„მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ყოველთვის ევროპულ-ქართულ ინსტიტუტთან დაკავშირებით – მე ნამდვილად მინდა, თქვენი მეგობარი მერქვას, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან თანამშრომლობა.
რატომ? რატომ მაქვს ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება ევროპულ-ქართულ ინსტიტუტთან?
წლების წინ, სანამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დავიწყებდი მუშაობას, არასამთავრობო სექტორში ვმუშაობდი და დღესაც ვმუშაობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, იშვიათად მინახავს ისეთი მოტივირებული, საკუთარ საქმეზე შეყვარებული, საქმის მაგრად მკეთებელი ადამიანები, როგორებიც ხართ თქვენ და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი მელაშვილს და შაკოს, და ყველას აბსოლუტურად მათი თამადობით.
ცოტა სადღეგრძელოსავით გამომდის, მაგრამ მაინც ვიტყვი: ეს ადამიანები ყოველთვის ახერხებდნენ პირველი შეხედვით, მაგრამ ძალიან მაგრად საქმის კეთებას.
როგორც უკვე იცით მე პრეზიდენტთან ერთად ამ თვის განმავლობაში დავტოვებ პრეზიდენტის რეზიდენციას. ერთი რამ ზუსტად ვიცი – ვინც იქნება ჩემი შემდგომი, მინდა, რომ რამდენიმე რჩევა დავუტოვო: ერთ-ერთი მთავარი რჩევა პირველ ნომრად თქვენთან თანამშრომლობის გაგრძელებაა, არ ვარ დარწმუნებული რომ ეს ასე იქნება მაგრამ მე ძალიან მინდა რომ ასე იყოს.
გიორგი აბაშიშვილი,
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი
2018 წლის 5 ოქტომბერი