11 აგვისტოს კომუნიკაციების კომისია „ქართული ოცნების“ საჩივარზე იმსჯელებს.
მმართველმა პარტიამ კრიტიკულ არხებს (მთავარი არხი, ფორმულა, ტვ პირველი) უჩივლა „შინ ევროპისკენ“ კლიპის გაშვებისთვის.
კლიპში არ არის პოლიტიკური მოწოდებები, არ არის პოლიტიკური პარტიისა თუ პარტიების პიარი. ის არ შეიცავს პოლიტიკური პარტიის შესახებ, ან მის მხარდამჭერ მესიჯსა თუ მოთხოვნას. ასევე აღსანიშნავია, რომ კლიპი შექმნილია არა რომელიმე პარტიის, არამედ სამოქალაქო ორგანიზაციის მიერ.
მოვუწოდებთ მმართველ პარტიასა და კომუნიკაციების კომისიას მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს სიტყვის თავისუფლების სტანდარტებისადმი.
მისი ეს მიდგომა, იმ შემთხვევაში თუ სარჩელი სერიოზულად იქნება განხილული, იქნება სახელმწიფოს მიერ პირდაპირი დარტყმა მედიის თავისუფებასა და მედია გარემოს გაუარესებისკენ გადაგმული ნაბიჯი.