თბილისში, ვაკის პარკში, კამპანია „კონსტიტუციის დღე 2017“-ის ფარგლებში ჯგუფმა გადაწყვიტა საინტერესო ბანერი შეექმნა, რომელიც მიიქცევდა გამვლელთა ყურადღებას და კითხვებს გაუჩენდა მათ. მათ ბანერზე დახატეს მუხლები და გააკეთეს წარწერა: “რა კავშირშია მუხლები და სახელმწიფო”.
ამ ბანერის მეშვეობით დაინტერესებული მოქალაქეები იღებდნენ გამოკითხვაში მონაწილეობას, ხოლო შემდეგ ჯგუფის წევრები სთავაზობდნენ მათ მიერ შექმნილ თამაშს, რომელიც შექმნეს კონსტიტუციის არსებულ მუხლებისა და ცნობილი ზღაპრების დაკავშირებით, მაგალითად კონკია, რომლის შრომის უფლებაც ირღვეოდა უხეშად დედინაცვლის მიერ.
აქტივობაში მონაწილეობა სულ ცხრამეტმა მოქალაქემ მიიღო.
განათლებული მოქალაქეთა გამო გაძნელდება მთავრობის მიერ არაკანონიერი და უსამართლო საქმიანობების წარმოება.ლევანი თეთრაული, კაპიტანი