🥳 აღმოაჩინე საკუთარი თავი: გაიგე რასაც სკოლაში არ და ვერ გასწავლიან! შემოგვიერთდი: EGI აკადემია შენნაირი მაგარი ხალხისთვისაა. EGI აკადემიის III ნაკადზე რეგისტრაცია… დაიწყო!
👉 ახალ წელს საკუთარი თავი უნდა აღმოაჩინო: თუ გინდა, გაიგო რასაც სკოლაში არ და ვერ გასწავლიან, თუ გინდა გაერკვე საკუთარ თავში და ისეთ თემებს შეეხო, რაზეც აქამდე არ გიფიქრია, შემოგვიერთდი: EGI აკადემია შენნაირი მაგარი ხალხისთვისაა.
👉 ევროპულ-ქართული ინსტიტუტი, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით, აცხადებს 15-18 წლის სკოლის მოსწავლეების მიღებას EGI აკადემიაში.
👩‍🎓 EGI აკადემია გააერთიანებს მოტივირებულ, ინოვატორ მოსწავლეებს, მომავალ ლიდერებსა და პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ საკუთარი თავის განვითარება, სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიური ჩართვა და 🇬🇪 სამშობლოს უკეთესობისკენ შეცვლა.
🎯 ჩვენი პროექტის მიზანი ახალგაზრდებისთვის სამოქალაქო მნიშვნელობის საკითხებზე ცოდნის მიწოდება და მათი უნარების გაძლიერება, ასევე ისეთი აქტუალური და საინტერესო საკითხების დაფარვა, რომლებსაც სასკოლო გარემოში უმეტესად მოკლებულნი არიან. სალექციო ნაწილის გარდა, კურსი მოიცავს მნიშვნელოვან პრაქტიკულ ნაწილს, რათა პროექტის მონაწილეებმა მიღებული ცოდნის გამოყენება და უნარების გაუმჯობესება შეძლონ. EGI აკადემია ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების გააქტიურებასა და წარმატებულ ჩართულობას.
📣 EGI აკადემიაში ლექციები ჩატარდება ყოველკვირეულად, შაბათ-კვირას. მონაწილეები მიიღებენ მნიშვნელოვან ცოდნას შემდეგ საკითხებზე:

📍 საზოგადოების ევოლუცია;
📍 საქართველო და მსოფლიო;
📍 საქართველო და ევროპა;
📍 როგორ მუშაობს ეკონომიკა;
📍 საქართველოს ნამდვილი ისტორია;
📍 პოლიტიკა და იდეები;
📍 არჩევნები და დემოკრატია;
📍 ხელოვნება და თავისუფლება;
📍 კინო და თავისუფლება;
📍 ლიტერატურა და თავისულება;
📍 ადამიანი და ბუნება;
📍 ჩემი წილი საქართველო.
📣 (ტრენერების ბიოგრაფიებისა და საგნების შესახებ ინფორმაცია იხ. ქვემოთ)
🌱 კურსის გავლა შეუძლია 15-18 წლის სკოლის მოსწავლეებს.
📆 კურსი გაგრძელდება 4 კვირის განმავლობაში. ლექციები ჩატარდება ყოველ შაბათ-კვირას, 24 თებერვლიდან, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.
📣 III ნაკადის დაწყების თარიღია 24 თებერვალი. რეგისტრაციის გვერდი დაიხურება 19 თებერვალს, 23:59 საათზე (შეიძლება უფრო ადრეც, თუ ძალიან ბევრი აპლიკაცია მივიღეთ).
🦊 აკადემია ჩატარდება ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ოფისში, კოსტავას 75-ბ (სპორტის სასახლის მიმდებარედ).
📣 EGI და ჩვენი პარტნიორები დაფარავენ აკადემიაში მონაწილეობის ყველა ხარჯს, თუმცა მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი იქნება სიმბოლური საწევრო გადასახადის გადახდა 50 ლარის ოდენობით (იმ შემთხვევაში, თუ საწევრო გადასახადის გადახდა ობიექტური მიზეზით გართულებულია, შერჩეული მონაწილეები მიიღებენ EGI-ს სტიპენდიას).
🧑‍🎓 ყველა მონაწილე მიიღებს ორენოვან (ქართული და ინგლისური) სერტიფიკატს.
🚀 თუ გინდა გახდე ამ დიდი ამბის მონაწილე, ეს შენი შანსია:
რეგისტრაცია

