ჩვენი ორგანიზაციის სიახლეები, განცხადებები და პრეს-რელიზები.

08მარ/24

რატი კობახიძე საინოვაციო პოლიტიკის ლაბორატორიაში

ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ევროკავშირის პროგრამის ხელმძღვანელმა, რატი კობახიძემ, მონაწილეობა მიიღო ევროპის ლიბერალურ ფორუმისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ევროპის ოფისის უსაფრთხოების, თავდაცვისა და მედეგობის ევროპის საინოვაციო პოლიტიკის ლაბორატორიაში.

28თებ/24

ერთობლივი პრეს-რელიზი

ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და ლიბერალური ინტერნაციონალის ერთობლივი პრეს-რელიზი საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ლიბერალური ინტერნაციონალისა და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ერთობლივი მოწვევით ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში (ჩეთემ ჰაუსი) სიტყვით გამოვა.

23თებ/24

გიორგი მელაშვილი – ZDF

🇩🇪 გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ZDF) ეთერში გავიდა ვრცელი რეპორტაჟი საქართველოსა და ფინეთის შესახებ. რეპორტაჟის ერთ-ერთი სიუჟეტი ეხებოდა ევროპულ-ქართული ინსტიტუტის საქმიანობას: ჩვენს მისიას, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ სივრცეს და გახდეს ევროკავშირის წევრი.

30იან/24

ევროკომისიის 9 დათქმა სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობით უნდა შესრულდეს

9 იანვარს, ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციურ პარტიებთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

25იან/24

სამოქალაქო ქმედების სკოლა

სამოქალაქო ქმედების სკოლა ევროპულ-ქართული ინსტიტუტის წამყვანი საგანმანათლებლო პროგრამაა, რომლის მიზანია ახალგაზრდებმა გაიღრმაონ ცოდნა, გამოიმუშაონ კრიტიკურლი აზროვნების უნარები და ჩაერთონ აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში.

19იან/24

პოლიტიკური დაიჯესტი 123

ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე გახდა 30 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდა. 350-მდე დელეგატმა პარტიის საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩია. ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე საჯარო პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა.