საწყის გვერდზე დაბრუნება

„არც მანამდის, არც შემდეგ, ალბათ ტფილისს არ უნახავს ასეთი დასაფლავება“

ილიას დასაფლავება  სახალხო პროცესია იყო – ხატოვნად რომ ითქვას, საკუთარი სიკვდილითაც მან სამოქალაქო ღონისძიება შექმნა. მის დასაფლავებას დიდი რაოდენობით ხალხი ესწრებოდა, დელეგაციები ჩამოვიდა მთელი საქართველოდან, გლოვის წერილებს კი აქვეყნებდა საქართველოში არსებულ დაწესებულებათა, ორგანიზაციათა, საზოგადოებათა აბსოლუტური უმრავლესობა. ილიას სიკვდილმა კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართველობა და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ მას შესწევდა თვითორგანიზებისა და სპონტანურობის უნარი. გიორგი ლასხიშვილის მოგონებაში აღნიშნულია  „არც მანამდის, არც შემდეგ, ალბათ ტფილისს არ უნახავს ასეთი დასაფლავება“[1]

ილია ჭავჭავაძემ თავისი საზოგადოებრივი მოღვაწეობა დაიწყო, როგორც მეამბოხე მწერალმა, გააგრძელა, როგორც დადინჯებულმა ბანკირმა და პუბლიცისტმა და დაასრულა, როგორც გამობრძმენდილმა პოლიტიკოსმა. 60-იანი წლებიდან მოყოლებული იგი თავისი ნებისმიერი წამოწყებით ზრუნავდა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე. მისი ჟურნალისტური, საბანკო თუ სამოქალაქო მოღვაწეობა ემსახურებოდა ქართველ მოსახლეობაში განათლების გავრცელებას, ეროვნული და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას, „თვითმოქმედების“ პრინციპის დანერგვასა და გავრცელებას. მისი ცხოვრება დადასტურებაა მის მიერვე თქმული ფრაზისა: „მოძრაობა და მარტო მოძრაობა, არის ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“.

[1] ლასხიშვილი, “მემუარები“ (თბილისი, მერანი, 1987) გვ. 401

სარჩევი

სტატია „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობა“ შექმნილია ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი – თავისუფლებისთვის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის სტატიის ავტორს – რატი კობახიძეს – და შეიძლება არ გამოხატავდეს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისა და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხედვებს.
Creative Commons License
სტატია გამოქვეყნებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 Unported ლიცენზიით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.