თუ ღილაკი არ მუშაობს, დააჭირე: რეგისტრაცია

საქართველო და ევროპა

რატი კობახიძე

რატი კობახიძე  თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკისა და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულია. სკოლის ასაკიდანვე აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო ცხოვრებაში და მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საგანმანათლებლო პროექტსა და სამოქალაქო კამპანიაში. ბოლო რამდენიმე წელია იგი ევროპულ-ქართული ინსტიტუტის გუნდის წევრია და სხვადასხვა პროექტებს უწევს კოორდინაციას. აქვს სამუშაო გამოცდილება საჯარო სექტორში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. იგი ევროპის დემოკრატიული ახალგაზრდული ქსელის (EDYN) და დემოკრატიის თაობის (GenDem) საერთაშორისო ქსელების წევრია.

რას ვისწავლი?

ქართველი ხალხის მიერ სხვადასხვა ეპოქაში თუ თანამედროვეობაში გაკეთებული ევროპული არჩევანის ფორმირებასა და მის შინაარსზე იქნება კონცენტრირებული. კურსის ფარგლებში მიმოვიხილავთ, თუ რა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვისაუბროთ ჩვენს ისტორიულ, ცივილიზაციურ „ევროპულ არჩევანზე“, ვიმსჯელებთ მე-19 საუკუნის მოღვაწეების – ილია ჭავჭავაძისა და სხვების როლზე ჩვენი ევროპული იდენტობის ჩამოყალიბების საკითხში. ასევე განვიხილავთ, თუ რაში გამოიხატება აღნიშნული „ევროპული არჩევანი“ თანამედროვეობაში და ამ კონტექსტში განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე. შესაბამისად, აღნიშნული კურსის გავლის შედეგად მონაწილეები შეძლებენ სიღრმისეულად გააანალიზონ ჩვენი „ევროპული არჩევანის“ შინაარსობრივი მხარე. ისინი ასევე მიიღებენ ინფორმაციას ამ არჩევანის თანამედროვე გამოხატულების – ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.

როგორ მუშაობს ეკონომიკა

ელენე სვიანაძე

ელენე სვიანაძე თავისუფალი უნივერსიტეტის მომავალ დიპლომატთა კლუბის ერთ-ერთი ხელმძღვანელია და შესაბამისად, საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობასა და დაგეგმვაში დიდი გამოცდილება აქვს. როგორც UGRAD-ის გაცვლითი პროგრამის გამარჯვებული, ელენე სწავლობდა აშშ- ს ავგუსტანას უნივერსიტეტში, მართვისა და საერთაშორისო პოლიტიკის ფაკულტეტზე, სადაც მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაზიარება სურს EGI-ს აკადემიაში. ამას გარდა, ამჟამად ელენე მუშაობს გაეროს მიგრაციის ორგანიზაციაში (IOM – UN Migration).

რას ვისწავლი?

კურსის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან ეკონომიკის მუშაობის პრინციპებს. მიიღებენ ინფორმაციას ეკონომიკური სიმდიდრის შექმნის შესახებ, როგორც ინდივიდუალურ ისე სახელმწიფო დონეზე. ამასთან, გაეცნობიან სახელმწიფოს ბიუჯეტის დადგენის და მისი ხარჯვის პრინციპებს. კურსის მიზანია მონაწილეების დააფიქროს ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობას შორის არსებულ განსხვავებებზე და სხვადასხვა იდეოლოგიურ ჭრილში აჩვენოს ეკონომიკური განვითარების შედეგები. ლექტორთან ერთად შესრულებული სხვადასხვა აქტივობით კი, შეძლებენ მოირგონ გადაწყვეტილების მიმღებთა როლი და იმუშაონ იმ ეკონომიკურ საკითხებზე, რომელთა ხელშეწყობაც მნიშვნელოვანია საზოგადოების განვითარებისთვის.

საქართველოს ნამდვილი ისტორია

გიორგი ჯავახიშვილი

გიორგი ჯავახიშვილი არის თანამედროვე საქართველოს ისტორიის პროგრამის მაგისტრანტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას 2020 წელს მიენიჭა ისტორიის ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2019- 2023 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) შემსწავლელ-ცენტრ ბიბლიოთეკაში, ხოლო 2021 წლიდან დღემდე ასწავლის თბილისის მე-6 საავტორო სკოლაში ისტორიასა და სამოქალაქო განათლებას.

რას ვისწავლი?

კურსის ფარგლებში საუბარი იქნება საქართველოს გვიანი შუა საუკუნეებისა და თანამედროვე ისტორიის ერთი შეხედვით უხილავ, მაგრამ მნიშვნელოვან ეპიზოდებზე, კონცეფციებსა და მიდგომებზე, რაც ახლებურად დაგვანახებს საქართველოს მოსახლეობის განვითარების ისტორიას ფეოდალური წყობიდან თანამედროვე საქართველომდე. კურსის მიზანია მსმენელებმა სიღრმისეულად გაიაზრონ ის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ტრანსფორმაცია, რომელიც საქართველომ განიცადა უკანასკნელ საუკუნეებში.

პოლიტიკა და იდეები

ნუცა ნებიერიძე

ნუცა ნებიერიძე არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ნუცას გააჩნია ლექტორობის ორწლიანი გამოცდილება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მომავალ დიპლომატთა კლუბში, სადაც ის კითხულობდა პოლიტიკური იდეოლოგიის და საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიების ლექციებს. ლექტორობის გარდა, ნუცა, ამჟამად, სტაჟირებას გადის როგორც ამერიკის საელჩოში, ისე პოლიტიკის და მართვის ქანსოლთინგ ჯგუფის (PMCG)-ს საჯარო პოლიტის დეპარტამენტში, სადაც ის აქტიურადაა ჩართული USAID-ის პროექტების მენეჯმენტის პროცესში. ხაზგასასმელია, რომ ნუცა ნებიერიძე Hult Prize Competition-ის ფარგლებში კამპუსის დირექტორის როლს ირგებს და აქტიურადაა ჩართული სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვაში. EGI აკადემიაში ნუცა ნებიერიძე „პოლიტიკა და იდეები “-ს ტრენერია.

რას ვისწავლი?

პოლიტიკა და იდეები ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ თუ რა არის პოლიტიკა, რა როლი აქვს მას თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში, რა იდეები ვითარდებოდნენ მის გარშემო და რით განსხვავდებოდნენ ისინი ერთმანეთისგან. ამ უკანასკნელ საკითხთა განხილვის პროცესი დატვირთული იქნება საინტერესო, სახალისო და ინტერაქციული აქტივობებითა და დისკუსიებით, რომლებიც საშუალებას მისცემენ დაინტერესებულ პირებს გაიღრმავონ ცოდნა, შეაფასონ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები განსხვავებული კუთხით და განივითარონ კრიტიკული აზროვნება.

არჩევნები და დემოკრატია

მარიამ ბიწაძე

2019-2021 წლებში მარიამი იყო ევროპულ-ქართული ინსტიტუტის გუნდის წევრი საერთაშორისო კოორდინატორის პოზიციაზე. 2020 წელს მან დაიცვა საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2016-2017 წლებში მრავალგზის გახდა საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი. 2017 წლიდან Erasmus + პროგრამის ფარგლებში სწვლა გააგრძელა ფინეთში, ჰელსინკის უნივერსიტეტში. 2018 წელს Global Undergraduate Exchange Program-ის ფარგლებში სწავლა გააგრძელა აშშ-ში, Old Dominion University. 2019-2021 წლებში მარიამი იყო EU Neighbours East -ის პროგრამის – ,,ახალგაზრდა ევროპელი ელჩების” კოორდინატორი საქართველოში. 2020 წელს მან შვედეთის ინსტიტუტის სრული სტიპენდია მოიპოვა (VISBY Scholarship) და სწავლა მალმოს უნივერსიტეტში გლობალური პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელა. მარიამი ამჟამად არის ამერიკის შეერთებული შტატების გაცვლითი პროგრამების ალუმნი ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და ასევე, დიდი ბრიტანეთის საგარეო ოფისის სტიპენდიის ფარგლებში სწავლას აგრძელებს სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამაზე.

რას ვისწავლი?

