თბილისში კამპანია „კონსტიტუციის დღე 2017“-ის ფარგლებში თბილისელმა ახალგაზრდებმა კონსტიტუციის პოპულარიზაციის მიზნით პროექტი ჩაატარეს. ინიციატივა გულისხმობდა მოსახლეობისთვის კონსტიტუციის კრეატიული ფორმით გაცნობას. ჯგუფმა მთაწმინდის პარკის სცენაზე დაამონტაჟა საჭირო აპარატურა და მთელი დღის განმავლობაში , გარკვეული ინტერვალით, გაჟღერდა საქართველოს კონსტიტუციიდან მნიშვნელოვანი და აქტუალური თავები.

ჩანაწერი იქცევდა პარკის სტუმრების ყურადღებას და ისინი ინტერესით მიმართავდნენ საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს კითხვებით. დაინტერესებულ პირებს ჯგუფი სთავაზობდა უფრო მეტი მოესმინათ საქართველოს კონსტიტუციის შესახებ და აცნობდა “ცოცხალ კონსტიტუციებს”. შედეგად, მსურველები სახალისო და კრეატიული ფორმით იღებდნენ ინფორმაციას კონსტიტუციის შესახებ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.