29იან/20

მიშოს გერმანული დღიური, დღე 4

Träume werden wahr! ოცნებები მართლაც რომ ხდება! ჩემი 3 საოცნებო კათედრალიდან 2 უკვე მოვინახულე. კანტერბურის კათედრალი 2016-ში, კიოლნის კი დღეს. აახენის დამრჩა!

28იან/20

მიშოს გერმანული დღიური, დღე 3

დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო. თავდაპირველად, ვისაუბრეთ რამდენიმე ქვეყანა, რომელთა ლიდერებიც ავტორიტარები არიან ან მიისწრაფვიან… ჯგუფებად ჩვენი პრიორიტეტების მიხედვით დავიყავით – ჩამოვწერეთ ქვეყნები და ლიდერები: პუტინი, ერდოღანი, ორბანი, დუტერტე და სხვები…

27იან/20

მიშოს გერმანული დღიური, დღე 2

დღევანდელი დღე დატვირთული იყო სხვადასხვა სახის აქტივობებით. სემინარის დასაწყისში ვისაუბრეთ ჩვენს მოლოდინებზე, რას ველოდებით პროექტისგან, რის შესახებ ყურადღების გამახვილება. მე და ჩემმა უკრაინელმა მეგობარმა ერთდროულად წამოვიძახეთ – რუსული პროპაგანდა მნიშვნელოვანი გამოწვევაა დემოკრატიულიRead More…

26იან/20

მიშოს გერმანული დღიური, დღე 1

ოცნებები ხდება: ამის ნათელი მაგალითი კი გერმანიაში ჩემი მოგზაურობაა. ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის დახმარებით გერმანიაში 12 შესანიშნავ დღეს გავატარებ. უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით – პატარა მშვენიერი ქალაქი გუმერსბახი, მონაწილეები მსოფლიოს არაერთიRead More…

23აგვ/19

რატის გერმანული დღიურები დღე 13

აკადემიას დავემშვიდობე, პრინციპში გერმანიასაც, ახლა გოკჩენის აეროპორტში ვზივარ და უვაიფაოდ მყოფი მოკლედ ბოლო დღის შესახებ მოგიყვებით და ზოგადად სემინარსაც შევაფასებ. რადგანაც ფრენა ღამით მაქვს, შესაბამისად მთელი დღე თავისუფალი მქონდა, გადავწყვიტე გერმანიაში პატარაRead More…

22აგვ/19

რატის გერმანული დღიურები დღე 12

და აი ჩამოკრა უბედურების ზარმა. სემინარის ბოლო, გერმანიაში ყოფნის კი ბოლოსწინა დღეა. სტრატეგიულ დაგეგმარებაზე ვარჯიში დღეს დავასრულეთ, აღსაღნიშნია, რომ ზოგადად ძალიან აქტიური ჯგუფი, რომლის წევრებიც ხშირად ვსვამდით კითხვებს და ვაკეთებდით არაერთ კომენტარს,Read More…

21აგვ/19

რატის გერმანული დღიურები დღე 11

აკადემიაში დამწუხრებულობამეტრი თანდათან იზრდება. ყველანი ვაცნობეირებთ რომ ეს 12 შესანიშნავი დღე დასასრულს უახლოვდება, რაც არავის არ გვსურს. დღევანდელი დღე სტრატეგიული დაგეგმარების გარკვეულ ასპექტებს დაეთმო, შეირჩა რამდენიმე ორგანიზაცია და დაგვევალა მათთვის ხედვის დაRead More…

20აგვ/19

რატის გერმანული დღიურები დღე 10

დღევანდელი დღე განსაკუთრებით დამღლელი გამოდგა განსაკუთრებით ხანგრძლივი მგზავრობის გამო. მუნსტერიდან ჯერ დუსელდორფში გადავედით, რომელსაც ,,დორფობის“, ანუ სოფლობის, არაფერი ეტყობა. იგი ნორდრაინ-ვესტფალიის დედაქალაქია, ვეწვიეთ პარლამენტს და გვქონდა შეხვედრა ამ პარლამენტში ლიბერალური პარტიის “whip”-თან.Read More…

19აგვ/19

რატის გერმანული დღიურები დღე 9

დღეს მუნსტერში ყოფნის ბოლო დღეა. ამ ქალაქმა თავი ძალიან შემაყვარა, თავისი კოხტა ქუჩებით, მოწესრიგებული მოძრაობით და დიდი მწვანე არეალით. ცენტრალურ არეალს გარშემო სიმწვანით სავსე პარკი აქვს შემორტყმული, სადაც ადამიანები დილა-საღამოს ვარჯიშობენ დაRead More…

18აგვ/19

რატის გერმანული დღიურები დღე 8

მეორე დღე მუნსტერში უფრო საქმიანი იყო. დაგვევალა ფეხით მოგვეარა ქალაქის სხვადასხვა ადგილები, გვესაუბრა მოსახლეობასთან და გარდა იმისა, რომ შეგვესრულებინა განსხვავებული სახალისო დავალებები, გაგვეკეთებინა პრეზენტაცია ქალაქის შესახებ. სამწუხაროდ ამინდი წვიმიანი იყო, თუმცა ჩვენი,Read More…