ფოთში კამპანია „კონსტიტუციის დღე 2017“-ის ფარგლებში გუნდი „სნიჩის“ ინიციატივა ხუთი მთავარი აქტივობისგან შედგებოდა, ესენია:
- ავტოკონსტიტუცია,
- ტრენინგ-საღამო,
- კონსტიტუციის ერთი საათი,
- კონსტიტუცია გვაერთიანებს
- მოლაპარაკე სტიკერები.
პირველი აქტივობა, რომლითაც გუნდმა დაიწყო, იყო #ავტოკონსტიტუცია, რომელიც მიზნად ისახავდა მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონჟ?>ში ჩასვლას, მოსახლეობასთან გასაუბრებასა და მცირე კვლევის ჩატარებას, თუ რამდენად არიან საქართველოს მოქალაქეები ინფორმირებულები კონსტიტუციის შესახებ და რამდენად იცნობენ საკუთარ უფლებებს.
გუნდმა გადაწყვიტა თბილისიდან ფოთამდე ჩასულიყო ავტოსტოპით, ხოლო გზაში მძღოლებსა და გავლილ ლოკაციებზე მცხოვრებ ადამიანებს გასაუბრებოდა. საბოლოო გუნდის წევრები შვიდ პუნქტში იყვნენ, ესენია: (1) თბილისი, (2) მცხეთა, (3) გორი, (4) ხაშური, (5) ზესტაფონი, (6) ქუთაისი და (7) ფოთი. წევრებმა გადაცვალეს 10 მანქანა და გაესაუბრნენ 70-ზე მეტ ადამიანს.
აქტივობის ფარგლებში ჩატარდა დასუფთავების აქციაც (დასუფთავდა მცხეთის მიმდებარე მცირე მონაკვეთი). აგრეთვე, ინიციატივის მაისურებზე გუნდის წევრებმა დაიტანეს წარწერა „რას ნიშნავს შენთვის კონსტიტუცია?“. კითხვებზე საკმაოდ სერიოზული პასუხები მიიღეს.
მეორე აქტივობა კი იყო ტრენინგ-საღამო, რომლის ფარგლებშიც გუნდის წევრებმა ფოთის საქალაქო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ჩაატარეს ტრენინგი. წინა დღით შეხვდნენ სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, იურისტსა და ადვოკატს ნანა გადელიას. მასთან ერთად კიდევ ერთხელ დამუშავდა კონსტიტუციის ტექსტი და დაიწყო მზადება შემდეგი დღისთვის. ტრენინგი ეხებოდა კონსტიტუციის მთავარ ასპექტებსა და მის ისტორიას. მონაწილეები იყვნენ ჯგუფებად დაყოფილები (სულ ტრენინგს დაესწრო 20 ახალგაზრდა).
ტრენინგის დროს ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს პრეზიდენტის პირდაპირი და არაპირდაპირი წესით არჩევაზე, კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებზე, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებზე.
ტრენინგ-საღამოზე მონაწილეებმა ჩაწერეს ვიდეოები constitution.ge-სთვის და აჩვენეს გუნდის მიერ მომზადებული ვიდეოები კონკურსისთვის „მე და კონსტიტუცია“.
მესამე აქტივობა იყო #კონსტიტუციის1საათი. ამ აქტივობის ფარგლებში გუნდის წევრებმა ქალაქ ფოთის ცენტრალურ ქუჩებში, პარკსა და საჯარო თავშეყრის ადგილებში გაესაუბრნენ მოსახლეობას და სთხოვეს დაფაზე მიეწერათ ერთი სიტყვა, თუ რასთან ასოცირდებოდა მათთვის კონსტუტიცია.
კონსტიტუციის ერთი საათის განმავლობაში გუნდის წევრებმა მოხატეს კიბე წარწერით „24 აგვისტო კონსტიტუციის დღეა“, რომელმაც საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო. თვალსაჩინოებისათვის დამზადდა პლაკატებიც. პროექტის განხორციელებაში მხარი გუნდის წევრებს მხარი დაუჭირა ქალაქ ფოთის მერიამ – მერმა თავისი პირადი დაფა გამოიტანა.
24 აგვისტოს, კონსტიტუციის დღეს, სნიჩმა დასკვნით ღონისძიება განახორციელა. გუნდმა გადაწყვიტა, გააერთიანებინა საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ მყოფი ქართველები აქტივობა „#კონსტიტუციაგვაერთიანებს“ ფარგლებში. გუნდის წევრებმა გადააღებინეს მცირე ვიდეოები, სადაც უცხოეთში მცხოვრები ქართველები მთელს საქართველოს ულოცავენ ამ მნიშვნელოვან დღეს. ამავე დღეს ჩატარდა აქცია #მოლაპარაკესტიკერები. ფერად ფურცლებზე დაიწერა „24 აგვისტო კონსტიტუციის დღეა, გილოცავთ!“.
ქალაქის ცენტრალურ უბნებში გაიკრა პლაკატები, ხოლო მოსახლეობას დაურიგდა სტიკერები. ამავე დღეს დარიგდა ბუშტები საქართველოს დროშის გამოსახულებით. გუნდის წევრებმა მისალოცი ბარათები მანქანების საქარე მინებზე დაამაგრეს, დაურიგეს ტაქსისტებს, აფთიაქის თანამშრომლებს და სხვა., ასევე ბინების კარის სახელურებზე დატოვეს.
პროექტი გაგრძელდა 1 კვირის განმავლობაში, 17-დან 24 აგვისტოს ჩათვლის.
გალერეა
ვიდეოები
ჩვენ ეს შევძელით❤️