არჩევნების მოდული მიმოიხილავს არჩევნების როლს და მნიშვნელობას სხვადასხვა მმართველობის ფორმის ქვეყნებში. განვიხილავთ არჩევნების ფორმებსა და ტიპებს. შევეხებით მის ისტორიას ხმის მიცემის უფლების კუთხით და მის ფუნქციას თანამედროვე მსოფლიოში. მოდულის ფარგლებში დაგეგმილია მცირე დისკუსიები სამოქალაქო უფლებებსა და პასუხისმგებლობებზე.

ხელოვნება და თავისუფლება

ნინი კვირიკაშვილი

ნინი კვირიკაშვილი არის ხელოვნებათმცოდნე, დოქტორანტი. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ნინი შეუერთდა ევროპულ-ქართული ინსტიტუტის (EGI) გუნდს და იყო პროექტების მართვის დეპარტმანეტის ხელმძღვანელი. წლების განმავლობაში გუნდთან ერთად არაერთი წარმატებული და მასშტაბური პროექტი განახორციელა, როგორებიცაა „შენი ხმა ჩენი მომავალია“, „ინიციატივა“, „სამოქალაქო ქმედების სკოლა“ და სხვ. 2020 წლიდან იყო საბერძნეთის ელჩის საგანგებო მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში. 2022 წელს მიიღო ხელოვნებათმცოდნეობის სამაგისტრო ხარისხი. ამჟამად ნინი იკვლევს შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებას და იცავს სადოქტორო ხარისხსს.

რას ვისწავლი?

შენ ისწავლი ხელოვნებისა და თავისუფლების ურთიერთმიმართებას, რა როლი აქვს ხელოვნებას პოლიტიკაში და რა ხდება, როდესაც პოლიტიკა იჭრება ხელოვნებაში? არსებობს თუ არა ხელოვნება თავისუფლების გარეშე? რა როლი აქვს ხელოვნებას ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებაში და რატომ არის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი?

ამ კურსის ფარგლებში შევეხებით და განვიხილავთ ხელოვნებას, როგორც ქვეყნის თავისუფლების ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორს. ვისაუბრებთ ხელოვნებისა და პოლიტიკის ურთიერთქმედებაზე, განვიხილავთ ამ თემებთან დაკავშირებულ საკითხებს მსოფლიო ისტორიიდან, თუმცა ფოკუსი მეტწილად ქართულ მაგალითებზე გვექნება. კურსი მოიცავს შემდეგ საკვანძო საკითხებს: მსოფლიო ხელოვნების პალიტრა – ალტამირადან ბენქსიმდე; ხელოვნების როლი ქართული სახელმწიფოს განვითარებაში; ხელოვნება, როგორც თავისუფლებისა და დაუმორჩილებლობის იარაღი.

კინო და თავისუფლება და ლიტერატურა და თავისულება

გიორგი ჩუბინიძე

2020-2023 წლებში გიორგი ჩუბინიძე სწავლობდა ავსტრიასა (ვენა) და გერმანიაში (ოსნაბრუკი, ბერლინი), სადაც გადიოდა სხვადასხვა საუნივერისტეტო, პროფესიულ, თუ ენის შემსწავლელ კურსებს. 2012–2015 წლებში იყო ახალგაზრდული ჟურნალის “360 გრადუსის” რედაქტორი; 2013–2014 წლებში მუშაობდა საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “The Tbilisi Times”-ში, კულტურის მიმართულების რედაქტორად; 2015–2016 წლებში იყო საზოგადოებრივი კავშირი მეგობრობის  ხიდი ქართლოსის და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტ „საქართველოს მოხალისეს“ კოორდინატორი ხაშურის მუნიციპალიტეტში. 2018–2019 წლებში საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სპეციალისტი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი. 2017 წლიდან ქართული ვიკიპედიის ერთ-ერთი შემმოწმებელი. 2019-2020 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში; 2019-2020 წლებში იყო სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თბილისის VI საჯარო სკოლაში. 2020 წლიდან არის ჟურნალ საქართველოს ბიბლიოთეკის სარედაქციო კოლეგიის წევრი და აგრეთვე განათლებისა და კულტურის მულტიფუნქციური ცენტრის ხელმძღვანელი.

რას ვისწავლი?

