ჩემი მოკლე ბიოგრაფია

დავიბადე გურჯაანის რაიონში, 2001 წლის 4 ოქტომბერს. დავიოდი თბილისის მე-80 ბაღში. შემფგომ 2006 წელს შევედი თბილისის მე-8 საჯარო სკოლაში. შემდგომ ოჯახური პრობლემების გამო, ოჯახთან ერთად მოგვიწია წამოსვლა სოფელში და სწავლა გავაგრძელე მე4 კლასის მეორე სემესტრიდან სოფ. მუკუზნის საჯარო სკოლაში. ამ წლებში დავდიოდი ჭიდაობაზე, კერძოდ ძიუდოზე. მქონდა წარმატებები: ვიყავი გურჯაანის ორგზის ჩემპიონი და კახეთის პრიზიორი, თუმცაღა სწავლის გამო მომიწია თავისდანებება. შემდგომ დემოკრატიის ლაბორატორიის მიერ გამოცხადებულ კონკურში “მე და კონსტიტუცია” მივიღეთ ჩვენი სკოლის 5 კავიანმა გუნდმა მონაწილეობა, ჯერ გურჯაანში ავიღეთ პირველი ადგილი, შემდგომ ეტაპზე კახეთში და ბოლოს საქართველოს მასშტაბით მესამე ადგილი და გადმოგვცეს პლანშეტური კომპიუტერები. გასულ წელს ვიყავი სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე, და საკმაო ნაყოფიერი წელიიყო. წელს გავხდი სკოლის დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე. ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევ არაფორმალურ განათლებას, და ხშირად დავდივარ ტრენინგებზე, მათშორის ახლაც დავდივარ “ბიზნესისა და ტექნოლოგიების” ლექციებზე, რომელიც ტარდება ჩვენს რაიონში.

ჩემთვის #ინიციატივა

რომ არგინდოდეს რამისგაკეთება, უბრალოდ რომ გეზარებოდეს ყველაფერი, ქმედება 2 ის დავალებები გაცნობითი თამაშები იმგვარად იყო მოწყობიკი რომ მოდუნების საშუალებას არ გაძლევდა. მაგალითად პირველად შევხვდი, გუნდიდან უშვენდნენ აქტიურ მონაწილეებს რაც აქამდე არ შემხვედრია და შემდგომ როდესაც დავფიქრდი ეს ნამდვილად მიგნებაა, რადგან ის ადამიანი რომელიც არარის ისეთი აქტიური ხვდება რომ გუნდს მისი თავი სჭირდება და ისიც აქტიურდება, ტვინს ძალას ატანს და იწყებს ფიქრს რაზეც შეიძლება უბრალოდ გუნდში მყოფ აქტიურ ადამიანს აქამდე დათანხმებოდა და თვითონ არცკი დაფიქრებულიყო.

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის

ჩემთვის ევროპულ ქართული ინსტიტუტი არის პირველრიგში ურთიერთობის ორგანო, მისი საშუალებით გავიცანი ბაკურიანში 53 საქართველოს მასშტაბით წარმატებული ბავშვი(სტუდენტი). ეს 5 დღე იყო ურთიერთობის დღეები, ესიყო ჩემთვის ნამდვილი დისციპლინის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ჩაატარო ლექცია რომ ყველა დააინტერესო, ესიყო ჩემთვის პირველი ურთიერთობა ჯგუფების ლიდერებთან როგორც ნამდვილი მეგობრები და საერთოდ ევროპულ ქართული ინსტიტუტი არის თბილ ხალხთან ურთიერთობა .

მე ასეთი საქართველო მინდა…

მე მინდა საქართველო სადაც არიქნება “საზღვრები” მაგალითად როგორც ბელგიასა და ნიდერლანდებს შორისაა. მე მინდა ისეთი საქართველო რომლის ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ურთიერთობა ქონდეს მთელს მსოფლიოსთან, არიყოს შებოჭილი, არჭირდებოდეს მოქალაქეობა, და როგორც თუნდაც ახლაა შენგელის ზონის ქვეყნებსშორის მიმოსვლა ასეთი ყოფილიყოს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ასევე მინდა შევეხო ჩვენს მტკინვნეულ ნაწილს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, საქართველოს ტკივილია ეს ნაწილები და მინდა რომ უმტკინვნეულო საქართველო ვნახო, და ჩვენ ქართველ ძმებს შორის ყოველგვარი შუღლი გამქრალიყოს და მათაც მიეცეთ ნორმალურად ცხოვრბეის საშუალება და დახწეოდნენ “პუტინის ” ბრჭყალებს.

მომავალში მე მინდა გამოვიდე

“მომავალში რა გამოვალ ზუსტად გადაწყვეტილი არმაქვს, მაგრამ რათქმაუნდა გარკვეულ განხრებს ვანიჭებ უპირატესობას, მათ შორის ბიზნესმენობას. ეს შეიძლება ბავშვურად მოგეჩვენოთ მაგრამ მე ნამდვილად ვფიქრობ ჩაბარებას ბიზნესადმინისტრირებაზე ან ეკონომიკაზე თუმცა რომელ უნივესიტეტში არ მაქვს გადაწყვეტილი, ალბათ მაინც ჯავახიშვილს მივანიჭებ უპირატესობას. პფიქრობ ბიზნესში მაქვს ის უნარები და შესაძლებლობები რომ ჯანსაღი კონკურენცია გავუწიო სხვებს. ამ ყველაფერთან ერთად წამადგება მამაჩემის გამოცდილება რომელიც ასევე ბიზმესმენია და მისი გამოცდილება ჩემთვის ბევრისმომცემი იქნება.
ამ ყველაფერთან ერთად ბავშვობის ოცნებად მაქვს გამოვიდე ავტომრბოლელი, მაგრამ ვთვლი რომ ეს უფრო ოცნებაა რომლის რეალობაში მოყვანა ნაკლებადშესაძლებელია, და ოცნაბად რჩება იგი.”

ქართველობა ჩემთვის არის…

დამაფიქრებელი კითხვა, სიმართლე გითხრათ აქამდე არცმიფიქრია. რავი ქართველობა ალბათ ის ტრადიციები, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს მათშორის სტუმართმასპინძლობა რომელიც ალბათ არც გაქრება ქართველის გენში. ასევე არის ბრძოლის ჟინი, რაც 2008 წელსაც გამოჩნდა. რაც მთავარია უშიშრებივართ და არ შეგვეშინდა თვით რუსეთისაც კი. მაგრამ როდესაც შენ მიწაზე შენ სამშობლოს იცავ თითქოს ქართველებს რაღაც გ აერთიანებს და ძალა გვეძლევა .

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.