პოპულისტური ძალების გააქტიურება პოსტ-სოციალისტური სივრცის ქვეყნებში

(უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, უკრაინა)

ნაწილი X – დასკვნა

დასკვნა

დასარულ, შესაძლოა ითქვას, რომ მსოფლიოში პოპულისტური ძალების გააქტიურება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია და ამ მხრივ დანარჩენ მსოფლიოს არ ჩამორჩება პოსტ-სოციალისტური სივრცეც, კონკრეტულად აღნიშნული ნაშრომის შემთხვევაში ეს ეხება უნგრეთს, პოლონეთს, ჩეხეთს, სომხეთს, საქართველოს, მოლდოვას, ბელარუსსა და უკრაინას. ყურადღებას იქცევს თუ, ზოგადად, რა პოლიტიკური ფონია შექმნილი აღნიშნულ ქვეყნებში პოპულისტური ძალების გადმოსახედით, მოსახლეობის რა ნაწილი უჭერთ მათ მხარს, რა იდეებითა და გზებით ახერხებენ ისინი მხარდაჭერის მოპოვებას, როგორ ებრძვის მათი ნაწილი ლიბერალურ პრინციპებს და რა საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია ახასიათებთ მათ.

მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ, ზოგადად, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, რა საფრთხის წინაშე დგას ლიბერალური მსოფლიო წესრიგი პოპულისტური ძალების გააქტიურების გადმოსახედით და რა კავშირია ამ ძალების გააქტიურებასა და რუსეთის ინტერესებს შორის. იმისთვის, რომ იმ ნეგატიური პროცესები აღკვეთილ იქნას, რომლებიც ამ ძალების გააქტიურებას ახლავს თან, როგორც კვლევის ბოლო ნაწილში აღინიშნა, სასურველია როგორც ხელისუფლება, ისე ძლიერი ოპოზიცია, მედია, მესამე სექტორი და მათი გავლენით სამოქალაქო საზოგადოებაც იყოს მოწოდების სიმაღლეზე, რათა უარყოფითი ხასიათის მოვლენები, რომლებიც კონკრეტული პოპულისტური ძალების გააქტიურებას ახლავს თან, შეწყდეს.

სარჩევი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.