კინო და თავისუფლება კურსის მიზანია ფილმებისა და შესაბამისი ჯგუფური სამუშაოებით მოსწავლეებს გააცნოს კინოხელოვნების საინტერესო მხარე. მონაწილეები ერთად ნახავენ ფილმებს, განიხილავენ მას და იმსჯელებენ საინტერესო საკითხებზე და შეძლებენ თანამედროვე რეალობასა და ფილმებს შორის კავშირის პოვნას. ლიტერატურა და თავისუფლება კურსის მიზანია წარმოაჩინოს ლიტერატურის ძალა და დამოკიდებულება საზოგადოებრივი, სოციალური პროცესების მიმართ. აჩვენოს მისი ძალა და მნიშვნელობა თავისუფალ სამყაროში ან თავისუფალი სამყაროს შესაქმენელად. ეს კურსი მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას კრიტიკულად გაიზარონ ლიტერატურული მასალა და დაინახონ მისი შექმნის კონტექსტი, მიზანი და გავლენა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ადამიანი და ბუნება

მარი კიკვაძე

მარი კიკვაძე არის გარემოსდაცვითი კომუნიკაციისა და ადვოკატირების სპეციალისტი და 5 წელია მუშაობს გარემოსდაცვითი, კლიმატის ცვლილების, რეგიონული განვითარების, ადვოკატირებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით. მას განხორციელებული აქვს მრავალი პროექტი და კამპანია, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. მარიმ განათლება მიიღო ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, პოლიტიკის მეცნიერების, სტრატეგიული კომუნიკაციისა და პოლიტიკური მარკეტინგის მიმართულებით. მისი მიზანია ახალგაზრდებისა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის არაფორმალური განათლებით აღჭურვა, ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლება.

რას ვისწავლი?

კურსი „ადამიანი და ბუნება“ მოიცავს გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების საერთაშორისო და ადგილობრივ ტენდენციებს და ადამიანის უფლებას სუფთა, ჯანსაღ და მდგრად გარემზე. კურსის ფარგლებში, მონაწილეები შეისწავლიან გარემოსდაცვითი ადვოკატირირების, კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ბუნებრივი რესურსების ოპტიმალური გამოყენების
მექანიზმებს.

ჩემი წილი საქართველო

გიორგი რიჟვაძე

გიორგი რიჟვაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამისა და ამავე უნივერსიტეტის ევროპის კვლევების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულია. იგი აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო ცხოვრებაში და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. სხვადასხვა პერიოდში იკვლევდა რუსულ პროპაგანდას, იყო სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და მუშაობდა მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით. გიორგი არის თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის, მითების დეტექტორისა და დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებული. ორ წელზე მეტია აჭარაში თანამოაზრეებთად ერთად დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია სოლიდარობის თემი.

რას ვისწავლი?

კურსი „ჩემი წილი საქართველოს“ მიზანია სტუდენტებსა და მოსწავლეებს გააცნოს ჩვენი ქვეყნის რელიგიური, ეთნიკური, ენობრივი თუ სხვა ტიპის მრავალფეროვნება. საქართველოს ისტორიის განმავლობაში უმცირესობათა ჯგუფების მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის, კულტურისა და ღირებულებების ჩამოყალიბებაზე. კურსის განმავლობაში ვისაუბრებთ კათოლიკე სულხან საბა ორბელიანზე, მუსლიმ მემედ აბაშიძე, აზერბაიჯანელ ხუდია ბორჩალოელზე, სომეხ სერგო ფარაჯანოვსა და სხვა უამრავ გამორჩეულ ადამიანზე. ვიმსჯელებთ საქართველოში მცხოვრებ ბერძნებზე, იეზიდებზე, ქისტებზე, უდიებზე, ოსებზე, აფხაზებზე, დუხობორებზე, ბაპტისტებზე, ლუთერებზე, ხის მეჩეთებზე, ეკლესიებზე, ათეშგაზე, სინაგოგებსა და სხვა უამრავ საინტერესო საკითხზე, რაც ქართულ კულტურას ამდიდრებს, აფერადებს და გამორჩეულს ხდის. კურსის მთავარი მიზანია ქართული მრავალფეროვნების გაცნობა, რომელიც არის დემოკრატიული და წარმატებული ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი.

🚀 თუ გინდა გახდე ამ დიდი ამბის მონაწილე, ეს შენი შანსია:
რეგისტრაცია

თუ ღილაკი არ მუშაობს, დააჭირე: რეგისტრაცია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.