️დღეს ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების სტიპენდიანტების პირველი შეხვედრა ჩატარდა!

 შეხვედრამ წარმატებულად ჩაიარა: ძალიან აქტიურ რეჟიმში ვიმუშავეთ და ვიმსჯელეთ. შეხვედრაზე უშუალოდ პროექტის მიზნების გარდა, განვიხილეთ ზოგადად თვითმართველობის მუშაობის პრინციპები, მათი მოვალეობები და ბიუჯეტთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები.

 სტიპენდიანტები გაეცნენ ინფორმაციას პროგრამულ ბიუჯეტირებაზე, თვითმართველობის უფლებამოსილებაზე და ზოგადად მერიისა და საკრებულოს საქმიანობაზე, რაც უშუალოდ მათთვის ერთგვარი დამხმარე ინფორმაცია იქნება მომავალ საქმიანობაში. ამასთან ერთად, შეხვედრის დროს განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც საჭიროებს გამოსწორებას და დახვეწას, რათა თვითმართველობის მუშაობა იყოს უფრო ეფექტური და შედეგიანი. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სხვადასხვას პრობლემას და გამოწვევას, რომლებიც აქტიურად განიხილება თვითმართველობის გაჯანსაღების პროცესში.

GIZ-ისა და EGI-ს სტიპენდიანტები არიან:

  • მორის გიგაური
  • გიორგი ცერაძე
  • ხატია მოლაშვილი
  • ირაკლი ქორქია
  • თამარ თარგამაძე
  • ირაკლი იაგორაშვილი
  • ნინი კვირიკაშვილი
  • ოთარ ნადირაძე

გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს – დიდი მადლობა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას მხარდაჭერისთვის 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.