როგორ ჩამოეძინა უკრაინის მედიას ზელენსკის გაპრეზიდენტებისას
გალინა პეტრენკო,
დირექტორი
არასამთავრობო ორგანიზაცია ”დეტექტორ მედია” (კიევი, უკრაინა)

2019 წელს სატელევიზიო კომიკოსი, პროდიუსერი და საწარმოო კომპანია “Kvartal 95” – ის თანამფლობელი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტად აირჩიეს. მეორე ტურში ხმათა 73%-ის მიღების მიუხედავად, მედიისთვის ეს საარჩევნო წარმატება მოულოდნელი აღმოჩნდა.
საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ყველაზე უცნაური შემთხვევაა ის ფაქტი, რომ ტრადიციულ მედიას ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლებაში მოსვლისას ჩამოეძინა. შოუმენ ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტად არჩევის იდეის მზარდ პოპულარობას სოციოლოგიური ნიშნები ადასტურებდა; მისი მომხრეების ჯგუფი იზრდებოდ და აქტიურად მუშაობდა სოციალურ ქსელებში, მაგრამ ტრადიციული მედია ისე იქცეოდა, თითქოს ეს ყველაფერი ხუმრობა იყო.

უფრო მეტიც, უყურადღებობა სახელმწიფო ცენზურის ბრალი არ იყო – ცენზურა არ არსებობდა. როგორც ჩანს, ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა ზელენსკი სერიოზულად არ აღიქვეს. ყოველივე ამის შემდეგ, მსხვილი სატელევიზიო არხების მიერ ზელენსკის შესახებ ინფორმაციის დამალვა, პირველ ტურამდე, შეიძლება მიეკუთვნებოდეს, მაგალითად, მათი მფლობელთა მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას, რაც ან ამჟამინდელ ხელისუფლებასთან შეთანხმების, ან საკუთარი ინტერესებით მოქმედების შედეგი ყოფილიყო. რაც შეეხება დამოუკიდებელ მედიასა და საგამოძიებო ჟურნალისტებს, ზელენსკის, მისი გუნდის, კავშირების, პარტნიორების და კამპანიის დაფინანსების მიმართ მათი ყურადღების ნაკლებობა დამოუკიდებელი მედიის სარედაქციო გუნდების შეგნებული არჩევანი იყო.

ზელენსკის საარჩევნო კამპანიის სტრატეგია, რომელიც ძირითადად სოციალურ ქსელებსა და კომერციულ სატელევიზიო შოუებზე კონცენტრირდებოდა, იყო ერთადერთი და, რაც მთავარია, არა ძირითადი მიზეზი რატომაც პოპულარული ტელევიზიები (გარდა “1+1”-სა, რომელიც იორ კოლომოიისკის, ვოლოდიმირ ზელენსკის საქმიან პატრნიორს და მისი სატელევიზიო შოუს მაუწყებელს ეკუთვნის) თავის აუდიტორიას საარჩევნო რეალობის დამახინჯებული სურათს აჩვენებდნენ. მართლაც, კანდიდატი თითქმის არ ცდილობდა ჟურნალისტებთან შეხვედრას, არ იწვევდა მათ პრესკონფერენციებზე და არ იძლეოდა ინტერვიუს. მან თითქმის არ გამოიყენა “შავი” და “ნაცრისფერი” კომერციული შესაძლებლობები, რასაც ტელევიზიები არჩევნების მონაწილეებს სთავაზობენ ხოლმე. თუმცა, საზოგადოების დიდი ნაწილის მზაობა, ხმა მიეცათ ტელეწამყვანისთვის იძლეოდა საკმარისს მიზეზსა და „გაშუქების შესაძლებლობას“ იმისთვის, რომ გაერკვიათ, თუ რა ხდებოდა და რამდენად რეალური იყო ზელენსკის გამარჯვების პერსპექტივა. ამის ნაცვლად, ჟურნალისტები იმ რეალობის შეთხზვით იყვნენ დაკავებულნი, რომელშიც პეტრო პოროშენკო და იულია ტიმოშენკო პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატები იყვნენ და კონკრეტული მედია საშუალების მფლობელების – იური ბოიკოს, ოლეელ ლიაჩკოს, ოლექსანდრ ვილკულისა ან ანატოლი ჰრიცენკოს ინტერესებიდან გამომდინარე წყვეტდნენ, თუ რომელს ჰქონდა ამ პოსტის დაკავების უფრო დიდი შანსი. დამოუკიდებელი მედია და საგამოძიებო ჟურნალისტებიც მხოლოდ პეტრო პოროშენკოსა და იულია ტიმოშენკოს აქცევდნენ ყურადღებას.
იმავდროულად, რუსულ ტელევიზიებში პოლიტიკური თოქ-შოუები უკრაინაზე ინფორმაციით იყო სავსე. 14 იანვრიდან 17 მარტის ჩათვლით სამმა პოპულარულმა პროგრამამ – “საღამო ვლადიმერ სოლოვიოვთან”, “დრო აჩვენებს” და “კვირის ამბები დიმიტრი კისელევთან” – ეთერში გაუშვა 183 ეპიზოდი; აქედან 109, ანუ თითქმის 60%, უკრაინას ეხებოდა.
რუსული თოქ-შოუების სარედაქციო პოლიტიკა უკრაინის პრეზიდენტობის არცერთი კანდიდატისკენ არ იხრებოდა. პირიქით, ისინი აღნიშნავდნენ, რომ ყველა მათგანი თანაბრად ცუდი ადამიანი იყო. რუსული მედია პეტრო პოროშენკოს სავარაუდო ალკოჰოლიზმს აგრესიულად აკრიტიკებდა, კორუფციისა და დასავლეთისადმი მისი ურთიერთობის გამო. იულია ტიმოშენკოს ადანაშაულებდნენ კორუფციასა და ძველ სისტემაში მონაწილეობის გამო. ვოლოდიმირ ზელენსკი კი ექსკლუზიურად კოლომოისკის მარიონეტად აღიქმებოდა. ერთადერთი გამონაკლისი ვიქტორ მედვეჩუკი იყო. თუმცა, იმის გამო, რომ ის პრეზიდენტობისთვის არ იბრძოდა, რუსულმა ტელევიზიამ მის პარტნიორ იური ბოიკოს დაუჭირა მხარი პარტიიდან ”ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის”.

