ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) აცხადებენ სასტიპენდიო პროგრამას რეგიონებში მცხოვრები და ადგილობრივი თვითმმართველობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, რომლის ფარგლებშიც შერჩეული აპლიკანტები გაივლიან ერთთვიან პრაქტიკას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, მიიღებენ ანაზღაურებას და იმუშავებენ მხარის კვლევის დოკუმენტზე.

სასტიპენდიო პროგრამა წელს 4 მხარეში ჩატარდება: კახეთი (თელავი),იმერეთი (ქუთაისი), რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (ამბროლაური) და გურია (ოზურგეთი).

თითოეულ მხარეში ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩევა ორი სტიპენდიატი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში და ჩაატარებს კვლევას საკუთარი მხარის შესახებ.

სასტიპენდიო პროგრამისათვის მონაწილეთა შერჩევის ეტეპზე პრიორიტეტი მიენიჭებათ:

  1. აპლიკანტებს, რომლებიც ცხოვრობენ მათ მიერ შერჩეულ მხარეში
  2. აპლიკანტებს, რომლების სწავლობენ, ან დამთავრებული აქვთ საჯარო მმართველობის საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამები.

აპლიკანტების შეფასება მოხდება:

  1. აპლიკანტის კავშირი სამიზნე მხარესთან;
  2. აპლიკანტის მოტივაცია;
  3. აპლიკანტის ხედვა საკუთარი მხარის მომავალზე;
  4. აპლიკანტის მიერ წარსულში შესრულებული კვლევითი ნაშრომი;
  5. ინტერვიუ (ინტერვიუ ჩატარდება ონლაინ).

შეზღუდვები:
აპლიკანტი არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი.

აპლიკაცია

აპლიკაციის გაგზავნის დედლაინი 2022 წლის 2 აგვისტო, 23:59.

სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ აპლიკაცია.

თუ აპლიკაცია არ იხსნება, ჩააკოპირეთ ეს ლინკი თქვენს ბრაუზერში:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfBo-Se1DGoAsGbhp4RoXWnxbElhCwemqYNS7z8szwpTl7oGA/viewform

ხშირად დასმული შეკითხვები

კითხვა: როდის უნდა გავიარო პრაქტიკა (როდის ჩატარდება პროექტი)?
პასუხი: 2022 წლის სექტემბერში: 29 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე.

კითხვა: ვის შეუძლია აპლიკაციის შევსება?
პასუხი: ნებისმიერ ახალგაზრდას, რომელიც ამჟამად სწავლობს ბაკალავრის/მაგისტრის საფეხურზე ან დაასრულა სწავლა გასული ორი წლის განმავლობაში და გააჩნია მტკიცე კავშირი სამიზნე მხარესთან.

კითხვა: რამდენ სტიპენდიატს შეარჩევთ?
პასუხი: თითოეულ მხარეში – ორს.

კითხვა: როდის მექნება პასუხი?
პასუხი: ჩვენ ვეცდებით, რომ პასუხები 8 აგვისტოს კვირას დავაგზავნოთ.

კითხვა: უარის მეილსაც მივიღებ?
პასუხი: დიახ.

კითხვა: გავიზარდე პროექტის ერთ-ერთ სამიზნე მხარეში, მაგრამ ახლა თბილისში ვსწავლობ. შემიძლია თუ არა მონაწილეობის მიღება პროექტში?
პასუხი: რა თქმა უნდა.

კითხვა: საცხოვრებელს გამომიყოფთ?
პასუხი: არა. პროექტი გათვლილია ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრობენ ერთ-ერთ სამიზნე მხარეში და სურთ მისი და მასში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება.

კითხვა: სერტიფიკატს მომცემთ?
პასუხი: რა თქმა უნდა.

კითხვა: სერტიფიკატი ორენოვანია მომცემთ?
პასუხი: დიახ.

კითხვა: კითხვა მაქვს. რა ვქნა?
პასუხი: თუ გექნებათ შეკითხვა, რომელზეც პასუხი ამ გვერდზე ვერ მოიძიეთ, მოგვწერეთ giz-stipendia@egi.ge-ზე და subject-ად აუცილებლად მიუთითეთ „ შეკითხვა სტიპენდიასთან დაკავშირებით “.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.