ჩვენ გვჯერა, რომ პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ახალგაზრდობა საზოგადოების სწორედ ის ნაწილია, რომელსაც ინოვაციური აზროვნების ყველაზე მაღალი პოტენციალი აქვს. მომავალი სწორედ მათ ეკუთვნით, მათ უნდა ჰქონდეთ გადამწყვეტი როლი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის შემუშავების პროცესში. დღეს ქვეყნის მოქალაქეთა ას ასაკობრივი ჯგუფის საჭიროებები საკმარისად არ აისახება პარტიების პოლიტიკურ პროგრამებში, სწორედ ამიტომ ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI), დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან (NED) პარტნიორობით იწყებს პროექტს „ახალგაზრდა ქართველი პოლიტიკოსების პლატფორმა“. ამ პროექტის მიზანია მეტი ყურადღება მიექცეს და წახალისდეს ახალგაზრდაების მონაწილეობა პოლიტიკაში 2021 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინ.

ამ პროექტის ჩატარების აუცილებლობა იმ პრობლემებითაა განპირობებული, რომლებსაც ახალგაზრდა პოლიტიკოსები საქართველოში აწყდებიან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებულ პარტიათა უმრავლესობას აქვს საკუთარი ახალგაზრდული ფრთა, ეს ორგანიზაციები არ თამაშობენ მნიშვნელოვან როლს პარტიის პოლიტიკური პროგრამის შემუშავების პროცესში.ისინი ძირითადად წარმოადგენენ ადამიანურ რესურსს პოსტ საარჩევნო პერიოდში. ამასთან ერთად, ქვეყანაში ახალგაზრდების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი ერთვება პოლიტიკაში , ხოლო ახალგაზრდების უმრავლესობა ნიჰილისტურად არის განწყობილი პოლიტიკის მიმართ. პრობლემის კარგად დავინახავთ თუ დავაკვირდებით ამ ასაკობრივი ჯგუფის მონაწილეობას არჩევნებში – ახალგაზრდების მხოლოდ 38%-მა მიიღო მონაწილეობა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ხოლო იმავე ასაკობრივი კატეგორიის მოქალაქეთა 24%-მა თქვა, რომ მონაწილეობას არ მიიღებდა საპარლამენტო არჩევნებში. მ პატარა პარტიების არ ალებენ მცდელობას ხმა მიაწვდინონ ახალგაზრდებს, თუმცა მეტწილად უშედეგოდ. პოლიტიკით დაინტერესებული ისედაც მცირე ნაწილის ახალგაზრდების უმრავლესობა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობას სამოქალაქო აქტივიზმის გზით არჩევს.

“ახალგაზდა ქართველი პოლიტიკოსების პლატფორმა” მიზნად ისახავს შეკრიბოს ის ახალგაზრდა პოლიტიკოსები, რომლებიც დემოკრატიულ ღირებულებებს იზიარებენ, დაეხმაროს მათ ქვეყნის პოლიტიკაში ახალ სახეებად ჩამოყალიბებაში. უკვე არსებულ პოლიტიკურ პარტიათა ახალგაზრულ ფრთებთან თანამშრომლობა იქნება პროექტის ის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, რომელიც დაგვეხმარება პოიტიკით დაინტერესებული ახალგაზრდების მოტივირებასა და გააქტიურებაში. ეს შესაძლოა მიღწეულ იქნას პატიათა ახალგაზრდული ფრთების შესაძლებლობებისა და მნიშვნელობის გაძლიერებით მათსავე პოლიტიკურ გაერთიანებებში, რაც მათ ასევე დაეხმარება გახდნენ შუამავლები ახალი თაობის წარმომადგენლების დაინტერესებისა მათივე პარტიებით.

საქართველოს რეალობაში ახალგაზრდების უფრო მეტი წარმომადგენლობა პოლიტიკურ პროცესებში ცალსახად მნიშვნელოვანია. მიზნის მისაღწევად აუცილებელია ახალგაზრდობის მხარდაჭერა პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვისათვის. 2021 წლის იანვრიდან დაგეგმილია კონკრეტული აქტივობები, რომლებიც სწორედ აღნიშნულ მიზნის მიღწევას ემსახურება. ვინაიდან ჩვენ გვწამს, რომ ყველაზე მეტად სწორედ ახალგაზრდა ადამიანებს შეუძლიათ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრა, ხელს შევუწყობთ დისკუსიის წარმართვას აღნიშნულ თემაზე კონფერენციისა და მრგვალი მაგიდების ჩატარების საშუალებით. ახალგაზრდა პოლიტიკოსები შექმნიან პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომელის მთავარი თემაც ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა იქნება უშუალოდ მათივე პოლიტიკური გაერთიანებისსაქმიანობაში. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი სხვადასხვა მასტერკლასებისა და მედია მხარდაჭერის მეშვეობით დაეხმარება ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, რომელებიც მომავალ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ. უფრო კონკრეტულად აღნიშნული პიროვნებები სოციალური ქსელების საშუალებით წარადგენენ თავიანთ თავს პოტენციურ ამომრჩეველთან, რაც წაახალისებს და გაზრდის ცნობიერებას ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის შესახებ. ოგრანიზაცია მუხლჩაუხრელად იშრომებს რათა მომავალ წელს ქართველი ახალგაზრდები მეტად და უკეთესად იყვნენ წარმოდგენილნი ქვეყნის პოლიტიკაში .

ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობების საშუალებით EGI გეგმავს შექმნას ერთგვარი პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს იმ პრობლემების განხილვას, რომლებიც ზღუდავს ახალგაზრდობის ჩართულობას პოლიტიკაში და ასევე შესაძლებელს გახდის ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობას. პროექტის განმავლობაში მიმდინარე აქტივობები, გაძლიერებული ახალგაზრდა პოლიტიკოსები და შექმნილი ახალგაზრული პოლიტიკის დოკუმენტები, იქნება ის მთავარი შედეგები, რაც კიდევ უფრო დაგვაახლოებს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის მიზანთან – დავაჩქაროთ ქვეყნის ტრანზიცია და გავაძლიეროთ ახალი ლიდერები უკეთესი მომავლისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.