ევროპულ-ქართული ინსტიტუტი, შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის ხელშეწყობით, ახორციელებს აქტიური მოქალაქის კურსს.

პროექტის მიზანია პოლიტიკითა და სამოქალაქო ცხოვრებით დაინტერესებული ახალგაზრდების მოძიება და მათი აქტიური გადამზადებას.

აქტიური მოქალაქის კურსი უნიკალური ორეტაპიანი პროგრამაა, რომელიც დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალებას მისცემს მიიღონ დეტალური თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ეკონომიკის, სამართლის, გლობალური პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და შიდა პოლიტიკის საკითხებში.

კურსის პირველი ეტაპის მეექვსე სტუმარი იყო ნათია ჭანკვეტაძე.

შეხვედრა ნათია ჭანკვეტაძესთან

კონფლიქტის ტრანსფორმაცია და ნარატივები – ნათია ჭანკვეტაძენათია ჭანკვეტაძე მუშაობს კონფლიქტების ანალიზის, ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით. მას აქვს კვლევებსა და ანალიტიკურ სტატიებზე მუშაობის გამოცდილება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტსა და PMC-ის კვლევით ცენტრთან. ნათია 2017 წლიდან ასწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანს „მშვიდობის პოლიტიკის ანალიზი.“მას ასევე აქვს კონსულტაციების გაწევის, ტრენინგებისა და ლექცია-სემინარების ჩატარების რამდენიმეწლიანი გამოცდილება მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით. იგი ასევე მუშაობდა მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის პროგრამის ხელმძღვანელად არასამთავრობო ორგანიზაციაში საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი.“იგი ასევე მუშაობდა იენას უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტში, როგორც პროგრამა Corridors-ის მიწვეული მკვლევარი. ნათია ფლობს მაგისტრის ხარისხს მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევის მიმართულებით მანჩესტერის უნივერსიტეტიდან.

Posted by ევროპულ-ქართული ინსტიტუტი / Europe-Georgia Institute on Thursday, June 25, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.