პროპაგანდისტული პროგრამების უმეტესი ნაწილი ერთმანეთს ძალიან ჰგავდა. გაშუქების სხვადასხვა შესაძლებლობებზე მსჯელობისას, გადაცემები ერთსადაიმავე დასკვნამდე მიდიოდნენ და ერთსადაიმავე მესიჯებს ავრცელებდნენ.

პროგრამების 68% აცხადებდა, რომ უკრაინა დასავლეთის საგარეო კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. რუსული შოუების თანახმად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მოახდინა მაიდანის მოვლენების პროვოცირება, განაგრძო ომი აღმოსავლეთში, დაადგინა არჩევნების შედეგი, და აგრეთვე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისათვის. ტომოსი (ეკლესიის დამოუკიდებლობის დეკლარაცია) მოიპოვა. უფრო მეტიც, პეტრო პოროშენკო იყო უკრაინაში აშშ-ს ელჩის მარი იოვანოვიჩის ქმნილება იყო (მიუხედავად იმისა, რომ პოროშენკო პრეზიდენტი მის დანიშვნამდე ორი წლით ადრე გახდა).

პროგრამების 64%-ში რუსული შოუები უკრაინაში „გაბატონებულ რასიზმზე“ ამახვილებდნენ ყურადღებას. უკრაინული იდეოლოგიის ან ეროვნული პოლიტიკის ნებისმიერი მანიფესტაცია ნაციზმად აღიქმებოდა. მათი განცხადებით, კანონპროექტი ენის შესახებ, რამაც უკრაინული ენის სტატუსი გააძლიერა, დეკომუნიზაციის პროცესი და რუსულ “რბილი ძალასთან” შეწინააღმდეგება ნაცისტურ გამოვლინებებს წარმოადგენდა. ისევე, როგორც „ღირსების რევოლუცია“, ოდესაში მომხდარი ტრაგედია, მიტინგები პრორუსი პოლიტიკოსების წინააღმდეგ და შეძახილი “დიდება უკრაინას”. ამ უკანასკნელმა რუსული თოქშოუები ისე აღაშფოთა, რომ მათ ვერ გააცნობიერეს, თუ როგორ შეეძლო დონალდ ტუსკს – პოლონელსა და ევროსაბჭოს პრეზიდენტს – ვერხოვნა რადაში ამ სიტყვების თქმა (ბოლოს და ბოლოს, რუსების აზრით, პოლონელების მკვლელობა ამ შეძახილის ფონზე მოხდა).

