12 მაისს ხარაგაულის რაიონში ახლაგაზრდების ინიციატივით მოეწყო სათავგადასავლო შემეცნებითი ტური ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მდებარე მთა რკინის ჯვარზე.

მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო 500-მდე ადგილობრივმა და სხვა ქალაქებიდან ჩამოსულმა ახალგაზრდებმა. ტური მოიცავდა როგორც კულტურულ, ისე სპორტულ-ექსტრემალურ ღონისძიებებს.

ხარაგაულელი ახალგაზრდები დიდი ხანია უყრიან საფუძველს 12 მაისის, როგორც ზოგად კულტურული დღესასწაულის ჩამოყალიბებას ხარაგაულის რაიონის ტერიტორიაზე. ხარაგაულელი ახალგაზრდების თხოვნით პროექტი ინიციატივა დაეხმარა მათ საორგანიზაციო საკითხებში და მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ ტურში.

12 მაისის მსვლელობა არის იდეა ხარაგაულელი ახალგაზრდებისა, რომლებიც ცდილობენ თავიანთი რაიონის კულტურულ გამოცოცხლებასა და მის პოპულარიზაციას ფართო მასებისათვის.

ვიდეო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.