მოლდავეთიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან; ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან; ასევე, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. თითოეულ ქვეყანაში შეიქმნა ეროვნული პლატფორმა, რომლის ფუნქციასაც შესაბამის სახელმწიფოში სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის კოორდინაცია წარმოადგენს.