ხაშურში კამპანია „კონსტიტუციის დღე 2017“-ის ფარგლებში ადგილობრივმა ახალგაზრდებმა კონსტიტუციის პოპულარიზაციის მიზნით რამდენიმე პროექტი ჩაატარეს.

23 აგვისტოს ქ. ხაშურისა და დაბა სურამის ქუჩებში მოსახლეობას სახელმწიფოს უმაღლესი კანონიდან ცალკეული მუხლები გააცნეს, მოქალაქეების აზრი კონსტიტუციასთან და მოქალაქეობასთან მიმართებაში სოციალურ ქსელში გაავრცელეს, ხოლო დასკვინითი ღონისძიება, რომელსაც დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ ხაშურის ამერიკის კუთხეში გაიმართა.

პროექტ #მოხეტიალეონსტიტუცია ხაშურელმა მოხალისეებმა კონსტიტუციის ცალკეული მუხლები ფერად ბუშტებში მოათავსეს, და ქალაქის ქუჩებში საზოგადოებას დაურიგეს. პარალელურად მოქალაქეებს ჩააწერინეს ვიდეო მიმართვები, გადაიღეს ფოტოები და ა. შ.

22 აგვისტოს #მოხეტიალეონსტიტუცია ხაშურის ამერიკის კუთხეში მართავდა ლექცია-სემინარს “საუბრები კონსტიტუციაზე”. ღონისძიებაზე საჯარო ლექცია ჩაატარა პოლიტოლოგიის მაგისტრმა ლექსო ლომიძემ.

ვიდეო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.