ჩვენ ვაგრძელებთ „თავისუფლების მიღმა“ პოდკასტების სერიას განათლებაზე – დღეს გიორგი მელაშვილთან სტუმრად იყო გიორგი მელაშვილი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის გაერთიანებული სასწავლო ლაბორატორიების მენეჯერი და სრული პროფესორი 2017 წლიდან.
დღევანდელი გადაცემის მთავარი თემა არის კორონავირუსის პანდემია საქართველოში.

გიორგი მელაშვილი (სტუმარი) 2007-2012 წლებში ასისტენტ-პროფესორი , ინფექციური და ინოვაზიური დაავადებების განყოფილებაში, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.

2002-2011 წლებში კონტრაქტორი მეცნიერი გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგების , მიკრობიოლოგებისა და ვირუსოლოგების ინსტიტუტში.
გიორგის ეკუთვნის 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი და სტატია (გამოქვეყნებულია ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციებში), მათ შორის 2 სახელმძღვანელო, 4 პატენტი.

მისი კვლევის ძირითადი მიმართულებები ეძღვნება ბიოტექნოლოგიასა და ეპიდემიოლოგიას: სურსათის უსაფრთხოებას, მცენარეთა და ცხოველთა დაცვას ინფექციებისგან, ბაქტერიული პათოგენური თვისებების შესწავლას, ცხოველებში ინფექციური პროცესების მკურნალობასა და პროფილაქტიკისთვის ახალი პრეპარატების შექმნას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.