თბილისში კამპანია „კონსტიტუციის დღე 2017“-ის ფარგლებში თბილისელმა ახალგაზრდებმა კონსტიტუციის პოპულარიზაციის მიზნით პროექტი ჩაატარეს.
პირველ ეტაპი მოიცავდა ქუჩის გამოკითხვა-დისკუსიას, თუ რამდენად იყვნენ ინფორმირებულნი ახალი კონსტიტუციური ცვლილებების შესახებ.ჯგუფი რესპოდენტებს ესაუბრებოდა მიმდინარე ცვლილებებზე და ამა თუ იმ მუხლზე,თუ როგორ იყო ძველ კონსტიტუციაში და ახალ კონსტიტუციაში როგორი სახით გვევლინებოდა. მონაწილეები საჩუქრდებოდნენ ჟურნალებით, რომლებიც ჯგუფის სპონსორმა გამომცემლობებმა – Forbes Georgia და National Geograpic-მა გადასცათ.
მეორე ეტაპის ფარგლებში ჯგუფმა დაბეჭდა სტიკერები სათაურით „ძველი კონსტიტუცია VS ახალი კონსტიტუცია“, რომლებიც საქართველოს მასშტაბით გაიკრა ნებადართულ ადგილებზე.
თბილისთან ერთად გამოკითხვა ჩატარდა და სტიკერები დარიგდა სხვა ქალაქებსა და სოფლებშიც.
(გურჯაანის,ამბროლაურის,ონის რაიონებში).