საარჩევნოდ რეგისტრაციის მისამართის (და, შესაბამისად, იმ ადგილის, სადაც ხმას აძლევთ) ონლაინ შეცვლა საკმაოდ მარტივია (2024 წლის 24 აგვისტოს მონაცემებით). მაგალითად, თუ დაიბადე და გაიზარდე ხობში, მაგრამ უკანასკნელი 10 წელი თბილისში ცხოვრობ, შეიძლება არჩევნების დღეს ხობში დაბრუნება შენთვის პრობლემური იყოს – პროპორციული საპარლამენტო საარჩევნო სიის პირობებში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, კონკრეტულად რა ადგილას მისცემ ხმას. თუ შენ სხვაგან ხარ ჩაწერილი, მაგრამ ხმის მიცემა სხვაგან გირჩევნია, ეს გვერდი დეტალურად აგიხსნის, როგორ გააკეთო. ონლაინ რეჟიმში მისამართის შესაცვლელად აუცილებელია ვებკამერა და მიკროფონიანი ყურსასმენი (ამ პირადობის ელექტრონული მოწმობის წამკითხველი). თუ ეს ყველაფერი უკვე იცი, მაშინ შეგიძლია პირდაპირ მომსახურების სააგენტოს გვერდზე გადახვიდე. წარმატებები, და შევხვდებით არჩევნებზე – გახსოვდეს, არა რუსულ კანონს – ვირჩევთ ევროპას!
ნაბიჯი 1
შევდივართ ვებ-გვერდზე https://psh.gov.ge/
ქვედა პანელში (იხ. სქრინშოთი N1) ვაჭერთ ღილაკს მეტი და ვირჩევთ ონლაინ სერვისებს
ამომხტარი ფანჯრის საძიებო ველში ვბეჭდავთ რეგის. (იხ. სქრინშოთი 2) ქვემოთ, ამომხტარ მენიუში ვირჩევთ რეგისტრაციის ადგილის შეცვლა (იხ. სქრინშოთი 2).
მარჯვნივ, ამოხტება გადადით ბმულზე წარწერა (იხ. სქრინშოთი 3), რომელსაც ვაჭერთ და გადავდივართ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
ნაბიჯი 2
სახელმწიფო სერვისების სააგენტოს საიტზე ზემოთ მარცხნივ (იხ. სქრინშოთი 4) ვაჭერთ ახალი განცხადება.
სქრინშოთი 5
ვნიშნავთ გავეცანი და ვეთანხმები (იხ. სქრინშოთი 5), ვირჩევთ ვიდეოკუმინაკცია (იხ. სქრინშოთი 5) შეგიძლია ასევე აირჩიო კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა, თუმცა ამ შემთხვევაში იუსტიციის სახლის მიერ გაცემული სპეციალური წამკითხველი, პირადობის მოწმობა და მისი პაროლები დაგჭირდება (რაც, როგორც წესი, ბევრს არ აქვს). შემდეგ ვირჩევთ რეგისტრაციის ტიპი (იხ. სქრინშოთი 5). და ვავსებთ იმ ფორმას, რომელსაც საიტი შემოგვთავაზებს.
ფორმის შევსების შემდეგ, სულ ესაა – წარმატებები, და შევხვდებით არჩევნებზე – გახსოვდეს, არა რუსულ კანონს – ვირჩევთ ევროპას!






მინდა შევიცვალო რეგისტრაციის მისამართი
რეგისტრაციის ადგილის შეცვლა
მსურ საარვევდინდ რეგუსტრაციის შეცვლა