გორში კამპანია „კონსტიტუციის დღე 2017“-ის ფარგლებში ჯგუფმა გადაწყვიტა აქტივობები სოციალურ ქსელში განეხორციელებინა.
მათ მოიძიეს ანიმაციური ვიდეო, რომელიც მარტივად და ლაკონურად აღწერს კონსტიტუციის მნიშვნელობას და გათვლილია ყველა ასაკის მაყურებლისთვის. მათ თარგმნეს აღნიშნული ვიდეო ქართულად და გაავრცელეს სოციალური ქსელის მეშვეობით.
მეორე აქტივობა ასევე სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის იყო გამიზნული. ჯგუფმა შექმნა ქვიზი: “რამდენად კარგად იცი შენი კონსტიტუცია”. სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო შეემოწმებინა საკუთარი ცოდნა. ტესტი იწყებოდა მარტივი კითხვებით და ნელ-ნელა რთულდებოდა.
ვიდეო შეეხებოდა ზოგადად, ყველა ქვეყნის უზენაეს კანონსა და მის ამოსავალ პრინციპებს, თუმცა მისი ტესტი კონკრეტულად საქართველოს კონსტიტუციაზეა აქცენტირებულის.