თოქშოუების 55% აცხადებდა, რომ უკრაინაში არჩევნები გაყალბდებოდა. ამომრჩევლებს მოისყიდიდნენ, სერვერებს დაარტყამდნენ, მოწინააღმდეგეები დააშინებდნენ; და თუ ეს შედეგს არ გამოიღებდა, ისინი უბრალოდ საომარი მდგომარეობის გამოცხადებით ან ტერორისტული თავდასხმებით ხმის მიცემის პროცესს შეაჩერებდნენ.
სატელევიზიო შოუების სხვა ნარატივს წარმოდგენს სავარაუდო რეპრესიები და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა უკრაინაში, საეკლესიო იდეოლოგიური და ისტორიული განხეთქილება, ანტი-ტერორისტული ოპერაციის ზონის (დონბასში მიმდინარე საომარი მოქმედებების უკრაინული სახელწოდება) ვეტერანების მკვლელობის ბრალდება, ქერჩის სრუტეში აგრესიის გამართლება, უკრაინელთა წინააღმდეგ ტერორიზმის ბრალდება, განცხადებები „ღირსების რევოლუციის“ შესახებ, მასობრივი ფსიქოზი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყოველივე ეს მხოლოდ უკრაინის ხელისუფლებას ეხებოდა. რუსები მათ ისეთ თვისებებს მიაწერდნენ, როგორიცაა რუსოფობია, ნაციზმი, კორუფცია, დაბალი ინტელექტი და ღალატი. რუსული თოქშოუები აცხადებდნენ, რომ უკრაინამ რუსეთს უღალატა. თუმცა, გადაცემების 28% -ში უკრაინელებს „მოძმე ხალხს” უწოდებდნენ. პროპაგანდისტები ირწმუნებოდნენ, რომ უკრაინელებს რუსეთის მიმართ კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ, იყვნენ გულკეთილები, ინტელექტუალები და მშვიდობის მოყვარეები. მაგრამ ხელისუფლება ამ ყველაფერში უარყოფითად ჩაერია, რამაც უარყოფითი შედეგები გამოიწვია.

2014 წლიდან უკრაინაში რუსული სატელევიზიო არხების ჩვენება იკრძალება. მიუხედავად ამისა, უკრაინის მოსახლეობის 4%, ანუ დაახლოებით 1,300,000 ადამიანი, გამოკითხვების თანახმად აცხადებს, რომ კვლავ რუსული ტელევიზიიდან ინფორმაციას კვლავაც იღებს (ეს ინტერნეტის ან სატელიტური ტელევიზიის მეშვეობითაა შესაძლებელი). უფრო მეტიც, ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მსგავსი თეზები კრემლისა და მედვედჩუკის სატელევიზიო არხების მიერ ადრეც იყო მხარდაჭერილი (იმ დროისთვის ეს არხები იყო „112 უკრაინა“, “NewsOne” და “Inter”). კერძოდ, ეს მოიცავდა ინფორმაციას არჩევნების შესაძლო გაყალბებისა და იმის შესახებ, რომ მათი შედეგი, ფალსიფიკაციის გამო, არ იქნებოდა ლეგიტიმური. ამ პროგნოზებს რეალობასთან არაფერი ჰქონდა საერთო და გამწვავებული იყო ახალი ამბებით ქრთამის ქსელებისა და სხვა ტექნოლოგიების შესახებ, რომელთა რეალური მასშტაბები, სავარაუდოდ, საზოგადოებისთვის უცნობი დარჩება.
ყველა ამ მოვლენას საზოგადოებაში დიდი დისკუსია მოჰყვა იმის შესახებ თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს მედია სექტორის რეგულირება:

  1. გაძლიერდეს მედია რეგულატორი და მისი შესაძლებლობები, რეაგირება მოახდინოს ყალბ ახალ ამბებზე, სიძულვილის ენასა და ანტი-უკრაინულ განცხადებებზე ტელევიზიასა და რადიოში;
  2. დაიწყოს მსჯელობა ინტერნეტ მედია საშუალებების რეგულირებაზე;
  3. დაიწყოს თანამშრომლობა უმსხვილეს სოციალურ ქსელებთან მაგალითად – Facebook-თან;
  4. გაძლიერდეს უკრაინის მოქალაქეების მედია წიგნიერება.
    ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო.

სტატია მომზადებულია პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვიშეგრადის ქვეყნები დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ ფარგლებში ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და პარტნიორი ორგანიზაციების ხედვებს.

პროექტი ხორციელდება ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და სამოქალაქო განვითარებისა და კვლევის ინსტიტუტის თანამშრომლობით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.