ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან (NED) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების საქმიანობის გაშუქების მიზნით.

 

პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ ახალგაზრდა პოლიტიკოსის, პარტია „ლელოს“ წევრის, ჯუბა ლოლაძის პასუხებს ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე:

რა არის და როგორ უნდა გადაიჭრას თქვენს საქმინაობა/პროფესიასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევა? 

დღეს დღეობით საქართველოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ჩემი საქმიანობა მიმართულია ახალგაზრდების ინფორმირებულობაზე, ჩემთვის პრიორიტეტულია ამ ადამიანებს მივაწოდო სწორი ინფორმაცია თუ რას ნიშნავს საქართველო იყოს ევროპული ოჯახის წევრი და რა ბენეფიტების მიღება შეგვიძლია

დაასახალეთ ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელსაც თქვენს სფეროში სამაგალითოდ მიიჩნევთ

დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი აღმომეჩინა პოლიტიკური ჯგუფი, სადაც შევძლებდი ჩემი იდეოლოგიის გაიგივებას მათთან და მოვახერხებდი საკუთარი რესურსების სწორად გამოყენებას, სწორედ ამის გამო შევუერთდი პოლიტიკურ პატია ლელოს და დღეს დღეობით ჩემთვის ეს არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც რეალური შანსები აქვს იმისა, რომ ქვეყანა განავითაროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების მიმართულებით

მიღწევა, რომლითაც ამაყობთ

ბოლო დროინდეომა მოვლენებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ შემახსენა რომ მე ვარ ქართველი და მეამაყება, რადგან პატრიოტი ქართველები ვირჩევთ ევროპას და ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი კონსტიტუცია და შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა

რაზე მუშაობთ ამჟამად?

პოლიტიკური პარტია ლელო საქართველოსთვის ახალგაზრდებთან ურთიერთობის სამსახურის ლიდერი

რატომ მიიჩნევთ თქვენს საქმიანობას მნიშვნელოვნად? 

ბოლო დროინდეომა მოვლენებმა საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა რომ პოლიტიკურ ამინდ ქმნიან ახალგაზრდები და არა პოლიტიკოსები. სწორედ ამის გამო ვთვლი, რომ ახალგაზრდების სწორად ინფორმირებულობა და ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია

ისაუბრეთ ქართული საზოგადოების მთავარ გამოწვევაზე/გამოწვევებზე

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თავისი დამოუკიდებლობის ისტორიაში უამრავი გამოწვევა ჰქონდა  სწორედ ახლაა ის გარდამტეხი ეტაპი, როდესაც ქართველი ხალხის ნება უნდა შესრულდეს და ჩვენ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები და ჩვენი მთავარი გამოწვევა 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაა

ისაუბრეთ დადებით ტენდენციაზე ქართულ საზოგადოებაში

მარტის აქციებმა ნათლად დაანახა მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხი ქვეყნის დასაცავად ყოველთვის ერთიანდება და მშვიდობიანად იცავენ თავიანთ ქვეყანას

ისაუბრეთ 3 ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრენი გავხდით სწორედ ეს ფაქტევი განაპირობებს საქართველოს მომავალს ევროპულ ოჯახში მე ვამაყობ იმით, რომ ბოლო დროინდელ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას შევძელი ვმდგარიყავი ისტორიის სწორ მხარეს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.