XIX საუკუნის მეორე ნახევარი საქართველოსა და ქართველი ერისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და საინტერესო პერიოდია. 60-იანი წლების თაობის ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენელნი, რომელთაც ზოგადად “თერგდალეულებად“ მოიხსენიებდნენ და მოიხსენიებენ, სამართლიანად შეიძლება ჩაითვალონ ქართველი ერის „დამფუძნებელ მამებად“. მათი და მათი შემდგომი თაობის მოღვაწეობა მრავალმხრივი და მრავალფეროვანი იყო. სწორედ ამიტომაც ამ პერიოდის შესწავლა განსხვავებული რაკურსებით არის საინტერესო. ილია ჭავჭავაძე, რომელიც თერგდალეულთა თაობაში უპირობოდ გამორჩეული პიროვნება იყო , არამხოლოდ ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაღვივებისთვის იღვწოდა, არამედ აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ისტორიაში პირველად – სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. 60-იანი წლებიდან მოყოლებული რთულია მოიძებნოს რაიმე საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური პროცესი, რომელშიც რაღაც კუთხით მაინც არ ყოფილიყო ილია ჭავჭავაძე მონაწილე. შესაბამისად, ამ უდავოდ უდიადესი მნიშვნელობის მქონე პიროვნების მსოფლმხედველობისა და ღვაწლის ადეკვატური, სამართლიანი და ობიექტური შეფასებისთვის მისი საზოგადოებრივი საქმიანობის შესწავლაც ისეთივე აუცილებელია, როგორც მისი მწერლობისა და პუბლიცისტიკის.

სარჩევი

სტატია „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობა“ შექმნილია ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი – თავისუფლებისთვის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის სტატიის ავტორს – რატი კობახიძეს – და შეიძლება არ გამოხატავდეს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისა და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხედვებს.
Creative Commons License
სტატია გამოქვეყნებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 Unported ლიცენზიით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.