წნორში კამპანია „კონსტიტუციის დღე 2017“-ის ფარგლებში წნორელმა ახალგაზრდებმა განახორციელეს საკონსტიტუციო პროექტი. პროექტი დაყოფილი იყო ოთხ აქტივობად, რომელსაც შადგენდა ქუჩის გამოკითხვა, კინოჩვენება, ლექცია და სტრიტარტი.

ქუჩის გამოკითხვა ჩატარდა წნორში, სადაც გამოკითხეს ადგილობრივი მოსახლეობა თუ რას ნიშნავდა მათთვის კონსტიტუცია, რა დამოკიდებულება ჰქონდათ კონკრეტულ მუხლებზე. გამოკითხვა ჩაიწერა და გაკეთდა ვიდეორგოლი, რომელიც აიტვირთა სოციალურ ქსელში.

მეორე აქტივობა ჩატარდა წნორის სოციალურ კაფეში, მონაწილეებმა იხილეს ფილმი „12 განრისხებული მამაკაცი“, რომლი შემდეგაც გაიმართა დისკუსია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტისა და კანონის უზენაესობის შესახებ.

მესამე აქტივობა, ლექცია, ჩატარდა ასევე სოციალურ კაფეში, რომელიც ჩაატარა პარლამენტის წევრმა მარიამ ჯაშმა, რომელმაც ამომწურავად ისაუბრა განათლების უფლებაზე.

დასკვნითი აქტივობის ფარგლებში მოიხატა წნორის სკვერის კედელი 5 სხვადასხვა ნახატით, რომლის თემაც კონსტიტუცია იყო.

ვიდეო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.